Wednesday, March 16, 2011

ავირჩიოთ არჩევანის თავისუფლება

”იყო მშობელი ნიშნავს ფიქრობდე ერთი ტვინით ორ არსებაზე და ორივეს

თანაბრად აძლევდე იმას რასაც ის საჭიროებს და ითხოვს,

ყველანაირი მიზეზებისა თუ თავის გამართლების გარეშე, ხოლო თუ

ამის შესაძლებლობა არ გაქვს მაშინ დაფიქრდი სანამ ნაბიჯს გადადგავ

იმსახურებს კი მეორე არსება ტანჯვას?”

იცით რა, სადაღაც ახლო წარსულში გავიგე, რომ თბილისში იმართებოდა გამოსვლა აბორტის აკრძალვის მოთხოვნით, ამან ძალიან გამაცეცხლა , მაგრამ იმიტომ კი არა რომ ამის მომხრე ვარ , არამედ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ  ის ადამიანები ერთი წამითაც არ დაფიქრებულან შედეგებზე, რომელიც ამ მოთხოვნის შესრულების შემდეგ შეიძლებოდა მიგვეღო.

pregnant-woman-food-and-drink-2-AJHDამ ყველაფერზე ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა რომ ასეთი აკრძალვის შემდეგ გაიზრდება არაკანონიერი აბირტების რიცხვი, დასახიჩრებული და გაუბედურებული ქალების რიცხვი და ყველაფერი კიდევ უფრო უარესად იქნება ვიდრე შეიძლება იყოსო – მინდა გითხრათ მე ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები.

კანონის ძალით ამ მომენტისათვის 3 თვის ზემოთ ნაყოფის ხელოვნური ჩარევით მოცილება ისედაც ისჯება , ხოლო მანამდე სანამ ეს ნაყოფი ამ ხნის გახდება ადამიანმა თავისი მრწამსის, მსოფლმხედველობისა თუ სხვა რწმენის საფუძველზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ჩემი აზრით არავის აქვს ამაში ჩარევის უფლება. 

ალბათ ახლა ვიღაც მეტყვის რომ ის ხომ ცოცხალი არსებაა, ეგ კაცისკვლაა და ასე შემდეგ.

თუ მეცნიერებს დავუჯერებთ მაშინ ვერაფერსაც ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ისინი საერთო აზრამდე ჯერაც არ მისულან და არ იციან როდიდან შეიძლება ჩაითვალოს ნაყოფი ადამიანად, თუ რელიგიას მოვიშველიებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და მაშინ მე გეტყვით, რომ ზედა აბზაცში ზუსტად ამას ვგულისხმობდი. რელიგია თუ კრძალავს მივცეთ უნდა ადამიანებს უფლება თვითონ გადაწყვიტონ რა უნდათ და როგორ უნდა იმოქმედონ, რამეთუ ვიცი რომ მართმადიდებლური სარწმუნოება სხვის post-1457-1153246744განკითხვას და განსჯას არ ამართლებს (ალბათ სხვა რელიგიებშიც ასე იქნება) აქედან გამომდინარე ჯობია გავჩუმდეთ და საკუთარი თავისთვის ვაკეთოთ ის რაც გვინდა.

აბორტი ძალიან, ძალიან უცნაური თემაა, რომელზეც მე თუ მკითხავთ მსჯელობაც კი არ უნდა იყოს , არათუ დავა , სკანდალი ან რაიმე სახის მოთხოვნები კანონის შესახებ.

ეს საკითხი იმაზე უფრო ინტიმურია ვიდრე ზოგადად სექსუალური ცხოვრება დ პარტნიორების ურთიერთობა, იმაზე უფრო ღმრაა ვიდრე სამყაროს წარმოშობის ისტორია და იმაზე უფრო ნაკლებმნიშვნელოვანი ვიდრე გაჩენილი ბავშვის აღზრდა.

13 comments:

  1. ყოველთვის ვამბობდი, რომ ათასი საშუალებაა ფეხმძიმობისგან ტავის ასარიდებლად მეთქი და აბორტს არასდროს გავიკეთებთქო...

    მაგრამ ეხა რომ ვუფიქრდები, მთლად ესე იოლიც არაა.. სანამ უშუალოდ არ დადგები ამ საქმის წინაშე იქამდე ვერასდროს იტყვი რას გააკეთებ და რას არა. რთულია ვინმეს ურჩიო დაიტოვოს, ან მოიშოროს... ეს მხოლოდ მისი პირადი გადასაწყვეტია.

    ReplyDelete
  2. აბორტი მართლა უცნაური თემაა
    განსაკუთრებით ჩვენს საუკუნეში, როცა თავდაცვის ამდენნაირი საშუალება არსებობს

    ისე, მე ვიცი ჩემს სანაცნობოში ერთი გოგო, მშობლებმა რომ 5 თვის ნაყოფის მოშორება აიძულეს. ლეგალურად, საავადმყოფოში. და არც არავინ არ დასჯილა

    ReplyDelete
  3. Nina - gogos რომ ეჩივლა ამოალპობდა მშობლებს ციხეში!

    ReplyDelete
  4. აბორტი ერთერთია იმ თემებიდან რომელიც აქტუალობას არ დაკარგავს, ჯერჯერობით მაინც. რელიგიურად კონტრაცეპტივის მიღებაც ცოდვაა. მაგრამ არ მგონია უკვე ჩასახული მომავალი სიცოცხლის მოსპობაზე მეტი ცოდვა იყოს... აბორტი მაინც პირადი არჩევანის საქმეა, თუმცა მაგ პირად არჩევანსაც დამოუკიდებლად ნაკლებად იღებს ქალი, და მითუმეტეს ალაგაზრდა გოგო,რომელიც ქორწინების გარეშე დაფეხმძიმდა და მითუმეტეს საქართველოში. მემგონი ეს ფატორები 90% -ით მოქმედებს.

    ReplyDelete
  5. Biedronka - შესაძლოა მაგრამ ყველაფერი ეგრეც რომ იყოს მაინც არავის აქვს განსჯის უფლება და ჯობია თავის ტრაკს და სხვა ორგანოებს მიხედოს ყველამ : )

    ReplyDelete
  6. "ამ ყველაფერზე ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა რომ ასეთი აკრძალვის შემდეგ გაიზრდება არაკანონიერი აბირტების რიცხვი, დასახიჩრებული და გაუბედურებული ქალების რიცხვი და ყველაფერი კიდევ უფრო უარესად იქნება ვიდრე შეიძლება იყოსო – მინდა გითხრათ მე ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები."

    მეც აბსოლუტურად ვეთანხმები :))

    ReplyDelete
  7. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი...

    არც აბორტის მომხრე ვარ, მარა ვერ ვეწინააღმდეგები... უბრალოდ კარგი იქნება კონდომჩიკმა და კონტრაცეპტივებმა მოაგვაროს ეს საქმე თავიდანვე...

    ReplyDelete
  8. რა თქმა უნდა არჩევანის თავისუფლებაა. და არავის აქვს უფლება განიკითხოს, მაგრამ გინახავს ისეთი დედა-მამა რომელიც 8-10ჯერ იკეთებს აბორტს იმიტომ რომ ბიჭი არ ჩანს ეხოზე და გოგო უნდა??? მე მინახავს და თავს ვერ ვიკავებ განკითხვისგან და აღშფოთებისგან თვალთ მიბნელდება არ ვაჭარბებ.. ხო, და ანუ ვთვლი რომ სწორად ვიქცევი ამ შემთხვევაში..

    ReplyDelete
  9. არა რა , მარო მიყვარს შენი აზროვნება ^_^ ნამდვილად..ნარკოტიკებიც აკრძალულია, მაგრამ რა? ნარკომანები აღრ არსებობენ?
    აბორტების აკრძალვით, მარტლაც უარესს იზამენ, ადამინს რომელსაც არ უნდა შვილი, რომელსაც არ აქვს შვილის მოვლის შესა\ზლებლობა და ურჩევნია აბორტი, იპოვის ვინმეს, მოძებნის და ჩუმჩუმად გაიკეთებს და შეიძლება აგდაყვეს კიდევაც ამ ოპერაციას... ვისი ბრალი იქნება? ცუდი ექიმის? არა იმათი ვისაც უნდა ლეგალურად ამის აკრძალვა.. ლეგალური როა ეს ნარკოტიკი ხომ არ არის, რო ყველამ დავიწყოთ აბორტების გაკეთება.. ეს თითოეული ჩვენგანის სუბიექტური გადაწვეტილებაა.. და ვისაც აბორტის ფული რ აქვს ის არც იკეთებს აბორტს და მრავლდება და მრავლდება :)

    ნამდვილად უცნაური და მტკივნეული თემაა

    ReplyDelete
  10. უსაფრთხო სექსზე ნუ გავაკეთებთ მხოლოდ კონცენტრირებას. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, განკითხვაც იოლია.

    ქალს, რომელიც, ვთქვათ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და შედეგად დაფეხმძიმდა, ვერ ჩამოართმევ არჩევანის გაკეთების უფლებას.

    ქალს, რომლის ნაყოფიც სწორად არ ვითარდება, ვერ მოსთხოვ, აუცილებლად გადასდოს საკუთარი თავი გვერდით.

    ტინგიცური, "უი, რა ვქნათ, ვერ ვარჩენთ ამდენ ბავშვს" მიზეზი გამოსწორებადი იყო თავიდანვე და ალბათ, ამიტომ გვაქვს უარყოფითი დამოკიდებულება.

    სხვა შემთხვევაში კი, ყველაზე რთული არჩევანის წინაშე სწორედ დედები დგანან, ასე რომ ჩვენი აღშფოთება მოსატანიც არაა.

    ReplyDelete
  11. ეს ისეთი თემაა, რომელსაც ყოველთვის მრავლად ეყოლება მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც... მე კი მაინც მგონია, დღეს უამრავი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ცივილიზებული ქალი არ დადგეს ამ დილემის წინაშე.

    ReplyDelete
  12. რაც შეეხება ძალადობის შემდეგ დაფეხმძიმებას, ეს მეტისმეტად ინდივიდუალურია და მომავალი დედის ფსიქოლოგიაზეა დამოკიდებული (imho)

    ReplyDelete
  13. ნებისმიერი ირაციონალური და დაუსაბუთებელი აკრძალვა უკუეფექტს იძლევა.

    ასე იქნება აქაც. ცოდვა-მადლით აპელირება ერთი, რომ შედეგს ვერ მოიტანს და მეორე - არც თუ მთლად ზნეობრივი მგონია. ყველა შემთხვევა ღრმად ინდივიდუალურია, უამრავი ნიუანსია გასათვალისწინებელი და ხისტი ვეტო ასეთ სენსიტიური თემას ვერაფერს უშველის. პირიქით.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!