Thursday, January 20, 2011

მაინც არსად არ წავალ!

იყო და არა იყო რა….

არა ასეთი დასაწყისი ამ ამბავს არ უხდება, ამიტომ პირდაპირ მოგიყვებით ერთ პატარა ქვეყანაზე, რომელშიც ყველაფერი თავდაყირაა.

არა, ცუდად კი არა, უბრალოდ უცნაურად. რამდენიც არ უნდა იფიქროთ რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა - ახსნას მაინც ვერ უპოვნით და მოგიწევთ დანებდეთ გარემოებებს.

მოგიყვებით ქვეყანაზე სადაც არის ერთი პატარა ქალაქი რომელშიც:

ყველა ყველას ეკონტაქტება და იცნობს , მაგრამ რამე რომ იყოს თოვლს არ გაუყოფენ ერთმანეთს, არათუ გაუყოფს შეიძება მის გამო თავის წააცალოს შიშველი ხელებით.

რატომ? ვინ იცის, მე ხომ გითხარით ახსნა განმარტების და შინაარსის ძიებას აზრიც არ აქვსთქო.

ამ პატარა ქალაქში რომ იკითხო - ყველას აქვს საქმე, მაგრამ მაინც იმდენი დრო აქვთ რომ შეუძლიათ საკუთარი ცხოვრების გარდა სხვებისასაც მიხედონ , თანაც წარმატებით.

ამ ქვეყნის ამ ქალაქში ყველას მოეკითხება აზრი და თანაც განურჩევლად ყველა თემაზე, ამდენი პროფესორები არიან და მაინც არაფერი ეშველათ.

ქალაქში წყენისა და მოწყენის, ბოღმის და შურის უზარმაზარი ღრუბელი ტრიალებს და თუ ვინმემ მისი გარღვევა სცადა , აფთრებივით ეცემიან ყელში და უმალვე მოაქცევენ ”ჭეშმარიტებისაკენ”.

არა ნუ გიკვირთ , არაფერს ვაჭარბებ , ყველაფერი სრული სიმართლეა.

ამ პატარა ქვეყანაში არაფერი შენდება, საერთოდ არაფერი გარდა სალოცავებისა… ეს კი იცოცხლეთ უკვე იმდენი აქვთ , რომ ერთ სულ მოსახლეს მალე შეეძლება ორი ან სამი მათგან მხოლოდ საკუთარი თავისთვის იქონიოს, თუმცა აუცილებელი არაა სწამდეს (რამე).

ეს იცით რომელი ქვეყანაა? კაცები любвеобильны-ები რომ არიან და ქალები ყველა შტერები, ან საყვარლები ან ცოლები, მაგრამ ყველა ვარიანტში ძალიან უთავმოყვარეო და სულელები.

ამ პატარა ქვეყანაში აუარებელ სასმელს იტევენ და ადამიანობაც სტომაქის ტევადობასა და წელვადობაზეა, თუმცა ვიზუალურადაც შესამჩნევი უნდა იყოს, განსაკუთრებით თავმოყვარე მამაკეცბზე.

გაგეცინათ არა? დიახ ეს ამბავი და ქვეყანა ძალიან გავს შარჟს ან სულაც ანეგდოტს , მაგრამ მერწმუნეთ ეს სინამდვილეა.

ცადეთ ცხოვრება იქ სადაც ყველაფერი ალოგიკურია (თუ ასეთი რამე არსებობს) , ყველაფერი თავდაყირა დგას და ახსნას არ ექვემდებარება.

mapgeorgiageo

გამარჯობათ , თქვენ ხართ ქვეყანაში სადაც გაჭირვებას მოჭიდებულები ხავსს მიაქვს – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში.

12 comments:

  1. "ამ პატარა ქვეყანაში აუარებელ სასმელს იტევენ და ადამიანობაც სტომაქის ტევადობასა და წელვადობაზეა, თუმცა ვიზუალურადაც შესამჩნევი უნდა იყოს, განსაკუთრებით თავმოყვარე მამაკეცბზე."

    მართალი ხარ! :) თქვენის ნებართვით: :Puke:

    ReplyDelete
  2. მე კიდევ წავალ.

    ეთ ლისთ, ძალიან ვეცდები :იეს:

    ReplyDelete
  3. Zuri - nu ho puke mara faqt :D
    Mira - :*
    Natosh - vse vazvrashaiutsa, nu pochti vse : )

    ReplyDelete
  4. მეც უეჭველი გავიჯახუნებ კარებს – და ვეცდები არ დავბრუნდე მანამ სანამ ამ პატარა ქვეყნის პატარა ქალაქები სმოსახლეობა არ გადაეჩევევა თავდაყირა სიარულს ან მე თავად არ დავიწყებ.

    რეკომენდაცია: წაიკითხეთ გურამ პეტრიაშვილის "თავდაყირა მოსიარულე კაცი" ("პატარა ქალაქაის ზღაპრები") განა რა შუაშია მაგრამ კწემე/

    ReplyDelete
  5. სამწუხარო რეალობააა :(

    ReplyDelete
  6. Anonymous2:34 PM

    me eget saqartveloshi ar vcxovrom chemi saqartvelo uketesia da mec kargad vgrznob aq tavs!!!!!!!!

    ReplyDelete
  7. სამწუხაროდ ბევრ რამეში გეთანხმმები :(

    ReplyDelete
  8. Anonymous - shen an tavs ityueb an zalian chaketil da zalian karg creshi xar romelic garetac ki zalian ishviatad gamodis :D shemizlia mxolod mogiloco : ) tumca tavs arc me vgrznob cudad tu sataurs daakvirid :D

    Toma - rtulia ar datanxmeba da mainc esaa rac gvaqvs da tu cota ar avmozravdit arc araferi darcheba daje amisgan

    ReplyDelete
  9. ამ მუსიკაზე ისე ჰარმონიულად იკითხება, შეგიყვარდება აქაურობა :დდ
    http://www.youtube.com/watch?v=gHlIHyOglPY&feature=autofb

    ReplyDelete
  10. ეს ხომ რეალობაა =[

    და თან როგორი სამწუხარო = [

    შენ არ წახვალ = / მე კიდე ვიცი რა ეს რეალობა, მაგრამ მაინც დაბრუნება მინდა = [

    ReplyDelete
  11. Jeux De Dora - tu ginda dabrundi :)

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!