თქვენ იცნობთ სიკვდილს? - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Wednesday, May 12, 2010

თქვენ იცნობთ სიკვდილს?

გაგჩენიათ შეგრძნება რომ ადამიანები ყველაზე უდროო დროს კვდებიან??

ან იქნებ იმიტომ გვგონია ეგრე რომ მერე ვხვდებით - ისინი გვჭირდებოდნენ…

ან იმიტომ კვდებიან იმ დროს რომ აღარავის სჭირდებიან?

ან რას ჰქვია რომ ადამიანი გჭირდება? რაში უნდა გჭირდებოდეს სხვა, უცხო, დამოუკიდებელი სხეული? ნივთი ხომ არაა?

მაგრამ ამ დროს გვავიწყდება ყველაზე მაგარი შეგრძნება - სულიერი (სასაცილოა მარა ასეა) კავშირი…

Death_by_marak24 კავშირი რომელიც ერთი შეხედვით , ერთი შეხებით, ერთი სიტყვით მყდარება….

კავშირი რომელიც რატომღაც სიკვდილის მერეც გვაქვს….

ადამიანები იბადებიან და კვდებიან და ერთადერთი რაც მათ საუკეთესოდ და უხრწნელად ინახავს – ჩვენი ტვინია….

ზოგჯერ მგონია რომ ყველა ახლობელი ადამიანი ერთდროულად უნდა კვდებოდეს რომ არავის ეტკინოს, არავინ განიცადოს, არავინ დაითრგუნოს….

მაგრამ ამ შემთხვევაში ვინღა შეინახავს მოგონებას მათზე? შეინახავს მათ სახეს უხრწნელად?…..

ადამიანები მაინც ძალიან უდროოდ კვდებიან, მაშინ როდესაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები ხდება…

Blog Archive

Subsrcribe