Friends will be Friends….

პოსტი იქნება ძალიან ემოციური და შეიძლება სახალისოც კი :)
მინდა მოგიყვეთ 4 მდედრზე რომლებიც როგორც აღმოჩნდა ძალიან მიყვარან !!!. მიყვარან თავისი ბზიკებით , მარაზმებით და დურაკობებით . ეს 4 მდედრი ძალიან საყვარლია. ერთი მათგანი 13 წელია მიყვარს , ხოლო დანარჩენი 3 სულ რაღაც 5 წელია, მაგრამ მათი გამორჩევა ძალიან რთულია.
კი ხდება ისე რომ ზოგჯერ მე ვუშლი მათ ნერვებს, ხოგჯერ ისინი… რა თქმა უნდა ისეც ხდება , რომ ყველა ერთმანეთს ვაღიზიანებთ და მერე ერთმანეთისგან განტვირთვას ვსაჭიროებთ, მაგრამ პოსტის თემა ეგ არ იქნება.
ამ პოსტში მე მინდა ცალ ცალკე გამოვყო თითოეული მათგანი , თავისი “ქიშმიშებით” და “ზაიობებით”, დავახასიათო და მოგიყვეთ რა არის მასში ესოდენ განსაკუთრებული. (თუ ამ პოსტის მერე არ გამოვჩნდი ერთი კვირა - მეძებეთ!)
დავიწყოთ ბლოგერებისთვის ნაცნობი ადამიანით.
მისი ვარდისფირზმი გაცნობის დღიდან მაოგნებს, ნებისმიერი მისი მოსაზრება იმდენად “დაშაქრული” და მსუყეა, ზოგჯერ მაგიჟებს. ძალიან მოუწესრიგებელია (მამენტ ეს ყველა ჩვენგანს გვახასიათებს მარა ამას განსაკუთრებით) რომ მის სამყაროში ცნება დრო და საათი საერთოდ არ არსებობს , ან თუ არსებობს ინსტრუქცია საერთოდაც არ მოყვება. მისი სასიყვარულო ისტორიები (ახალგაზრდობაში) მეგობრების წრეში ყველაზე დიდი ვნებათაღელვის გამომწვევი მოვლენა იყო. ეს გოგო რაღაც ენით აუწერლად ახერხებს ადამიანის მოლბობას და აჩუყებას.
რაც გავიცანი მას შედეგ მასში არ შეცვლილა : ის რომ მოსწონს მუცლის ცეკვა, უყვარს ვარდისფერი, ყველგან აგვიანებს და ყველაფერი ისევ მალე ბეზრდება.
Sweet -
შემდეგი მეგობარი ეს არის ადამიანი ცივი გონება, საღი აზრი, ქალი კრიტიკა და ცინიზმი.
ადამიანი რომელიც ყოველთვის (ნუ თითქმის, თუ საუბარი რამოდენიმე პიკანტურ საკითხს არ ეხება) ინარჩუნებს ცივ და საღ აზროვნების უნარს, არის უემოციოდ და განსჯის მატემატიკური სიზუსტით.
მისი არგუმენტები ყოველთვის ქვას ხეთქავს, მის თვალში ადამიანების უმეტესობა განუვითარებელია, მეორე ნახევარი განსავითარებელი და მესამე ნახევარი მისი მეგობრები ან ახლობლები არიან :))) ის თითქმის ყოველთვის სვავს ჩემტან ერთად (ნუ ან მორიგეობით) , ბოლო დროის გარდა რაც გადაწყვიტა რომ “ბელაია “ უახლოვდება .
იმისთვის რომ მან თავი კარგად იგრძნოს აუცილებელია იყოს სიგარეტი, ფული და …… (ამ დეტალს არ განვავრცობ მაინც რა ვიც რა ხდება)


ლოლიტა -
მესამე მეგობარი რომელიც ასევე 5 წლიანი სიყვარულია არის მშვიდი, საყვარელი, კეთილი , გემრიელლოყება და ფეხებზემკიდია.
ის ისეთი ინერტულია რომ დასახასიათებლად არც კი ვიცი რა დავწერო. მან იცის რა უნდა, მაგრამ არასოდეს დგავს რაიმე კარდინალურ ნაბიჯს ცხოვრების შესაცვლელად. ის ებრძვის “უსამართლობას” ოჯახში პრინციპით – დავიკიდებთ მოგვეშვება(იან), არ მოგვეშვება(იან) და მაინც გვკიდია :))) ამ ადამიანმა ყოველთვის იცის როგორი მამრი უნდა იყოს მის გვერდით – რა თქმა უნდა მანქანიანი (მერე რა რომ ახლა მასაც ყავს მანქნა)

გვანცა -
და ბოლოს ჩემი 13 წლიანი სიყვარული რომელზეც უკვე არაერთი პოსტი გავაკეთე. ადამიანი რომელიც ძალიან მგავს მე, თუმცა არა, ჩვენს შორის არის რიგი განსხვავებებისა რაც გენიალურია. ადამიანი, რომელიც ზუსტად ვიცი, რომელმაც ზუსტად მე-იცის. ადამიანი რომელთან ერთადაც ყველას ვეცნობოდით როგორც ტყუპები.
ეს არის მეგობარი რომელთან ერთადაც გადატანილი მაქვს ბავშვობის უტკბილესი მარაზმები. ეს არის მეგობარი რომელმაც არ იცის რა უნდა , მაგრამ არაუშავს მოიფიქრებს სად ეჩქარება :))))


ბაკო -
ჩვენი ერთად ყოფნა ფრიად სახალისო და მოულოდნელობებით სავსეა ხოლმე. მაგალითად პირველად რომ ლოლიტასთან წავედით ბათუმში მივდიოდით მატარებლით, მარომ გზის რაღაც ნაწილში ძალიან დიდი ინტერესით იკითხა “სად ვართ”-ო , გვანცამ კი არც აცია, არც აცხელა და აჯახა “ ჭალაში”- ო (რეალურად მართლა სადღაც ყანებში მიდიოდა მატარებელი.)
იყო ისეთი მომენტი როდესაც ისევ ბათუმში მე , ლოლა და ბაკო ერთად ვიჯექით სააბაზანოში. ლოლა ფეხებს იხეხავდა, ბაკო არწყევდა, მე კიდევ ერთს ვართობდი მეორეს ვუვლიდი. იყო მომენტი როდესაც ერთ ერთი ხვდებოდა ბიჭს დანარჩენებდი მის დაბრუნებამდე ვარჩევდით, განვიხილავდით და ვბჭობდით მოვლენების განვითარებაზე. ლოლასთან , სვითისთან და გვანცასთან ერთად უამრავი წიგნიანი და უძილო (ან ნახევრად მძინარე) ღამეები მაქვს გატარებული.
აი ასეთები არიან ჩემი მეგობრები და ურთიერთობა მათთან!!!

GIRLS I LOVE YOU!!

GIRLZ U RULE!!

Post a Comment

9 Comments

  1. Anonymous2:28 PM

    ra kargad ici xolme aseti postebi, adrec ro dawere sweetystan ro iyavit, sul guli michuydeba da chemianebi menatrebian blin :(
    ra kargebi xart :*
    sul ertad iyavit da bevri wlebis merec aseti postebi dawere ogond ragac cvlilebebit :D :*

    ReplyDelete
  2. კარგია როცა ამდენი მეგობარი გყავს :)
    თან რა საინტერესოა , სხვადასხვა ხასითის ხალხი ჩანს :)

    ReplyDelete
  3. tom sxvadasxva ar qvia magas. araferi saerto ar gvaqvs mgoni :D

    ReplyDelete
  4. ეგ უფრო მაგარია, სხვადასხვა ხასიათების რომ ხართ, ავსებთ ერთმანეთს.
    კრუტა :)

    ReplyDelete
  5. I love you ძეტკა

    ReplyDelete
  6. wow, მაგარი პოსტია.
    და კარგი დახასიათებები. :)

    ReplyDelete
  7. me sul ar giyvarvar xo ? :(((

    p.s. mikvars shenshi is, rom megobroba giyvars. mag sheni 4 megobridan lolita miyvars Zalian da saocrad vafaseb. bako dzalian sayvarelia da ragac dadebiti mogonebebi maqvs mag admaianze. sweetys kargad ar vicnob, magram xshirad maocebs, ver gavige jer rogoria. gvancas ar vicnob.

    shen udzaaaaaaalianesad miyvarxaaar <3 <3 <3
    agfrtovanebuli var cxovrebis sheneburi xedvit, dakvirvebebit da daskvnebit.

    ReplyDelete
  8. Anonymous2:30 PM

    ძაან საყვარლები ხართ ყველანი : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!