ვენაში შეშვებული სიკვდილი…

ჩემს ქალაქში ვიღაცა დღიურის ფურცლებს ფანტავდა.

….ფანტავდა გამიზნულად თუ შემთხვევით არ ვიცი , მაგრამ რამდენიმე დღის წინ , ღამის სეირნობისას ფეხი უცნაურ ხელწერილს დავადგი.

არ მჩვევია მიწიდან ფურცლების კრეფა ,თუმცა ისინი ბევრი იყო და თან ხელწერაც ძალიან შთამბეჭდავი ჩანდა.  

ქალაქის ცენტრალურ უბანში სკვერები არც ისე ბევრია, ხოლო სკამებიანი და მწირი გამწვანებით შემოსილი ადგილი კი შიგადაშიგ არის გამორეული, ხოდა მეც  ვიპოვნე ერთი ასეთი და ლამპიონის ქვეშ ჩამოვჯექი.

ფურცლებზე ვიღაცის ისტორია იყო მოთხრობილი თუმცა შუიდან ან უფრო სწორია დასასრულისკენ უფრო, ბევრი რომ არ ვილაპარაკო მოდით გაგიზიარებთ:

13 ივნისი

კლინიკიდან გამოვედი. ორი დღეა გადაუღებლად წვიმს. მშობლები სარეაბილიტაციო ცენტრთან  მელოდებოდნენ მანქანით. ჩავჯექი , მაგრამ ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, სთქმელიც არ გვქონდა.

სახლში დაბრუნების ძალიან მეშინია, კლინიკაში თავის შეკავება ადვილი იყო, გარეთ კი არ ვიცი რა იქნება.

15 აგვისტო

ორი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ”დოზა” არ მიმიღია.სავლე რომ არა ამდენსაც ვერ გავძლებდი. სახლში ყოფნა ჩემთვის აუტანელია, მშობლების თვალებში ვხედავ შიშს,სასოწარკვეთას და ზიზღსაც კი. ამის ატანა ჩემთვის შეუძებელია.

რა იციან მათ რა არის შოვნა იმისა რაც მათავისუფლებს ამქვეყნიურობისაგან, რაც სხვა სამყაროში მისვრის, შემდეგ ამის მიღება და სიმსუბუქის შეგრძნება. ეს რაღაც სხვა სამყაროს შეცნობის ტოლფასია.

ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ სიზმრებში მევლინება.

17 აგვისტო

გუშინ ღამე დედამ მიპოვნა სამზარეულოში. დამინახა და მიხვდა რომ ჩემს თავშეკავებას წერტილი დაესვა. დაურეკა სავლეს,რა უთხრა არ ვიცი თუმცა ის 20 წუთში ჩვენს სამზარეულოში გაჩნდა და კატეგორიულად მითხრა , რომ ხვალ დილით ერთად მივდიოდით მის ქალაქაგერთ მდგომ აგარაკზე და რომ თავს არ დამანებებდა.

The_Drugs_Don__t_Work__by_lorelix04

29 აგვისტო

აგარაკიდან გუშინ გამოქცეული სავლემ დღეს მიპოვნა. მისთვის არ იყო რთული იმის მიხვედრა თუ სად უნდა მოვეძებნე. ზუსტად იცოდა რომ ქალაქის ამ უბანში ზუსტად ის ნაცნობები მყავდა რომლებთანაც საჭირო რეცეპტისა და ”ნივთიერების” პოვნა არ გამიჭირდებოდა.  კახის კარებზე მოაკაკუნა პირდაპირ , ასე რომ დიდხანს არც მოუწია ჩემიმა ძებნამ.

შემოვიდა თუ არა გვერდით მომიჯდა, შემაჯანჯღარა და ისეთი სიტყვები მითხრა რომლის გაგონებასაც არასოდეს არ ველოდი.

კახიმ მას უპრობლემოდ დაუთმო ერთი ”ზახოდი” , თუმცა ორჯერ მეტი გამოართვა ვიდრე მე ვუხდიდი.

იმ წუთას მეგონა რომ სავლე ახლა მაინც გაიგებდა რა იყო თავისუფლება, სიამოვნება და აღმაფრენა და რომ ჩვენ არასოდეს გვექნებოდა ამის მერე უთანხმოება, მეგონა რომ ის უკვე მთლიანად ჩემთან იყო, ჩემიანი იყო და მასზე ძვირფასი აღარავინ მეყოლებოდა – მშობლებიც კი.

31 აგვისტო

ღმერთო რატომ დაუშვი ასეთი რაღაც ? რატომ არ შევუშალე ამ ყველაფერს ხელი?

სავლე ჩემი პატარა და საყვარელი ადამიანი, ჩემი მონათესავე სული და ერთადერთი ვისი იმედიც მქონდა საერთოდ ცხოვრებაში…

რატომ არ შევუშალე იმ საღამოს ხელი ? მე ხომ თვითმკვლელობის თანამონაწილე გავხდი? არათუ მონაწილე, ამ ყვლაფრის მიზეზიც კი ….

რატომ არ ვეცი კახის ყელში როდესაც დაუფიქრებლად მისცა სავლეს წამალი?

It__s_my_life__by_GFXPunkსავლეს გულმა იმ საღამოს ფეთქვა შეწყვიტა, ის შეეწირა ჩემს ახირებას, შეეწირა ჩემს ეგოიზმს…

ჩემი პატარა საყვარელი ბიჭი…

ხვალ ისევ მივდივარ სარეაბილიტაციო ცენტრში… მე ვეღარ დავუშვებ იმას რომ სხვებმაც ასე უაზროდ დაკარგონ თავი და საყვარელი ადამიანები….

მე უნდა ვიპოვნო ძალა ჩემში და დავანებო ამ ყველაფერს თავი.

დედა შემპირდა რომ გამოვალ აუცილებლად დამეხმარება იმაში , რომ  ცენტრში დავიწყო მუშაობა და ჩემი ისტორია სხვებს მოვუყვე.

ჩემი ცხოვრება დამთავრდა, მოსიარულე მკვდარი ვარ. მე ვარ დასტური იმისა თუ რა შეიძლება მოიტანოს გაუცნობიერებელმა საქციელმა, ილუზიებმა და ნარკოტიკის მოხმარებამ.

მე არ დავუშვებ იმას რომ სხვებმაც გაიმეორონ ასეთი შეცდომა!

ნუ გამოიყენებთ ნარკოტიკს!! იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით!

ცხოვრება ფხიზელი თვალით ბევრად უფრო მშვენიერია!

ასეთი ისტორიები ჩვენს ქალაქში ძალიან ბევრია! დაფიქრდით სანამ რაღაც ასეთ სისულელეს ჩაიდენთ. დაფიქრდით არა მხოლოდ საკუთარ თავზე არამედ გარშემომყოფებზეც, ისინი ხომ თქვენს გამო შეიძლება დაიღუპონ!!

OLYMPUS DIGITAL CAMERA

Post a Comment

4 Comments

  1. ამ ბოლო დროს მოწყენილი ჩანხარ :შ

    ReplyDelete
  2. Clown - ara ras ambob : ) ubralod muzebi damibrundnen ^_^ isini ki egzom ucnauri gancyobit mavseben ♥

    ReplyDelete
  3. @ლილიან
    ეგ კარგია ^_^


    მე ცოტა ხანი გამეპარნენ :D


    <3

    ReplyDelete
  4. ragac unda damewera da damaviwyda :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!