მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი…. - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Friday, May 14, 2010

მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი….

რიგით უკვე მერამდენეღაცა ორგაზმის მერე ისინი არაბულ ტახტზე მუთაქებივით იყვნენ მიფენილები….

***

მან მოუკიდა სიგარეტს, მე არა. არ ვიცი რატომ არ ვეწეოდი სექსის მერე, არადა სტაჟიანი მწვეველი გახლდით.

შეიძლება იმიტომ არ ვეწეოდი და ხმასაც არ ვიღებდი, რომ მინდოდა სიამოვნებას ელფერი კიდევ დიდხანს არ დაჰჰკარგვოდა, არ მინდოდა გამოყოლილი შეგრძნებები ბოლსა და სიტყვების კორიანტელში დამკარგვოდა…

ის იწვა გაუნძრევლად, მისი სხეული ჩემში ენით აუწერელ ღელვას იწვევდა…ის არ იყო მზეთუნახავი, არ ჰქონდა განსაკუთრებული ფორმის მკერდი ან სექსუალური თეძოები…

we

ის უბრალოდ ძალიან ძალიან სექსუალური იყო… მაშინაც კი როდესაც მას არ ვუყურებდი ვგრძნობდი ოთახში მისი სხეულის  მოხეტიალე სითბოს…

ის არასოდეს ლაპარაკობდა ბევრს, არასოდეს გამოხატავდა განსაკუთრებულ სითბოს, მაგრამ ვიცოდი როგორც ჩემთვის იყო ის, ისე ვიყავი მისთვის მე… ყველაზე სასურველი და ტკბილი იმ მომენტში…

ჩვენი შეხვედრები არ ჰგავდა პაემანს, არც საქმიან შეხვედრას… ჩვენი შეხვედრები ეს იყო უსიტყვო გაგება და დამოკიდებულება, სხეულის ენა რომელიც უსაზღვრო ვნებაში პოულობდა სიმშვიდეს.

ჩვენ გვყავდა ბევრი მეგობარი, ალბათ ახლაც გვყავს - რომლებიც ჩვენი სტუმრობითა და შეხვედრით ყოველთვის მოხარულები იყვნენ…

I__m_not_a_lesbian___InsAid_by_daprideჩვენ ხომ საუკეთესო საზოგადოება ვიყავით, განსაკუთრებით ერთად. შეხმატკბილებული ხუმრობები, სასიამოვნო საუბარი ნებისმიერ თემაზე, კარგი გემოვნება  - ეს სრული სიის ძალიან პატარა ნაწილია, იმ სიის რის გამოც ჩვენ შეგვეძლო ერთად ვყოფილიყავით, იმ სიის ნაწილია რომელიც ჩვენს ურთიერთობას ერთი-ორად საინტერესოს და დატვირთულს ხდიდა…

ჩვენ არასოდეს გვითქვამს, არავის არასოდეს უკითხავს, არავინ დაინტერესებულა… ზოგჯერ მგონია რომ ყველამ ისედაც ყველაფერი იცოდა .

… როგორც მაშინ, ისევე დღეს არაფრის თქმა არაა საჭირო , გარემო შენს მაგივრად ახდენს ყველას ინფორმირებას და თანაც ამას ბევრად უკეთ აკეთებს ვიდრე შენ შეგიძლია…

ის ჩემთვის დღემდე სექსუალური ქალის ხატად რჩება, ის ჩემთვის ერთ ერთი ყველაზე ძვირფასი მოგონებაა… ის არ ყოფილა ერთადერთი მაგრამ იყო ყველზე თბილი, საყვარელი და ძვირფასი….

*********************

მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი, ჩემი ცხოვრება სხვის ზღაპარს  ჰგავდა…

მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი, ემოციების ღელვა ვნების მორევში დაკარგვას ჰგავდა….

მაშინ როდესაც მიყვარდა ქალი, წარსული მომავალს ტყუპივით ჰყავდა…

love_v_3__lesbian_by_forent

Blog Archive

Subsrcribe