აი ისეთი ამინდია რომ უნდა მოგენატროს...



მოგენატროს ბებია, სკოლა, ზღაპარი, კაკაო საწოლში ჩათბუნებულს, მეგობრები, გართობა, ერთი -ბოლო ღერი სიგარეტი.....

ბევრი რამე შეიძლება მოგენატროს.... ან არც მოგენატროს და უბრალოდ გასენტიმენტალურდე....




იჯდე , იყურო მოღრუბლულ ცაში და აი უბრალოდ გული გიხტოდეს არაფრისგან და მუცელში პეპლები გყავდეს უბრალოდ... იმიტომ რომ ამინდია ასეთი :)

უი ახლა სიმღერაც სულელურად დაემთხვა და დავრწმუნდი იმაში რომ ნელა ნელა მეც ვდებილდები და ერთ ჩემს დაქალს ვემსგავსები (მაინც არ ვიტყვი სახელს ვაი და იცნობდეთ ვინმე :ჵ )...




მოკლედ საუცხოო ამინდია, როგორც იქნა მოვიდა ზამთარი...
ცივა, მცივა და უხ რა გემრიელად უბერავს ცივი ქარი ფანჯრიდან....