Friday, March 01, 2013

ყველაზე სასტიკი არსება - ადამიანი

ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველი და ყველაზე საზარელი არსება რომ არის დედამიწაზე, ალბათ ამაზე არავინ კამათობს, არა?

წარმოუდგენელია, რომ ადამიანი საბოლოო ჯამში ინსტიქტებს ვერ სცდება და ყველანაირ საუბრები აზროვნებაზე, განვითარებასა და ცხოველებისგან განსხვავებაზე ფუჭი და სულაც სასაცილოა.

ადამიანები ყველაზე არაჰუმანური და სასტიკი არსებები არიან.
ყველაფერი ტრიალებს ეგოს გარშემო და ვარაუდები მათში სიკეთის არსებობის შესახებ მე მგონი ძალიან უტოპიურია. რა თქმა უნდა ყველა მათგანი არ არის საშიში სიცოცხლისათვის და ზოგიერთები სხვისთვის სასიამოვნო რამეებსაც აკეთებენ, ოღონდ ისევ საკუტარი სიამოვნებისთვის.... შეკრული წრეა.



ხოდა რატომ არიან ადამიანები სასტიკნი და საზარელნი? რატომ? იმიტომ რომ ადამიანები პატარა ადამიანებს აჩენენ, მიუხედავად შემდეგი გარემოებების არსებობისა:
  • თითქმის და ფაქტიურად არ არსებობს ბედნიერი ოჯახები
  • სამყარო სავსეა ტკივილითა და სასტიკი დაავადებებით(საკმაოდ დიდი რაოდენობა უკურნებელიც კია)
  • არსებობს უამრავი ვალდებულება, რომელიც გინდა არ გინდა აუცილებლად გეწეპება
  • მსოფლიო მოსახლეობის 40%-ს(ნუ დაახლოებით) არ აქვს საჭმელი და სასმელი წყალი.
  • და კიდევ რა ჩამოთვლის იმ საზარელ მიზეზებს რაც დედამიწაზე არსებობს.
ადამიანები მიუხედავად ამისა მაინც აჩენენ შვილებს, ეგოისტურად და უკეთესის მოლოდინში, არადა რაც მეტი ადამიანი იბადება უფრო და უფრო ცუდ დღეშია დედამიწა, შემდეგ კი ის სამაგიეროს ეტაპობრივად გვიხდის.


ჰო ალბათ ვიღაც იიტყვის ინსტიქტიაო, ხოდა ზუსტად ეგაა რომ ადამიანი ცხოველისგან დიდად შორს არც არასოდეს წასულა.... ყველაფერი ინსტიქტებით იწყება და ამითვე სრულდება.

4 comments:

  1. 'რატომ არიან ადამიანები სასტიკნი და საზარელნი? რატომ? იმიტომ რომ ადამიანები პატარა ადამიანებს აჩენენ, მიუხედავად შემდეგი გარემოებების არსებობისა'

    მხოლოდ ამიტომ არიან საზარელნი?
    საზარელთა სიაში ვარ მაშინ -_- მდაა

    ReplyDelete
  2. Babis - ეგ ყვეალაზე სასტიკი მიზეზია სასტიკთა შორის :)

    ReplyDelete
  3. დაგეთანხმები, მარო, თუმცა, მაინც ნამეტანი მუქი სურათია. რაღაც კარგი ხომ არსებობს...

    ReplyDelete
  4. ანუ აღარ გააჩინონ ბავშვები?

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!