Friday, January 20, 2012

ძუნძულით კარგი განწყობისაკენ

ხომ არსებობს ცხოვრებაში წვრილმანი ბედნიერებები როგორიცაა:Fitness-Poster-Lady-Stretching

  1. დილის რიტუალები – ყავა და სიგარეტი ან ხილით გატენილი შვრიის ფაფა
  2. გაზაფხულის წვიმაში ჭყაპაჭყუპით სეირნობა
  3. უცაბედად მიღებული საჩუქარი
  4. მოულონდელი სასიამოვნო ამბები
  5. და ბევრი სხვა…

ამ წვრილმან სიამოვნებებს მე კიდევ ერთს მივამატებდი – ეს არის ვარჯიშის შემდეგ დარჩენილი შეგრძნება. 

ეს ის მომენტია როდესაც 1-1.5 საათი ვარჯიშის შემდეგ ენერგიაზე მოსული ფარფატით მიემართები საქმეებზე (ან სულაც სახლში) როდესაც თავი ყოვლისშემძლე გგონია, როდესაც ხვდები რომ აი  უარყოფითი რამეები თუ გქონდა ყველაფერი ოფლად დაღვარე.

ფანტასტიურია!

საერთოდ მსუბუქი ვარჯიშიც კი (ძუნძული მაგალითად) გენიალურ შეგრძნებებს ბადებს და ამასთანავე თუ ეს სხეულის გალამაზებაში გეხმარება საერთოდ ვერაფერს შეადარებ!

ახლა ჯამრთელ ცხოვრებაზე მონოლოგს არ წავიკითხავ, მაგრამ ვარჯიში ნამდვილად ის სიამოვნებაა რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ცხოვრების წესსა და დღიურ ნორმაში.

fitness-ladies-running

4 comments:

  1. როგორ, როგორ მინდა, ისეთი განრიგი მქონდეს, დილით ვარჯიშს ვახერხებდე! მთელი დღე ისეთი ხალისიანი ვარ ხოლმე მერე! :( ნუ, ახლა, გახდომისთვის დილა იქნება თუ საღამო, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ მე თვითონ დილით ვაჯიში მირჩევნია, მაგრამ ეჰ!

    ReplyDelete
  2. unaamarga - გაეცანი ამ სვეტს -http://pink.ge/column/tidan/ და იქნებ მოახერხო სიარული ♥ გენიალური ადგილია გენიალური შედეგების მომცემი თანაც

    ReplyDelete
  3. ჩემს თავს დიდი ხანია ვარწმუნებ, მოვა დრო და რეგულარულად ვივარჯიშებ აუცილებლად... :დ
    წვრილმან ბედნიერებებს დაუმატე კიდევ ლიმნიანი ჩაი და გარგრის ჩირიანი ნამცხვარი, აჰ, მოდი და ივარჯიშე ამის მერე =))

    ReplyDelete
  4. Sophie שרה - ოი ოი ოი ნამცხვრები კარგია მაგრამ სირბილი და ვარჯიშიც არაა ცუდი ^^

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!