მამკოდა 04.10.2008

ისევ ოფ-როუდი, საუკეთესო გასვლა....
ალბათ ტქვენ უკვე აღარც კითხულობთ მაგრამ მე მევასება, მოგონებაა :)





თქვენ ხართ ჩემი ბატონები და უკიდეგანოდ დაღლილმა ცოტა ხანია რაც თვალი გავახილე და გთავაზობთ შეძლებისდაგვარად დამახსოვრებულ მიმოხილვას smile.gif

შეკრება საუკეთესო იყო...
ფოთოლა დილიდან უყურებდა ოფროუდერების ერთსულოვნებას... როგორ იყვნენ ჯგუფად შეგრვილები ტეტეს მანქანის გარშემო და ეხმარებოდნენ მას...
შემდეგ ლევანის ახალი ბამპერით იყვნენ აღფრთოვანებულები...

ნუ მოკლედ ბევრი ბუზღუნისა და ლოდინის მერე გავედით ქალაქიდან smile.gif ხოდა მანამდე იმდენი ხანი ვიბოდიალეთ რომ მაომ მოასწრო საყიდლებზე წასვლა და მოსვლა : )

ქალაქიდან გავედით და როგორღაც მოხდა, რომ ყველას მანქანას ჰქონდა რაცია (ბოლო გასვლაში ეგეთი რამე ფანტასტიკის სფეროდან იყო) . ჩვეულებრივ ჰაბების ჩართვა გამორთვის და საბურავების დაშვება - დაბერვის ცერემონიის მერე დავიძარით გაუჩერებლად....
თავიდან ყველას ის გზაც ძალიან ხრიოკი მოეჩვენა და ჩვეული გულისტკივილობებიც გაჩნდა ხომ იცით არა, ”აუ სადაა ტალახი, როგორ კაცო აქაც ასე მშრალია”?

მააგრამ ნურას უკაცრავად....
მშრალი უცებ იქცა სველ სლიპინა და წებოვან მასად, რომელიც ოფროუდერების რკინის რაშებს გამალებით უშლიდა ხელს (და მაინც ყველას ბედნიერი სახე ჰქონდა , არადა კაცო სხვა ადამიანები კი ვერ ხვდებიან, რატომ შეიძლება ჰქონდეს 30 კაცს ბედნიერი სახე მაშინ როცა ვიღაც ორი საკუთარ მანქანას ყელამდე ტალახში ჯალამბარით აბავს, და პრი ეტამ ეს ყველაფერი ვიდეოზე გადაიღო)

ხომდა კაცო დაიწყო პირველი მეტ ნაკლებად საინტერესო ტალახუნა სადაც გადამღები ჯგუფი ხელათ განაწილდა ... თუმცა განაწილებაში და თვალების დაყვლეპაში არც დანარჩენები ჩამოვრჩით....
თუ სწორად მახსოვს აიარა კოტეემ, მერე ტეტემ, მერე 4მრბენმა და მგონი არ მეშლება და ნეო გაეჩხირა .. მოკლედ პირველივე ტალახში მისმა ახალმა შექმნილმა რაშმა გამოცდა მეტად თუ ნაკლებად, კარგად თუ არც ისე, მაგრამ ვგონებ ჩააბარა....



ჩვენ გზაში კიდევ ბევრგან გავჩერდით , იქ სადაც პატარ პატარა ტალახებში ან ნეო იყო გაჩხერილი ან ძოხო ახერხებდა სასწაულს - ნა სამომ როვნომ მესწე, ან ვეშაპო ცდილობდა დაუძლეველი ბუგორის გადავლას და ამ ბუგორზე შერჩენილს გელა ექაჩებოდა... ნუ მოკლედ ცოტა ცოტას ყველა ერთობოდა ტალახის ზელით მისთვის მოყუჩებულად (მოყუჩებულად მანამ სანამ დახმარების მოსახმობად არ ამოიღნავლებდნენ გაჭედილები biggrin.gif )


შემდეგი იყო (როგორც მერე თქვეს აი ბერკეტამ რომ იბუღრავა და სასწაულები ქნაო) მაძუნგალი ტალახი, რომელიც იყო კალიაში თუ რაღაც, თანაც მარცხენა მხარეს მიქონდა მანქანა თუ, ნუ, აუჰ...

პირველი კოტე მიდიოდა და გმირულად გაეჭედა, მერე აჯალამბრდა და ავიდა : ) მერე 4მრბენმა სცადა მარა აჰ რად გინდა არ გამოუვიდა (კაცო ეს ტალახები , რა საძაგლები არიან, მანქანა სულ შემთხვევით უცურდება ხან საით ხან საით თორე მისი ბრალი კი არააsmile.gif )
შემდეგ მგონია რომ გუგსი იყო , ასევე ტყუილად, თუმცა მიისი შტურმანი კი ბობოქრობდა მე რომ ვუთხარი ისე გაველო და გაივლიდაო , მაგრამ ფაქტია ჩახტა და ჩარჩა...
ჩახტა და ჩარჩა ჩაატარა ძოხომაც, ისევე როგორც ლევანმა და ვეშაპომ...



ლევანმა დიდი ხანი აღმუილა წითელი ეშმაკი მარა ააფრინე ალალიო და ვერაჰ...
დანარჩენმა მანქანებმა კი შესაშური კოპწიაობით გვერდი აუარეს ტალახს : )




ამის შემდეგ სულ ცოტა ვიარეთ , დიდი ძებნაც კი არ დაგვჭირვებია და დაიწყო, დაიწყო საუკეთესო ტრასა ტალახის აბაზანებისათვის, გინდა შტრურმან მძღოებისათვის და გინდაც ჩემნაირი მაყურებელი პასაჟირისათვის.....

პატარ პატარა წინააღმდეგობების მერე კოტემ იპოვაა ძააალიან დიდი ლაფი (კოტემ მანამდეც იპოვა დიდი ჭაობ-ტალახი და შეძვრა შიგნით, შეძვრა და ტალახმა სამაგიერო გადაუხადადა და წყალი შეუჟონაsmile.gif ) , ხოდა როგორც მოგეხსენებათ , მეთოდით წინ უკან სანამ შეგიძლია და სიჩქარების გადასართველად ძალა გეყოფა-თი თხარა და რა თხარა , ნუ მე იქ არ მახსოვს პირველი მანქანები როგორ ამოვიდნენ თუმცა ძაალიან დიდ ხანს კი იბუღრავეს ეს ფაქტია, იმიტომ რომ მე ტალახით გვარიანი წუწაობა მოვახერხე და ბოლოს გათხრილზე , მას მერე რაც გუგსმა ერთი გაღმუვლებით გაიარა (გაევლო რა ნეტა მანამდე ძოხოს უF ) მეტანიებიც გავაკეთე smile.gif




ამის მერე დავსხედით და გემრიელად წავილუკმაპურეთ ტალახიანი ხელ ფეხ ცხვირით (ისე ამ გასვლის შემდეგ მე მჯერა რომ ყველა კანალიზაცია გაიჭედებოდა, არადა ისეთი კაი სანახავი იყო ყველა უკლებლივ...)

შემდეგ კი ძალიან მოუთმენლად გავაგრძელეთ გზა , მოგეხსენებათ ჩვენ დიიდ ხანს მივდიოდით მოკლე მანძილს და უკვე ღამეც მოდიოდა ნელა ნელა....
მააგრამ არა დღეს მაინც არ იყო კაი დღე რადგან მაშინ როდესაც კოტე წავიდა გზის დასაზვერად ჩავარდა, ლევანი წავიდა დასახმარებლად, ამ დროს ძოხო ჩახთა სადღაც , აი სასწაულში, ვეშაპომ მისთვის გვერდის ავლა მოინდომა , ისიც ჩარჩა, დანარჩენები სადღაც გაქრნენ , ნუ მოკლედ სასწაული კატავასია იყო იმ მომენტში სასტავში, მაგრამ ლევანმა კოტეს ამოყვანის მერე ამოიყვანა ძოხო რომელმაც ამოიყვანა ვეშაპო (სუფთა რწყილი ჭიანჭველას ზღაპარია რა : D მარა XXI საუკუნეში)

ამის მერე რაღაც ძალიან უცნაურად დავიძარით უკან ... ნაწილი გაქრა მეორე ნაწილი სადღაც წინ გაეჩხირა დე მესამე ბოლო ნაწილში მოვდიოდით კოტე , ვეშაპო, პოლიკნინიკა და ძოხო.

ხოდა თქვენ ხართ ჩემი ბატონი და იმ რაღაცამ რომ გადააგორგლა მთელი ეს ტალახი ახლებურად, გზა ფანტასტიურად აზელილი დაგხვდა და მოგვიწია გავლილი გზის ისე გავლა თითქოს ცოტა ხნის უკან იქ საერთოდაც არ ვიყავით....
შემდეგ კი ხან ძოხო ჩარჩა ხან პოლიკნინიკა ხანაც ვეშაპო, კოტე გზას უდრტვინველად მიიკვლევდა ეტყობა, (ნუ ვერ ვხედავდი საკმაოდ მოშორებით იყვნენ მარა )...

ხოდა ამ დროს მაო რაციაში ბორგავდა და ჩხუბობდა, (მართალია მთელი დღე რაცია არ გაუგდია ხელიდან მარა ეტყობა ნეხვატკაში იყო ჯერ კიდევ ) კეთილ სიტყვას არავისთვის იშურებდა (ეგ ყველაზე მაგრა გამოსდის მე თუ მკითხავთ) და იმ მომენტში დარეკა გუგსმა ... როგორც გამოვიდა მეგონა გავაგებინე, რომ არ დაიძრათ საცა ხართ მანდვე იდექითთქო მარა მთლად კარგად არ ისმოდა და ჩაფლავდა ჩემი მცდელობა , რადგან მხოლოდ ნეოს რაციაში ჩასტვენის და ბუზღუნის შემდეგ გაჩერდნენ და დაიწყეს მოცდა ერთად.

უჰ როცა შევერთდით მაინც აღმოგვაჩნდა დანაკარგები : D ლევანი და ვეშაპო , მგონი გელაც...

ეს კი ვეღარ მოითმინა მაომ და გაშმაგებული დარბოდა ტრასაზე და ხმალს ატრიალებდა დავხოცავ მე მაგათ ყველასო.... (გეტყვით მაო მეტნაკლებად დამშვიდდა უკვე გამოჩნდით ნუღარ დაიმალებით)


ასეთი იყო გასვლა , რავიც მე ფრიად კმაყოფილი დავრჩი, მე ხომ ვნახე ის ძალიან ტალახი რომელიც ასე მაინტერესებდა... დაჟე გავჭყუმპალავდი კიდეც...


კიდევ გეტყვით რომ ძოხოსთვის, ნეოსთვის და ტეტესთვის გასვლა მანქანის სამრეცხაოში დასრულდა, იქ სადაც თქვეს რომ არასოდეს აღარ მივიდეს არც ერთი ოFFელი , და იქ სადაც მას მეერე რაც ჩემი ტალახიანი შარვალი და გეტრებ - ბოტასები გასაკერხერებლად (აი ის ნაპორიანი აპარატი რომაა მანქანებისათვის) დავუდე ტიპს, თვალებგაფართოებულმა მკითხა ”შენ რა გოგო ხარ?”ო biggrin.gif
და ცოტა ხნის მერე როცა გაიგო დედაჩემიც ჩვენთან ერთად იყო მეთქი, თავზე ხელის შემორტყმით ჩამოგვეცალა და ხმაც აღარ გაუცია ფულის მიცემამდე biggrin.gif


კეთილი სურვილებით და ტალხიანი ეკიპირებით მე : )

პ.ს ფოტოების ნაწილი ჯერ არ დადებულა და მერე დავამატებ!!

Post a Comment

6 Comments

  1. საწყალი მანქანები...:უსერ:

    კიარადა, რა სუფთა ხარ. :დ

    ReplyDelete
  2. მაინ გოთ!
    არ წამიკითხავს ჯერ, სურათებიც საკმარისია შთაბეჭდილებისთვის!!! :თვალებგადმოკარკლულისმაილიკი:

    ReplyDelete
  3. ჰაჰა, აუ შენ გოგო ხარ-მა დაგლიჯა :D:D:D

    ReplyDelete
  4. Anonymous1:08 AM

    გოგო, ტალახის აბაზანები კაიაო გამიგია და ეხლა შენ გამოცდილი ქალი ხარ და მართლა კაია? :user:

    ReplyDelete
  5. სასწაულად მაგარიაა!!

    იმენა ეგრევე გავსხივოსნდი!!

    მართლაა

    ReplyDelete
  6. Anonymous11:25 AM

    სამრეცხაოზე ეგ რამხელა ტალახი დაგროვდა :-)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!