Saturday, September 17, 2011

ისტორია ჟან ბატისტზე მთლად გამოგონილიც არა მგონია იყოს….

ალბათ გარშემომყოფებზე ყველა ”აწარმოებს დაკვირვებას” – მეტად თუ ნაკლებად.

ერთ ერთი ასეთი შემთხვევითი დაკვირვება გამომივიდა მეც. აღმოვაჩინე რომ ერთი და იგივე ტიპაჟის neck_kissადამიანი თითქმის ერთსა და იმავე ჩაცმულობის სტილის გარდა – სუნებსაც(სუნამოს) ერთნაირს ანიჭებენ უპირატესობას.

ხშირად მომსვლია ისე, რომ ქუჩაში რაიმე არომატი მიგვრძნია, ხოლო ობიექტის დანახვამდე უცებ მივმხვდარვარ რა სტილის იქნებოდა მისი ”პატრონი”

უცნაურია და რთული იმის განსაზღვრა არომატები და სუნები ქმნიან ადამიანებს , თუ პირიქით.

მაგალითად მოდაზე ჩაციკლულ ადამიანებს ყოველთვის მძაფრი და მძიმე სუნამოები ასხიათ, მაშინ როდესაც ”სპორტული ადამიანების” სუნი უფრო ”ლაღი ” და გრილი არომატია ხოლმე.  

საერთოდ ალბათ ნებისმიერი ადამიანი ანიჭებს რაღაც მნიშვნელობას სხვისის სხეულის სუნს, თუმცა ასეთი არომატებით გაჯერებულ სამყაროში რთულია ადამიანის პირადი სურნელის გაგება ან აღქმა და ეს მხოლოდ ახლო კონტაქტისას თუ ხდება.

სიმართლე რომ ვთქვა ,ჩემთვის სხეულის სურნელი ხშირად ყოფილა იმედგაცრუება და გულის აცრუვების მიზეზი. აი როგორც ზოგიერთს არ შეუძლია იქონიოს კონტაქტი მოდას აყოლილ ან ცანცარა ადამიანთან, ასევე ჩემთვის ძალიან რთულია კონკრეტული სურნელის მფლობელთან ურთიერთობა.

არ ვიცი რამდენად დაკვირვებიხართ, მაგრამ ქერებს უფრო მსუბუქი და ტკბილი კანის სურნელი აქვთ , შავგვრემნებს კი პირიქით – მათი სურნელი უმეტეს შემთხვევაში წიწვოვან არომატს ატარებს.25278240_580edd5f07_o

შეიძლება ისიც იფიქროს ვიღაცამ რომ ძალიან ჩაციკლული ვარ კანის არომატებზე, მაგრამ რას ვიზავთ ყველას სხვადასხვა აქვს შეფასების კრიტერიუმი, მე კი თუ ცხვირში სასიამოვნო სურნელი არ მიღიტინებს გამარჯობის თქმაც კი არ მინდება.

პატრიკ ზიუსკინდის ”პარფიუმერიც” ძალიან ახლოსაა ჩემთან, ჩემეულ აღქმასთან ადამიანებისა, თუმცა პირველივე ფურცლიდან შემშურდა მთავარი გმირის - მაინც ძალიან, ძალიან დიდი პატივს ვცემ ავტორსაც და წიგნსაც. ძალიან გენიალურია გრძნობდე სრულყოფილებას არა თვალებით, არამედ ცხვირით რომელიც პირდაპირ და უფრო მჭიდრო კავშირშია ტვინთან ♥

3 comments:

  1. ძალიან გენიალურია გრძნობდე სრულყოფილებას არა თვალებით, არამედ ცხვირით რომელიც პირდაპირ და უფრო მჭიდრო კავშირშია ტვინთან ♥

    <3<3<3
    ყოველთვის მიყვარდებოდნენ კანის სუნით:დ
    ყველაზე, ყველაზე კარგად ჩემი ბიჭის კისერში თავჩარგული ვგრძნობ თავს :)

    ReplyDelete
  2. არომატი ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ორიენტირია - ძალიან ბევრ რამეს გახსენებს. თან მყისიერად.

    ReplyDelete
  3. მშურს შენი... კარგი ყნოსვა გაქვს, ე.ი.
    მე დავკარგე ეს უკანასკნელი, ოღონდ ნაწილობრივ... ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს რომ გავცივდი თუ დავვირუსდი, მას შემდეგ ვეძებ და ვეღარ ვპოულობ.. :/
    არადა, რა კარგი იყო,ისეთი ყნოსვა მქონდა, სიგარეტს სუნით ვარჩევდი, რომელი რომელი იყო ხოლმე...

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!