გრძნოობ?

აი ყველაზე მაგარი რა არის იცი??
არა??
ჰო კაი ახლავე მოგახსენებ:
ძალიან მაგარია როდესაც გრძნობ....
გრძნობ და ხედავ თვალებით, გესმის და გრძნობ ყურებით, შეიგრძნობ და გრძნობ კანით, ისუნთქავ და გრძნობ ცხვირით, აგემოვნებ და გრძნობ პირით.....

ეს ყველაფერი კი სასწაულ წარმოდგენებს და შეგრძნებებს შენში დიდი მორევივით ატრიალებს და გითრევს , შიგნიდან, შენთვითონვე.....
ისე მძაფრად გითრევს, რომ თავბრუ გეხვევა და თვალებს ნაბავ....
შემდეგ პირის წკლაპუნს იწყებ და ნელ-ნელა დუნდები....
შემდეგ ისევ თავბრუ გეხვევა და მთელს ტანში ჭიანჭველები დარბიან.....


შემდეგ კი ისევ მორევი გითრევს და ასე დაუსრულებლად.....
შემდეგ როცა გამოფხიზლდები და სუნთქვას აღიდგენ,
თვალებს ახელ და გარემოს იხსენებ ....

შემდეგ ისევ პირის წკლაპუნს იწყებ და სევდანარევი თვალებით ისევ ჭიანჭველებს უხმობ...
ისინიც ისევ დაგივლიან და ამ დროს, ნელ-ნელა შორიდან ხმა იწყებს მოახლოვებას.....
შემდეგ უფრო მკვეთრად გესმის და აზრზე მოდიხარ....

მოდუნებულ სხეულს ნელა აითრევ და კიდევ ერთხელ გივლიან ჭიანჭველები.....
გარემოს იხსენებ თავიდან, ეჩვევი თავიდან და ისევ ყველაფერს განიცდი თავიდან......

Post a Comment

4 Comments

  1. Anonymous12:12 PM

    მე ვგრძნობ :jump: :jump: :tan:

    ReplyDelete
  2. Anonymous8:54 PM

    წარმოუდგენლად ახლოა ჩემთვის (ბლიად! ლილ, რა არის ეს მწერები.... იმხელაზე ვიკივლე, რომ მთელი სამეზობლო შემოიყარა ჩემს ოთახში!)
    მოკლედ... ეს ციფრული ტარაკნები თუ რაღაც ყოფილა, დავუბრუნდეთ თემას.

    ძალიან ახლოა ჩემთვის ეს განწყობა... როცა ყველაფერს გრძნობ. დასანანია, რომ ყოველ დღე არ შეგიძლია ერთნაირი სიმსუყით შეიგრძნო ახლად ამოსული მზის რბილი სითბო, ჰაერის თავისებური სუნი და ბევრი სხვა სასიამოვნო რამ... თუმცა, ალბათ ყოველთვის რომ ასე ვგრძნობდეთ თავს, თავისებური ხიბლიც დაიკარგებოდა.

    ReplyDelete
  3. nan
    თავისთავად შენი აზრით პრობლემებს რისთვის ვიგონებთ და ვიჩენთ? რომ მერე უკეთ შევიგრძნოთ რა მაგარია როცა ისინი არ არის ან არ იყო!!
    ეგაა თელი მუღამი ოდა გადავწყვიტე ვეცადო სულ ასე ვიგრძნო კი არადა ხო რა :)
    :ევილ:

    კისს ყა ბებე

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!