Tbilisi Open Air – როგორ იყო ყველაფერი….

1fმოკლედ მოგეხსენებათ Tbilisi Open Air - ფესტი დაიწყო პარასკევს შარდენზე, თუმცა რადგან იმ საღამოს ვერ დავტკბი სანახობით , გეგმები შაბათ კვირაზე გადავაწყვე.

შაბათს 5 საათისთვის  უკვე იპოდრომზე გახლდით  , ხალხი უკვე საკმაოზე ბევრი მომეჩვენა, თუმცა ნაკადი არ წყდებოდა. ძალიან სხვადასხვანაირი ადამიანები იკრიბებობდნენ. შიგნითაც რომ შევედი ნორმალურად გამოიყურებოდა ტერიტორია.
მოკლედ საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა რომ მომეწონა, თუმცა იყო მინუსებიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერ დავინახოთ +ები.
2f
რა იყო კარგი:
  • დიდი ტერიტორია ღია ცის ქვეშ
  • მეტ-ნაკლებად კარგი მუსიკა ( კი გემოვნების ამბავია, მაგრამ მაინც)
  • ცოტა ჩხუბები და “მარდაბოი” (ნუ მე სულ 3 შევნიშე 2 დღის განმავლობაში და იმათაც ეგრევე პატრული დააცხრათ თავზე)
  • ფასები ჭამა – სმის კარვებში არ იყო გულისგასახეთქი
  • ხმა შაბათის მერე ფრიად გამოასწორეს და კვირას უკვე საკმარის დისტანციაზე ისმოდა
  • ყველა კატეგორიის ადამიანს უსწორდებოდა მეტნაკლებად
3f
რა იყო ცუდი:
  • ის რომ შაბათს შუადღესვე მინდორი ნაგვის ყუთს გავდა იმის გამო, რომ დებილებმა არ დადგეს ნაგვის ურნები
  • ის რომ ცუდად აკონტროლებდნენ პერიმეტრს და ვისაც რამდენი და როგორი სასმელი უსწორდებოდა შემოპარვით შემოჰქონდა
  • ბიოტუალეტების სიმცირე და ანტისანიტარია (მარა როცა ფრიად გეფსია გეზარება შორ მანძილებზე ბუჩქების ძებნა სადაც შესაძლოა ვიღაც მოჟიმავე სასტავსაც კი მიაფსა)
  • უცნაური განათება და ისიც რა პრინციპით განაწილებული კაცმა არ იცის :)
ნუ ასეთია ჩემი დაკვირვებით გაკეთებული დასკვნები, საბოლოო ჯამში ვიტყვი ისევ, რომ “დლია პერვავა რაზა იმ უდალოს სძელაწ ჩტოტა პრიატნოე ი დაჟე კლიოვოე”.
მე ორივე დღეს ფრიად არაფხიზელი გახლდით, თუმცა ყველა და ყველაფერი მახსოვს (ნუ ასე მგონია სანამ უცებ რამეს არ გამახსენებს ვინმე) გავერთე, ვისიამოვნე და ზოგადად ასეთი ბარდაგობით კმაყოფილი დავრჩი.
პ.ს ჩემი ფოტოები აღებულია ნატოშასგან და თინისგან
სულ არ ვარ მთვრალი


საკმაოდ ფხიზელი ვარ თუმცა ამ ფოტოზე მაგას ვერ იტყვი :)










აქაც იგივე შემიძლია დავწერო, ჯანდაბა რა მჭირდა იმ დილაუთენია :)









ესეთი გვირგვინი გვირილებისგან ორივე დღეს მქონდა, პირველ დღეს ლოლამ მთხოვა მეორე დღეს პოლსკამ , ხოდა ორივეჯერ საღამოსთვის უკვე აღარც გვირგვინი იყო და არც სამეფო :)))))

Post a Comment

1 Comments

  1. ესე იგი ვერ იკაიფა ხალხმა მაგ ფანფესტზე?

    ტელევიზორში მოვკარი თვალი სტეფანე და 3გ – ს და საერთოდ არ მომეწონა, რავი მე ასე ვფიქრობ

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!