ზაფხულის მთიელი დასასრული

რას გრძნობთ მაშინ როდესაც ის რაც ამდენი ხანია გინდათ სულ ახლოს არის, ერთი ხელის გაწოდებაზე?

ხტიხართ? ყვირით? ცახცხებთ? ნერვიულობთ? შტერდებით? ვეღარ ინძრევით?

მე ეს ყველაფერი უკვე 5 დღეა მჭირს :)

post-19-1159734930  

ყოველთვის როცა მეკითხებოდნენ სად ვარ ნამყოფი (საქართველოს მასშტაბით და ტერიტორიაზე) ყოველთვის უკვირდათ რომ სვანეთი და თუშეთი ნანახი არ მქონდა…

მეც მიკვირდა , მაგრამ ადრე საშიში იყო, ახლა კი დროის ნაკლებობას განვიცდი (და მგონი არა მხოლოდ მე) …

მაგრამ ეს ყველაფერი ამ ზაფხულამდე. მართალია თუშეთი ჯერ კიდევ სანახავი მრჩება, მაგრამ მესტიას მაინც ვნახავ….

1zx9pxi

დანარჩენ სვანეთს კი ჩაქროლებით შევათვალიერებ და დავდებ პირობას რომ კიდევ ავალ იქ და საფუძვლიანად დავათვალიერებ.

რა მაგარია , მკაცრი ბუნება, მკაცრი ხალხი და მუსიკის (ფოლკლორის) ფესტივალი

კარავი და უამრავი ხალხი…

ღმერთმანი მიუხედავად ცხელი და ქალაქში გატარებული ზაფხულისა , მისი დასასრული მაინც გენიალური იქნება…

საუკეთესო….

სვანეთში მივდივარ და სასწაული ემოციებით დატვირთული დავბრუნდები ….

მესტიაში შევხვდებით…

11378133_95d99ffa1214149068_m

ხვალ უნდა მოვამზადო ყველა საჭირო რამ, უფრო ზუსტად კი ფოტო აპარატი, საძილე ტომარა, რამოდენიმე ჩასაცმელი და მგონი მორჩა, მეტი არცაა საჭირო…

21ში უთენია გავდივართ ♥♥♥♥

Post a Comment

4 Comments

  1. მეც მინდა :(

    და რა საშინლად მიტვირთულ-მოტვირთული დღეები მაქვს.


    შენ იცი, გუდ ლაქ, ბევრი სურათები გადაიღე და ფბ-ზე მაინც დავათვალიერებ :დ

    ReplyDelete
  2. აუ აუ აუ რა მაგარია, ჩემი სვანური სისხლის ნახევარი ადუღდა ამ პოსრის მერე :)))
    ძალიან მინდა სვანეთში და სერთოდ ვგიჟდები მაგ მხარეზე და ხალხზე, არა იმიტომ რომ ნახევრად სვანი ვარ, უბრალოდ რაღაც დადებითად ვარ განწყობილი <3

    ReplyDelete
  3. კარგია, ცოტას მაინც დაისვენებ, თან იქ სულ სხვა ჰაერია-ო, ამბობენ.. :)


    მეც მინდა სადმე თუნდაც, ორი დღიტ გახეტება, თორემ კომპიუტერს ვერ ავედღლიზე ამ გორშიც, თან ისე ცხელა.. :|


    მოკლედ, ისევ დაღლილი დავბრუნდები თბილისში..

    ReplyDelete
  4. auuu,mindaaaa
    ra ulamazesi suatebiaaa
    minda emca manda da me viko traki tu ar cavide!

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!