Sunday, May 09, 2010

People In Need…

მე არ მინდა რომ ჩემს ქვეყანაში ვიღაც უსახლკაროდ იყოს…

არ მინდა ადამიანები საცხოვრებელ ადგილს იძულებით ტოვებდნენ…

მე არ მინდა რომ ბავშვებს ახსენდებოდეთ ტყვიების ზუზუნი, ბნელი სადრაფები, სადაც იმალებოდნენ და სისხლიანი გვამები სამშვიდობოს გზაზე….

არც ის მინდა ჩემს ქვეყანას ნელა ნელა აჭრიდნენ ტერიტორიებს….

******

 

დღეს ერთ ფორუმელთან ერთად (ნაზი) ვიყავი ნატახტრის დევნილთა დასახლებაში. ის არასამთავრობო ორგანიზაციიდანაა -(”კონსტიტუციის 42 მუხლი” ) და სჭირდებოდა ფოტოები თუ როგორ ცხოვრობენ და რას აკეთებენ დევნილი ადამიანები.

 P1120315  

ეს დასახლება არის ფრიად დამთრგუნველი ადგილი სიმართლე თუ გინდათ.

ტრიალ მინდორზე უზარმაზარ ტერიტორიას სოკოებივით ამოსული, ერთნაირი სახლები (არა უფრო სწორია ქოხები) ფარავს.

P1120339

ოჯახების უმეტესობა ფრიად გაჭირვებულია და ცუდად ცხოვრობს, თითქმის ყველას სახლის გარშემო მიწაზე სხვადასხვა რამ აქვს დათესილი და უვლიან. სახლის წინ კი გასალამაზებლად - ყვავილები და ყვავილის ქოთნები უწყვიათ.

P1120336

აქვთ კანალიზაციის სერიოზული პრობლემები (ზოგიერთი სახლის უკან კანალიზაცია პირდაპირ მიწის ზემოთ ამოდის და გუბეებად დგება)

მათ არ უხდიან იმ მცირე დახმარებსაც კი, რომელიც ზოგიერთვისთვის ჰაერზე უფრო საჭიროა….

ზოგიერთ ოჯახში ყავთ უნარშეზღუდული და ავადმყოფი ადამიანები, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ წამლები და მოვლა, მაგრამ ამისთვის საჭირო თანხები მათ არ აქვთ…

P1120316

მიუხედავად ამ ყველაფრისა ისინი მაინც ინარჩუნებენ სიცოცხლის ხალისს, ხუმრობენ და ძალიან სტუმართმოყვარები არიან….

არ მინდა რომ საქართველოში ამდენი იძულებით გადააგილებული პირი იყოს…

არ მინდა რომ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ…

მე ჯერ არ ვიცი რა შემიძლია მათ დასახმარებლად რომ გავაკეთო, მაგრამ მე ამაზე ფიქრი უკვე დავიწყე!

შემომიერთდით!

11 comments:

  1. მარო, გაგტყეპავ :))) ჩემს ბლოგზე ბოლოს წინის წინა პოსტი პოსტი კიდევ გადაიკითხე (აი, ის, დიდ კომენტარებს რომ წერდი) და გაბოლდებულ წინადადებას ყურადღება მიაქციე :)) :*

    ReplyDelete
  2. ხოდა, მარო, ჩვენ ვიწყებთ და ვაგრძელებთ. თუ რამეა, შემომილაწუნეთ :)

    ReplyDelete
  3. პირველ რიგში დიდი მადლობა მეგზურობისათვის!

    მეორეც, დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით!

    აი ასეთი კანალიზაცია ჰგონდათ ერთი სახლის უკან:
    http://b.pix.ge/p/y9omf.jpg

    ReplyDelete
  4. Agasfer unar shezguduli tu shezguduli shesazleblobis mqone ai shen gansxvaveba mitxari da tavs davxri da samjer shevaskdebi kedels?
    sityvebit tamashs aqvs azri?
    sityvebi cyvets yvelafers?? unari da shesazlebloba ram gayto mitxari aba? : )

    Nazi madloba am fotostvis!

    ReplyDelete
  5. ვითრგუნები ხოლმე მაგ ადგილებს რომ ავუვლი/ჩავუვლი :(

    ReplyDelete
  6. რამდენი ხანია ამას ვამბობ, ჯერ კიდევ 2008-ში ვიყავით მანდ უნი-დან, რეპორტაჟებიც გავაკეთეთ, მაგრამ what's done is done :(
    ლამის მადლობა ახდევინონ იმაში, რომ საკუთარი სახლები დააკარგვინეს და ახლა მაგ საქათმეებში აცხოვრებენ ადამიანებს :(

    ReplyDelete
  7. შესაძლებლობა და უნარი..
    მე არ ვიცი რატომ, მაგრამ თვითონ ასე გადაწვიტეს :)
    ინვალიდობის მქონდეც შეიძლება..

    ReplyDelete
  8. Agasfer - eeh chemo nuri eg rom rames cvlides :S

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!