ის რაც ძალიან იშვიათად მემართება…და როცა მემართება მაშინ კი…

 

სულ რამოდენიმე წუთია მოვრჩი ტელევიზორის ყურებას, ამ საქმიანობით საღამოს 10 საათიდან ვარ დაკავებული და 4 სრული საათი ამოუსუნთქავად ვიჯექი.

რა მოხდა? ალბათ დაგაინტერესათ, რ2-ზე იყო პაატა ბურჭულაძის ფონდ ”იავნანას” იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი….

რატომ ვუყურე? ჰმ კარგი კითხვაა, უბრალოდ შემოვედი სახლში ვნახე ბებია, რომელმაც დამიწყო რაღაცეების მოყოლა, მერე კითხვების დასმა. ჩამოვჯექი დივანზე, კონცერტის დაწყებიდან 15 წუთში მოვკალათდი, ხოლო 40 წუთში გულიანად ვიყავი ჩაფლული მასში და არც გავნძრეულვარ მერე….

მავსებს სხვადასხვა ემოციები და ვეცდები ნორმალურად ჩამოვაყალიბო, ღრმად ჩაისუნთქეთ ვგონებ პოსტი საკმაოდ გრძელი გამოვა  …

პირველ რიგში გეტყვით რა ხდებოდა ამ კონცერტზე, იყო პირდაპირი ეთერი, სადაც მიდიოდა მობილურებიდან ზარების საშუალებით თანხის შეწირვა, ზარი = 1 ლარს, ასევე იყვნენ ქართველი ვარსკვლავები და სხვადასხვა ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები. ყველას თავისი წვლილი შეჰქონდა სამი, 7 შვილიანი ოჯახის დახმარებისათვის.

ამ ოჯახებს არ ჰქონდათ სახლი-კარი , საჭმელი და  სასმელი… ამ ოჯახებიდან შვილების ნახევარი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში იყო შეკედლებული და მიბარებული მშობლის მიერ , მეორე ნახევარი სასწაულ ადგილებში ცხოვრობდა, რომელიმე მშობელთან ერთად….

ხოდა რა ხდება, ახლა აი პირველ რიგში ნამდვილად არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ რატომ!!! რატომ აჩენენ ბავშვებს მაშინ, როდესაც არ აქვთ თავზე ჭერი, არ აქვთ საკვები, არ აქვთ სითბო და მყუდროება? რატომ უნდა გააკეთო (ნუ აქედან იწყება ხო) და გააჩინო 7 შვილი (ამ დროს ყველზე პატარა ჯერ ჩვილია) თუ არ შეგიძლია მათ მისცე საცხოვრებელი პირობები მაინც…. ხო შენი შვილები არიან და რატომ წირავ მათ უპატრონო ბავშვთა სახლში ცხოვრებისათვის….

მაგრამ მეორეს მხრივ რაღაცნაირად მესმის კიდეც….თუმცა ბოლომდე მაინც არა…

მე მესმის ისიც რომ ამ საქველმოქმედო აქციაში ყველა უანგაროდ არ დებს თავის წვლილს, მაგრამ რაც მთავარია ხომ დებს? მიზანი ამართლებს საშუალებას…. საკუთარი თავის დასარეკლამებლად თუ გამოსაჩენად , ან უბრალოდ სათქმელად , მაგრამ მაინც ფირმები და ცნობილი ადამიანები რაღაცას აკეთებენ….

მე ვამაყობ , რეალურად ყველანაირი გაზვიადების გარეშე იმ რამოდენიმე ადამიანით ვინც იქ მიქანდა კონცერტის მსვლელობის დროს და აი ასე უბრალოდ აიღო საკუთარი დანაზოგი და ამ ბავშვებისათვის დასახმარებლად გაიღო, ისინი ხომ არც თავს ირეკლამებდნენ და არც მათ საქმეს ადგება რეალურად არანაირიად, თუ არ ცხადდება კონკრეტული ორგანიზაციის სახელი…. მათ უბრალოდ იგრძნეს და გააკეთეს….

მე მახსოვს , კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში (თუმცა უკვე აზროვნების უნარი რომ მომეცა მას მერე) დედაჩემმა რამოდენიმეჯერ მოავლო ხელი ყველა ჩემს და ჩემი ძმის სათამაშოებს, ჩაყარა დიდ ტომარაში და ჩვენ ის მზურნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლში წავიღეთ. თქვენ არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ახლაც რომ მახსენდება უსასრულოდ მავსებს სიამაყე (დიახ სიამაყე, რომ დედაჩემმა ეს გააკეთა  მაშინ, თავის დროზე და ადრეულ ასაკში გამაგებინა რა გრძ§ობაა ეს) და არა მარტო სიამაყე, ეს იყო ენით აღუწერელი შეგრძნება რომ შენ შენს საყვარელ რაღაცას აძლევ მათ ვისაც ეს არც არასოდეს ჰქონია…

მას მერე მე კიდევ ძალიან ბევრჯერ მივიღე მსგავს აქციაში (თუ რავიც აქტივობა თუ რაც არ უნდა დავარქვათ) მონაწილეობა და დღემდე ვცდილობ გავაგრძელო ასევე. ეს იყო ახალგაზრდულ პარლამენტთან ერთად, თუ უბრალოდ ჩემი ნაცნობების წრეში, სასწავლებელში თუ სხვადასხვა კლუბში. შეიძლება მე ვერასოდეს ვახდენდი ამის ორგანიზებას , მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი რომ გამეღო რაიმე თუნდაც სულ მინიმალური, მაგრამ ვიღაცისთვის აუცილებელი და სასიცოცხლოდ საჭირო….

დღემდე ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ისევ ის, ბავშვობიდან მოყოლებული გრძნობა მავსებს, მავსებს და მაგიჟებს…..

ბავშვობიდან ვიცი რომ მინდა ფული, მაგრამ მე ფული მხოლოდ  საკუთარი სიამოვნებისათვის კი არ მინდა (არ ვაჭარბებ არც ერთ სიტყვას მე ძალიან დიდი ხანი ეს ვიცი და ვფიქრობ) მინდა იმდენი, რომ ვასიამოვნო და შევძლო დავეხმარო სხვებს…შეიძლება ყველას ვერა , არათუ ყველას ძალიან ცოტასაც კი, მეტად თუ ნაკლებად შეძლებულებს, შეგნებულებს თუ შეუგნებლებს…. არ აქვს ამას მნიშვნელობა , უბრალოდ მათ ვისაც შემიძლია დავეხმარო და ვასიამოვნო, ვაჩუქო სულ ცოტა ჩემთვის მაგრამ შეიძლება ყველაფერი მათთვის….

კონცერტის განმავლობაში რამოდენიმე სიმღერის დროს თავი ძლივს შევიკავე, მინდოდა მეღნავლა, მეღნავლა იმის გამო რომ ასეთი რაღაცეები ძალიან იშვიათად ხდება, მერე რა რომ შეიძლება ის მრავალშვილიანი ოჯახები სულელები არიან , რომ მის შვილებს სწირავენ, მერე რა რომ ვიღაც დამპალ ქალს მისი შვილი ისე შემთხვევით შემოეკეთა და მერე საერთოდ მოუკითხავად მიაგდო აღმზრდელების იმედად, მერე რა რომ ძალიან ბევრი მერე რა არის ამ ყველაფერში….

ეს ყველაფერი უკვე არის და როდესაც გაქვს მინიმალური შანს დახმარების უნდა გააკეთო, მათ ჩვენ ვეღარ შევცვლით ვინც ეს ბავშვები გააკეთა და მიატოვა, ან გააკეთა მაგრამ ვერ უვლის, შევცვალოთ ბავშვები და მერე აღარ გვექნება სათქმელად რა თაობა მოდის ან როგორ ვდეგრადირებთ მთელი ერი….

მოკლედ შეიძლება ეს მონოლოგი ზედმეტად ემოციურია და სულაც არ გაინტერესებდათ უბრალოდ ეს იყო ჩემი ამ ჟამინდელი ემოცია, ემოცია იმდენად მძაფრი რომ მზად ვარ ისევ დავიღვარო ცრემლებად, ისევ ამიჩუყდეს გული და ისევ ასეთი ემოციით და გრძნობებით მოგიყვეთ ყველაფერი თავიდან და ასე დაუსრულებლად!!!

გააკეთეთ ყველაფერი იმისათვის რომ თქვენს გარშემო სულ ცოტა თქვენმა საყვარელმა ადამიანებმა არაფერში იგრძნონ დანაკლისი, ხოლო თუ თქვენ შეძლებთ და უმწეოებსაც დაეხმარებით ჩათვალეთ რომ თქვენ ცხოვრებაში ადამიანობის უკიდეგანო მწვერვალებს მიაღწიეთ!!

Post a Comment

10 Comments

  1. კარგი პოსტია, თბილი და ადამიანური. ერთხელ მარტყოფის ბავშვთა სახლში ვიყავით მოხალისეები წასული. ბევრი არაფერი, სათამაშოები და ტკბილეულობა ჩავუტანეთ, ბავშვებთან ერთად ვხატავდით, ფოტოებს ვუღებდით, მერე ომობანაც ვითამაშეთ ეზოში. ბედნიერები იყვნენ ცოტა ხნით მაინც.
    ძაან ემოციური პოსტია, ვამაყობ შენით

    ReplyDelete
  2. 1. პროექტი იავნანა ძალიან მომწონს, მაგრამ გუშინ ვერ ვუყურე რადგან არ ვიყავი ამ ემოციების ხასიათძე.

    2. მეც იგივე კითვა გამოჩნდა ბავშვებთან დაკავშირებით. ერთხელ ერთ ადგილას დავწერე კიდეც და დამესივნენ.ვის იმედზე აჩენენ და ღმერთის, მეზობლის, მეგობრის და. ა.შ. არამც და არამც საკუთარი თავის იმედზე.

    3. ანგარება უანგარობა შენი არ იყოს მართლა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ამ ხალხს ეშველოს.

    4. მსგავას აქციებში არასდრო არ მიმიღია მონაწილეობა. ბავშვების დახმარება კი კარგი იდეაა, მაგრამ მაგის გარდა კიდევ უამრავი რამე არსებობს რომლებიც დახმარებას და ხელის შეშველებას საჭიროებს. კარგია რომ არსებობენ ადამიანები რომელიბიც პრიორიტეტებს სხვადასხვა აქციებს ანიჭებენ. ზოგი ბავშვებს ეხმარება, ზოგი კი თეთრ დათვებს.

    ReplyDelete
  3. საინტერესო პოსტია, ცოტა პრაგმატული აზროვნება ბევრჯერ საჭირო კი არა აუცილებელია, პარადოქსია მაგრამ მსოფლიოში ყველაზე დიდი შობადობა სწორედ უღატაკეს ქვეყნებშია. ჩემი აზრით ეს არის დანაშაული საკუთარი შვილების წინაშე, ანუ მრავალშვილიანობის წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა მოვლის და გზაზე დაყენების თავი გაქვს.
    მარტივად რო გავთვალოთ ხარ პეტრე და გაქვს 1000 დოლარი ხელფასი, ამ დროს შეგიძლია ფუფუნებით არა მაგრამ ნორმალურად იცხოვრო შენს ერთ ან ორ შვილთან ერთად, მაგრამ თუ მაინცდამაინც 10 შვილის ყოლა გინდა, რაშიც ცუდი ნამდვილად არაფერია, მაშინ უკაცრავად მაგრამ ჯერ სამსახური შეიცვალე და შემდეგ....

    ReplyDelete
  4. Jokey :*
    Katten - ho prioritetebi yvelas sxvadasxva aqvs me cxovelebis dacvashic mivigebdi monawileobas magram tundac imitom ver vigeb rom ar vic vin aketebs sad da rodis

    alex martali xar 100%

    ReplyDelete
  5. უფასოდ უნდა რიგდებოდეს პრეზერვატივები და კიდე გადაცემები უნდა გადიოდეს იმის პროპაგანდის რომ პრეზერვატივის ხმარება არაა ცუდი პონტი და რომ ეკლესია არ გმობს ამას :user:

    ReplyDelete
  6. Anonymous3:18 PM

    აუ მეც ვუყურე და რამოდენიმეჯერ ცრემლების ყლაპვა მომიწია :|

    აივერსონ + ბევრი მართლაც რომ..

    ReplyDelete
  7. Jenny - რაც არ უნდა არიგო, თვითშეგნება თუ არ შეიჩვალა მაინც არაფერი არ გამოვა. გინდაც ელემენტარული რელიგური შეგნება.

    ReplyDelete
  8. Anonymous11:27 PM

    გეთანხმები ყველაფერში რაც დაწერე!
    როცა ასეთ ბავშვებს ეხმარები ორნაირი გრძნობა გიპყრობს:ბედნიერება და სევდა....
    ერთხელ ვარაზზე ჩავდიოდი და ერთი პატარა ბიჭი შემხვდა 20 თეთრი მომეციო,ჯიბეში მოვიჩხრიკე და ლარიანი მქონდა მარტო ავდექი და მივეცი,ისეთი თვალებით ამომხედა და გამიცინა მთელი ვარაზი ცრემლების ყლაპვით ჩავიარე:(
    სრულიად ბუნებრივია შენი ემოციები:კისს:

    ReplyDelete
  9. Anonymous10:55 PM

    მომწონს ამ ფონდის საქმიანობა, ნდობას იწვევს ეს ადამიანი– ბურჭულაძე და თან მასშტაბური აქციაა – ბინების შეძენა უკვე სერიოზული დახმარებაა..

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!