ქალები მხოლოდ ”სეკრეტუტკებად”? მეტი სარგებელი არ აქვთ?

სამსახურეობრივი ზრდა და კარიერული წინსვლა ალბათ ყველა სქესის, ასაკისა და პროფესიის ადამიანის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ რატომღაც რეალობაში სქესთა ბალანსი, მიუხედავად სფეროსა და პოზიციისა ხშირად ირღვევა.
Business_lady_4_by_Vampirenishხართ თუ არა დაკვირვებული რომ მოწინავე პოზიციებს სხვადასხვა ორგანიზაციებში ქალები უფრო ნაკლებად იკავებენ ვიდრე მამაკაცები? ხდება ისე რომ ქალები მეორე ან სულაც მე-10 ხარისხოვან პოზიციებსა და ”წოდებებს” ჯერდებიან, შემდეგ კი ზრდასა და განვითარებას წყვეტენ.
საინტერესოა რატომ ხდება ასე? იქნებ ქალები კაცებზე უნებისყოფონი არიან? იქნებ მათზე ხშირად კარგავენ თავს? ან სულაც სხვა პრიორიტეტები აქვთ?ვერ ხედავენ პერსპექტივებს? არ აფასებენ რისკებს სათანადოდ? – მეეჭვება!
შესაძლებელია რომ მათზე და მათ გადაწყვეტილებებზე საზოგადოებაში გავრცელებული აზრი ახდენდეს გავლენას – რომ ქალების მთავარი მოწოდება ოჯახი და მომავალი თაობაა?- უფრო რეალურია, დასანანიც!
იქნებ სულაც კაცები – იქნება ეს კოლეგა თუ პერსონალი - ქალში მხოლოდ სექსის ობიექტს ხედავენ და მეტი დანიშნულება მათ არ ენიჭებათ? ესეც ქალების ერთ ერთი შეცდომაა! ისინი ისე არიან აღქმულნი როგორც თავს ”ყიდიან” , საქმეს კი სექსი იშვიათად უხდება.  
თუმცა ალბათ ქალების შესაძლებლობების შეფასებას კაცები არასათანდოდ ახდენენ და კაცი უფროსის მიერ ქალის დაწინაურება ძალიან იშვიათი შემთხვევაა.A-List-Apart-Job-titles-by-gender
მეორეს მხრივ ქალებიც არანაკლებ შეცდომას უშვებენ სამუშაოზე – ისინი არ არიან მომთხოვნები, არ იცავენ თავიანთ მოსაზრებებს, ხშირად თავს უხრიან ზემდგომებს სრულიად უსაფუძვლოდ, როდესაც მართლები არიან, ცდილობენ არავისთან გაიფუჭონ ურთიერთობა – ეს ყელაფერი ძალიან კარგია , მაგრამ არ უწყობს ხელს მათ კარიერულ წინსვლას. სუსტ ადამიანებს არავინ ანდობს დიდი ფირმის მართვას და სერიოზული გადაწყვეტილების მიღებას. არის თუ არა ასე?
ვფიქრობ ქალებიც და კაცებიც ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ როდესაც საქმე სამსახურებრივ ურთიერთობებს ეხება, იქნება ეს უფროსისა და დაქვემდებარებულის თუ კოლეგების ურთიერთობა.
კაცები ვერ აფასებენ ქალების შესაძლებლობას - რომელიც მასშტაბურად ფიქრსა და რამონდენიმე მიმართულების დამუშავებს გულისხმობს, ქალები კი მამაკაცებს რაღაც ქვეცნობიერისა თუ გენის networking_by_HikingArtistComგავლენის შედეგად მიღებული ინფორმაციით - უფრო წინ აყენებენ საკუთარ თავზე, რაც ისევ და ისევ მათ ვნებს.
დასანანია მაგრამ მართლაც ძალიან ცოტა ქალის ჩამოთვლა შეიძლება , რომელთა სახელიც ისტორიას შემორჩა, არადა პროცენტული მაჩვენებლით უმეტესობა ორგანიზაციებში (გნებავთ ხელისუფლებასა და მეცნიერებაში) დაახლოებით იმდენივე ქალია რამდენიც მამაკაცი, ხოლო საინტერესო და პერსპექტიულ პოზიციებს მხოლოდ მამაკაცები იკავებენ….
ქალებო გამოცოცხლდით! ოჯახი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ თვითრეალიზაცია თითოეულ ჩვენგანს სჭირდება!

Post a Comment

9 Comments

  1. ერტი 10 წელი მაცადეთ, დავამთავრებ სკოლას და ინსიტუტს, ვიშოვი სამსახურს და მერე ნახავთ მარტო მაგიდასთან ჯდომით და ფრჩხილების ქლიბვით თუ შემოიფარგლება ქალის შესაძლებლობები

    ReplyDelete
  2. Glamtaia - აი მესმის შემართება!! აბა შენ იცი!!

    ReplyDelete
  3. ჩორვენი - რაღაც ნამეტანი ნაპოლეონური გეგმები მაქვს :)

    ReplyDelete
  4. glamtaia - მთავარია შაასრულო ! : )

    ReplyDelete
  5. მშვენიერი პოსტია.
    თავის დროზე ეს სიტუაცია კაცების შექმნილია, რომელსაც რაღაც მომენტში ქალის უდარდელი ბუნება და უნებისყოფობა დაერთო :)
    მგონი რაც დრო გადის, მაინც იცვლება ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.
    მივესალმები ყველა აქტიურ და "შემტევ" ქალს.

    ReplyDelete
  6. მე, როგორც, ცხოვრებაში ბევრის მნახველი, ვამბობ, რომ ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია. გვინდა, თუ არ გვინდა, ქალებს მეტი ცხიმი გვაქვს და მძიმე კიდურები, რაც ბავშვების გაჩენისკენ გვიბიძგებს და მერე რთულია რამე კომპანია მართო. ჯერ არ მინახავს წარმატებული და ამავე დროს ბედნიერი საქმოსანი ქალი. უბრალოდ არ არსებობს და შეუძლებელია ასეთი რამე ბუნებაში!!!

    პირველ რიგში, ქალი განათლებული უნდა იყოს და ზუსტად ის საქმე აკეთოს, რაც მას უნდა და მედიის წნეხის ქვეშ არ მოექცეს, რომელიც თავში უკაკუნებს, შენ ძლიერი ხარ, მამაკაცი გჩაგრავს, წადი, გაიხადე და ფემინიზმი იღაღადეო (რომელიც, ისევ კაცების მოგონილი მგონია).
    მოკლედ, იმის თქმა მინდა, ადამიანებისთვის იმის ჩიჩინი, ძლიერი და კარიერისტი უნდა იყოო, იგივეა, რაც დაჩაგვრა და ტვინის გამორეცხვა.
    ჩორვენ, ვიცი მე შენი კეთილი ზრახვები, ქალების გამოღვიძება რომ გინდა, მაგრამ მე წინააღმდეგი ვარ მსოფლიო მედიის და საერთოდ, დასავლეთის გაშტერებული ტენდენციების, რომ ქალი მაშინ არის ძლიერი, როცა გამოფრიგიდებული დგას და რომელიმე კონგლომერატის CEO–ა, ამ დროს მასზე უბედური ქალი ავღანეთის სოფელშიც კი არ დადის.

    ReplyDelete
  7. სანი - ალბათ ცოტა არასწორად გამიგე რადგან მე არ მოვუწოდებ ყველას რომ კარიერაზე გააკეთონ აქცენტი. მე მხოლოდ იმათ ვგულისხმობ ვინც ცხოვრებისეულ მოწოდებათ კარიერულ წინსვლას ისახავს მიზნად მაგრამ ეს უჭირს და უზარმაზარი წინააღმდეგობები ხვდება. ვთვლირ ომ ყველამ ის უნდ აკეთოს რაც მას მიაჩნია პრიორიტეტულად ცხოვრებაში - იქნება ეს ოჯახი თუ სამსახური, ასევე არც იმაში გეთანხმები რომ არ არსებობს წარმატებული კარიერის მქონე ბედნიერი ”მეოჯახე” ქალი : ) დედაჩემი ამის კარგი მაგალითია (ნუ მე მყავს მაგალითად)
    ჰოდა რავიცი აბა : ) ალბათ ყველა სხვადასხვა ეტაპებს ვხედავთ ცხოვრებაში განვიტარებისა და ბედნიერებისათვის : )
    პ.ს ფემინიზმი მეც სასაცილოდ მიმაჩნია მაგრამ ფაქტია რომ ზოგიერთ სფეროში გენდერული დისკრიმინაცია არსებობს და არც თუ ისე მსუბუქ ფორმებში : )

    ReplyDelete
  8. Anonymous1:24 PM

    მე მაინც ვფიქრობ ყველაფერი არცთუ ისე ცუდად არის :) მართალი ხარ ქალებს უჭირთ სამსახურში ხმის ამაღლება და კუთვნილი ადგილის დასაკავებლად ბრძოლა, მაგრამ ცოტა ხნით ადრე ბევრად უფრო ცოტა მომუშავე ქალი იყო დღევანდელობასთან შედარებით. მართალია მოწინავე ადგილებს კაცები იკავებენ მაგრამ მჯერა რომ თუ ქალებმა ასე გააგრძელეს საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის „ბრძოლა“ აუცილებლად მივალთ „ლეკვი ლომისა სწორია“ ნიშნულამდე.
    ისე დღევანდელობაში სამსახურის ძიების უზარმაზარი პრაქტიკიდან გამომდინარე დავრწმუნდი რომ თუ ქალი კაცზე 100 თავით მაღლა თუ არ დგახარ სამსახურში აყვანისას უპირატესობას კაცს ანიჭებენ

    ReplyDelete
  9. Hii great reading your blog

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!