ინ – valid – ია ჩვენი საზოგადოება?

მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირდა მაგრამ ულამაზეს ლექსებს წერდა…

მის გვერდზე მჯდომს მეტყველების შეფერხება ჰქონდა, მაგრამ ნაწარმოებები რომლებსაც ის ქმნიდა კონსერვატორიას აზანზარებდა…

მის უკან , ერთი შეხედვით უცნაური გამომეტყველების ბიჭი მღეროდა, მღეროდა ღვთაებრივი ხმით, ხმით რომელიც სულში ატანდა და სამუდამოდ რჩებოდა ნებისმიერ ჩვენთანგანში…

კედელთან გოგონაც იდგა, იდგა და ბოლთას სცემდა. მისი მოძრაობები უხეში და ტლანქი ჩანდა, მაგრამ ეს მხოლოდ მანამდე სანამ ფლეიტას აიღებდა ხელში… შემდეგ კი … შემდეგ ეს შთაბეჭდილება ფლეიტის ჰანგებში ელვისებურად ქრებოდა….

დიახ მათი მოძრაობები, შესახედაობა, საუბარიც კი უცნაური იყო, ცოტა განსხვავებულიც კი , მაგრამ ერთი შესაძლებლობის არ არსებობას მეორე მაგრამ ერთი ორრად უფრო ძლიერი, წარმოუდგენლად განსხვავებული და ღვთაებრივი ანაცვლებდა…

Free_spaces_by_Mart1_Freak

ვერავინ ვერასოდეს იტყოდა მათზე რომ ესენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე ახალგაზრდები იყვნენ…

ვერავინ ვერ წარმოიდგენდა თუ მათ რაიმე არ შეეძლოთ…

ეს იყვნენ ადამიანები რომლებსაც ღვთისგან მომადლებული ისეთი ნიჭი ჰქონდათ, რომ ყველა დანარჩენს შეიძლება მთელი ცხოვრების წვალებითაც კი მათ დონემდე ვერ მიეღწიათ….

იცით როგორ გრძნობენ? ჩვეულებრივად

როგორ განიცდიან? ჩვეულებრივად

როგორ სტკივათ? ისევ ჩვეულებრივად

***

მაშინ რატომ ვერ ვიღებთ მათ ასევე ჩვეულებრივად?

რატომ ვუფრთხით და ვერიდებით?

რატომ გავურბივართ მათთან ურთიერთობას და კონტაქტს?

რატომ ვუყურებთ ალმაცერად?

რატომ გვგონია ისინი სხვა საზოგადოების წევრები?

რატომ არ გვზრდიან წესიერად? რატომ არ გვინერგავენ თანასწორობის შეგრძნებას ბავშვობიდან?

ძალიან ცუდი ტიპები ვართ !!!!

Post a Comment

4 Comments

  1. რატომ? რატომ? რატომ? :(((

    ReplyDelete
  2. ტრანსპორტსა და შენობებში სპეციალური ასასვლელებიც არსადაა. თუ ავტობუსი საგანგებოდ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისთვის არაა განკუთვნილი.

    ReplyDelete
  3. უფ, ის ავტობუსი დღეში ერთხელ დადიოდა და სავსე იყო ჩვეულებრივი მგზავრებით.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!