Friday, June 18, 2010

რაც გვაგიჟებს ის გვინდა

არსებობს გამოთქმა : " სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებსო"
ვერ გეტყვით იმას რომ ეს ფრაზა ჭეშმარიტებაა , თუმცა მასში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.
ვერაფრით გამიგია რატომ გიჟდებიან ადამიანები სიყვარულის ეგიდით?
რატომ ჰგონიათ  რომ სიყვარულის სახელით გაკეთებული სისულელეზე მათ პასუხი არ მოეთხოვებათ? ან რომ ეს სისულელე ცუდად არ გამოჩნდება რადგან ის სიყვარულისთვისაა ჩადენილი?

საერთოდ საინტერესოა ის მიზიდულობის შეგრძნება რომელსაც სიყვარულს ვეძახით რის საფუძველზე მოდის, ვლინდება და მოქმედებაში მოჰყავს ორგანიზმი - ან სულაც უმოქმედობაში აგდებს ტვინის და სხეულის ყველა უჯრედს?

ჩემთვის არ არსებობს უცებ შემიყვარდა, დავინახე და შემიყვარდა, დამკრა და შემიყვარდა.
ადამიანი ჩემთვის ურთიერთობებში "ჩნდება" (ასე დავარქვათ) , ნელა ნელა მოდის მისი კარგიც და ცუდიც, მიმზიდველც და საძულველიც. 

ძალიან საინტერესოა რა მომენტში "ამუღამებს" ადამიანი რომ ვიღაც უყვარს? ანუ ბაც შეხედავ და ხვდები რომ ის უბრალოდ პერსონა და მოძრავი სხეული კი არა შენთვის ძვირფასი და საყვარელი არსებაა? თუ ფიქრობ, ფიქრობ, ფიქრობ და ამ ფიქრებს მოჰყვება შეგრძნებაც??
ან საერთოდაც ეს სიყვარული ერთი გაელვებისგან შედგება თუ ბევრი მახასიათებლები აქვს?

მე ისიც კი არ მესმის - როგორ შეიძლება გიყვარდეს ვიღაც ოღონდ მას არ იცნობდე? ცნობაში ვგულისხმობ იმის ცოდნას თუ რა უნდა, უყვარს, არ უყვარს ან ეზიზღება, რა გაუხარდება ან ეწყინება.

უცნაურია ერთობ, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ფრაზა : "არასოდეს გიყვარდეს იმაზე მეტად ვიდრე შენ ეყვარებიო" 
ეხლა რა მაინტერესებს როგორ იზომება სიყვარულის ძალა და რაოდენობა ან სიძლიერე?
ან როგორ უნდა ვაკონტროლოთ სიყვარული თუ ის მოსვლის შემდეგ გვაგიჟებს, გვაშმაგებს ან სულაც გვაშტერებს??

ძალიან საინტერესოა როდესაც ადამიანები ურთიერთობენ და მათ შორის არის გრძნობა/შეგრძნება არის თუ არა იგი თანაბარი? ანუ განიცდის თუ არა ორივე ერთად ერთსა და იმავე სიძლიერის მუხტს?

და საერთოდაც ნუთუ ყველა შეგრძნებას სახელი სჭირდება? მე მაქვს ხოლმე მომენტები როცა მოდის ემოცია, რაღაცას ვგრძნობ მაგრამ მისი სახელი არ ვიცი, იმიტომ კი არა რომ რაღაც განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ რომ ის ძალიან ბევრნაირია, ჭრელი , მრავალფეროვანი და არეული!!

ღმერთმანი, ჩამცხეთ ურო !!!

18 comments:

  1. დასასრული რულზ

    ReplyDelete
  2. ici ra xdeba? nu ra tqma unda chemi azrit... rodesac gacnobierebulad giyvars, anu roca gaazrebuli gaqvs misi yvela dadebiti da uaryofiti is ukve siyvaruli araa, ai is siyvaruli rasac chven siyvaruls vedzaxit, mijnuruls )))
    xolo roca erti shexedvit igrdznob rom is dzalian shenia, am dros sul gkidia misi uaryofiti tvisebebi.. sheidzleba dzanac gabrazde da dzalian dzalian bevri uaryofitic hondes mara is ukve shenia, sheni nawilia da am yvelafers ukve organulad miichnev.
    es asec unda iyos....
    rac sheexeba imaze metad ar sheiyvaroo tu ragac, eg pirvelad gavige da ra marazmia :D
    albat me yoveltvis imaze metad miyvardeba da imitom davdivar euli :D lol
    ai yvelaze magari isaa bolos rom giweria! aaaaaaaaa ra magaria!!

    mec chamcxet uro! gmertmani!

    ReplyDelete
  3. ურო შენ კიარა მე უნდა ჩამცონ:D მე საერთოდ ამ მჯერა მაგ გრძნობის და მხოლოდ ბიოლოგიურ პროცესებს მივაწერ;)) არც ერთი დანახვით შეყვარების მჯერა, სისუელელეა ეგ ყველაფერი;))

    ReplyDelete
  4. biologiur procesebze dafudznebuli siyvaruli romelia? :D gamecina :D :D

    ReplyDelete
  5. biologiur procesebze dafudznebuli siyvaruli romelia? :D gamecina :D :D

    ReplyDelete
  6. ერთი და ორი ნახვით შეყვარება 16 წლამდე, მერე რაღაც არ მჯერა მაგ ამბების.

    როგორ გრძნობ და გული რომ გიფანცქალებს მის დანახვაზე, სკაიპში რომ ელოდები როდის მოგწერს, ტელეფონს რომ არ იშორებ და ასჯერ დახედავ ხომ არ მოუწერია რამეო და რაღაც სულელურ წვრილმანზე რომ გული გეწურება, ეგ როგორ მითხრაო.

    დიდი ურო მინდა მე :დ

    ReplyDelete
  7. როცა მოგწონს მაშინ უფრო ამუღამებ, ვიდრე სიყვარულის დროს..
    ან რა არის სიყვარული? :შ


    ხოდა არაა საჭირო რომელიმე კონკრეტულ გრძნობას ზუსტი სახელი შეურჩიო..

    აღიქვი რაიმე საგნათ ან ფერად ^_^

    ReplyDelete
  8. ბიოლოგიურ პროცებზე დაფუძნებულ სიყვარულს ჰორმონები და სექსი ჰქვია:D

    ReplyDelete
  9. დავიჯერო, მე ჭკვიანი ვარ და სიყვარული ამიტომ მაგიჟებს ხოლმე??? არ მჯერა ამის რაღაც :)))

    ReplyDelete
  10. vaime ჩემო ძვირფასებო თქვენც მაგარი აბნეულები ყოფილხართ ჩემი არ იყოს : )))

    არადა მეგონა მარტო ვიყავი ამ აბლაბუდაში : )))

    welcome to my Club : )

    ReplyDelete
  11. erti naxvit sheyvarebis ar mjera
    da arc gaucnoblad gaidealebis da arc saertod ramenairi idealebis
    da is ki mec sheminishnavs, rom chkuas martla umcirebs adamians aseti zmafri grznobebi
    an imdenadaa xlme gadartuli sxva rameebze, rom araadekvaturi xdeba
    hoda naklebad gansjadia xolme mati qcevebi da mec ar vnsji :))

    ReplyDelete
  12. გეთანხმები.
    და საერთოდ ძნელია რამე გრძნობას სახელი დაარქვა და არც ისაა თურმე საჭირო სხვების გამოცდილებებს და ნათქვამს და გაგებულს შეუსაბამო შენი გრძნობები. შენ შენ ხარ - და ისე გრძნობ , როგორც არავინ სხვა. ამიტომ ჩემთვის რთულია ხოლმე ”სიყვარულის” გაშიფვრა

    ReplyDelete
  13. არ გჭირდება ურო - არა! ეგ შეყვარებულებს უნდა ჩაცხო ერთი ნახვით რო ერთმანეთისთვის გაცენილები გონიათ თავი :) სისულელეა მაგ ყოლიფერი და სწორე ხარ შენე!!!

    ReplyDelete
  14. აი მე კი მჯერა, რომ შეიძლება როგორც ნელნელა გაცნობა/შეცნობით შეყვარება, ისე ერთი შეხვედრით.

    შეიძლება ამისთვის ინტუიციაა საჭირო, შეიძლება გამოცდილება, მაგრამ არის შემთხვევა, როცა პირველივე შეხვედრისთანავე გრძნობ, რომ ეს ადამიანი მოგწონს/იღგზნები კი არა, უბრალოდ ზუსტად შენთვისაა, იდეალურად შეეწყობი და შეგეწყობა.

    რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად წარიმართება და ბოლოს მენდელსონის მარში დაუკრავს, მაგრამ დროის გადმოსახედიდანაც კიდევ ერთხელ აფასებ და ხვდები, რომ ეს ის იყო :)

    ასე რომ, ყველაფერი ხდება, ისეც და ასეც, imho :)

    ReplyDelete
  15. მე რო შენ მიყვარხარ, ეგ სხვა სიყვარულია და მაგათზე ტომეულებს დავწერ.
    მაგრამ აბა რა გითხრა დამარეტიანებელ სიყვარულზე... :)

    ReplyDelete
  16. ohoho ra ambavi gamoicvia am etrma titqos ubralo da gacvetilma temam :D


    Katiee - sheizleba egrec aris TUmca me mainc ar maqvs myari pozicia : )


    Zura - magazec geqneba satqmeli magram vgoneb malav :D

    ReplyDelete
  17. როცა შეგიყვარდებათ (ვისაც ჯერ არ გყვარებიათ), მიხვდებით :))
    ყველანაირად მოდის სიყვარული
    უბრალოდ, მე არ მინდა ერთი ნახვით
    ან ცალმხრივად

    ორმხრივი უნდა იყოს სიყვარული, რომ მთელი მშვენიერებით განიცადოს ადამიანმა :)
    მერე რა, რომ არეტიანებს, ანუ უროს ურტყამს :)))

    ReplyDelete
  18. There is always some madness in love. But there is also always some reason in madness. : D

    Friedrich Nietzsche & Me

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!