იცით მგონი დავჩლუნგდი…
ადამიანების აღარ მესმის….
მე მათ ვუსმენ მაგრამ ზოგჯერ არ მესმის, ვერ ვიგებ რა უნდათ , რას გადმოსცემენ, რა აწუხებთ…
ზოგჯერ ყველაფერი ისეთი ბუნდოვანია რომ ვიბნევი.
აღარც ჟესტების ენა მესმის…..
უცნაურია, მაგრამ ვამჩნევ რომ გაუგებრობის შემთხვევაში ადამიანს უბრალოდ ვეცლები, აღარ მიჩნდება სურვილი გავიგო მიზეზი და მოვისმინო , ან ავხსნა რამე.
იცით როგორ მემართება, წყლიან ჭიქაში ჩავარდნილი მტვრის ნამცეცივით - რაც მეტს დასდევ მეტად რომ გარბის, ხან ჩაყურყუმალავდება , ხანაც ამოტივტივდება და ზედაპირზე იწყებს სირბილს, მაგრამ კოვზს მაინც რომ არ ნებდება….
უცნაური ადამიანები არიან ეს ადამიანები…
გასცემ, აძლევ , იღებენ და ირგებენ – შემდეგ კი ……. ქრებიან.
სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი როგორ ხვდები ადამიანი შენიანია თუ არა, ან რამე კავშირი გაქვს თუ არა მასთანთქო, ჰოდა ნუთუ ეს კავშირები მხოლოდ შთაგონებადი და წარმოსახვადია ?
არადა ზოგჯერ როგორ მჭირდებიან ხოლმე ადამიანები, ახლოს , ძალიან ახლოს …
მჭირდებიან უბრალოდ რომ იყვნენ და ვიცოდე რომ ახლოს – ჩემთან ერთად არიან….
ადამიანები ერთედრთი უშრეტი ენერგიის წყარო და ნერვის შლის მიზეზები არიან : )
და მაინც როგორ მევასება ბუნების ეს სასტიკი და ამაზრზენი ქმნილებები ♥
9 Comments
"უცნაური ადამიანები არიან ეს ადამიანები…"
ReplyDeleteმერე მთელი ტექსტები...
ისა ესა, ისა ესა
და
აი ბოლოში მაგარი ხარ :*
Human race suck :yes; [rasisti elfi] :D
ReplyDelete: )))
ReplyDeleteუცნაურები, მაგრამ საოცრად პრიმიტიულებიი...
ReplyDeleteშენი წერის ენა ძალიან შორსაა შენი საუბრის ენისგან და რას მოელი სხვებისგან? :იმჰო:
ReplyDeleteბლოგზე კეთილი ხარ, რეალობაში - პოხუისტკა. მიუხედავად იმისა, რომ შენნაირ ადამიანებთან საკმაოდ easy going ვარ, შენ მოახერხე და გახდი უცნაური ადამიანი, რომელსაც არსებობის უფლება აქვს.
Если неправб докажи обратное :*
Zurriuss - მე არასოდეს არ ვარ პოხუისტკა, უბრალოდ არიან ადამიანები ვინც არ მაინტერესებს და მოვლენები რომელიც არ მიზიდავს.
ReplyDelete”მიუხედავად იმისა, რომ შენნაირ ადამიანებთან საკმაოდ easy going ვარ, შენ მოახერხე და გახდი უცნაური ადამიანი, რომელსაც არსებობის უფლება აქვს.” - აქ კი რას გულისხმობ ვერ გავიგე : ) აკლია რაღაც ამ ფრაზას : ))
ჩვენ გვიყვარს ადამიანები! :)
ReplyDeleteTjorvel, neta adamienbi ram shegayvara?! chemi neba rom iyos arasodes sheviyvarebdi, TavisiT rom ar miyvardebodnen....
ReplyDeletelatatia - იცი რა რთული სათქმელია რამ შემაყვარა მაგრამ არის მათში რაღაც რაც აღფრთოვანებას იწვევს და სიყვარულის ღირსია : )
ReplyDeleteდასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!