უმფროსოო…

ყველა მომუშავე ადამიანს ალბათ გასჩენია პრობლემები უფროსთან, ნუ ან ზემდგომ პირებთან…
მე მაინტერესებს ერთი პატარა რაღაც:
რატომ არის ყველა უფროსი (ან ზემდგომი პირი) უცნაური?
Principal_by_Combat_Jacquie რატომ არ შეუძლია მოისმინოს და ადექვატურად მიიღოს ნათქვამი?
რატომ ჰგონიათ რომ ყველაზე საღები და ობიექტურები არიან?
რატომ არ შეუძლიათ ხმადაბლა და ჩვეულებრივი ტონით საუბარი?
ძალიან უცნაურია ეს ყველაფერი. ამ მახასიათებლებით თითქმის ყველა უფროსია დაჯიდლოვებული, როგორ ახერხებენ ისინი ამ ყველა პუნქტის ერთბაშად დაკმაყოფილებას? ეს უნარი ნელ ნელა უვითარდებათ თუ ისე ვერ გახდები უფროსი თუ არ ყვირი, თუ ობიექტური არ ხარ, თუ არ შეგიძლია მოსმენა და გაგება?
და საერთოდაც ყველა ვინ უფროსია უფროსად არ ვარგა. ძალიან ხშირად ”რუხი კარდინალები” ორგანიზაციაში უკეთესად ატრიალებენ ამბებს და მართავენ სიტუაციას ვიდრე ეს ”გორე” ლიდერი - უფროსები : )
Big_Boss_by_solid_snake_587
ნუთუ იმის გაცნობიერება რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ (არადა არ ხარ , ყველაზე მოცულობით და მძიმე  სამუშაოს სხვები აკეთებენ) იწვევს ამ ყველაფერს? ნუთუ  მეხსიერება მაშინ ითიშება როდესაც თანამდებობა და სტატუსი ეცვლება ადამიანს?
ძალიან ტეხავს კარგი სამსახური (ანუ როდესაც კაია რასაც აკეთებ, საინტერესოა, არ გეზარება) და იდიოტი ხელმძღვანელობა…
მაგრამ ვიცი ხო, იდეალური ამ ქვეყნად არაფერია : )

Post a Comment

11 Comments

  1. ვახ, რა უცხოა ეს ყველაფერი ჩემთვის. მე და ჩემს უფროსს მაგარი ურთიერთობა გვაქვს. დავიწყოთ იქიდან, რომ შენობით ვსაუბრობთ, ერთმანეთს ტოლებივით ვეხუმრებით(50-ს არის მიახლოებული), ყვირილი საერთოდ არ იცის, უხეშ ქცევაზე საერთოდ არ ვსაუბრობ. ყოველ დღე, შესვენებაზე ხან სნიკერსი ამოაქვს მაღაზიიდან, ხან ტვიქსი... მოკლედ, ისე გამოვიდა თითქოს რამეს გახარბებთ :). ყველას ასეთი უფროსის ყოლას გისურვებთ :)

    ReplyDelete
  2. იცი რაშია საქმე?
    ყველაზე უხეშად რომ ვთქვათ, ორი სახის უფროსი, ლიდერი არსებობს..
    ერთი ლმობიერი და მეორე ფსიხოპატი ისტერიკი..
    ვერც ერთი საქმეს სწორად ვერ წაიყვანს.
    ჭეშმარიტად პოტენციურად წარმატებული ლიდერი ისაა, ვინც ისე მართავს გუნდს, რომ გუნდი ამას ვერ ხვდება.
    სახეს აჩენ და იღუპები..
    ასეა

    ReplyDelete
  3. ამის ნამდვილი მიზეზი, ძირითადად, მათ ბავშვობაში იმალება.

    ReplyDelete
  4. Tazo - eg zalian zalian zalian magaria <3

    Agasfer - ici rashia saqme unda iyos ufrosi mkacric lmobieric adeqvaturic magram v meru : )

    Nicole ravic aba : )

    ReplyDelete
  5. ახლა ყველა ჩემი უფროსი გავიხსენე და ფრიად მიხარია, რომ უმეტესობა ძალიან უშუალო და საყვარელი იყო.

    ძალიან მიყვარს ისინი.



    მე კი ძალიან "თანასწორული" დამოკიდებულება მაქვს მათთან. ცოტა თავხედიც ვარ, რადგან საჭიროა აშკარად. თავზე არავის ვისვამ. პირდაპირ პირში ვეუბნები ეს არ მომწონს, ის არ მომწონს.
    თუმცა ესეც ზომიერად. უზრდელობასა და უტაქტობაში არ გადავდივარ.

    ReplyDelete
  6. რავიცი, აბა მარტო მამაჩემია ძალიან ლმობიერი უფროსი ყველას რომ უყვარს? :D

    ReplyDelete
  7. მაგას ჰქვია "უნახავმა რა ნახა", ჩემო ლილიან...
    ჩემი უფროსი ყველა მაგ სტერეოტიპს ერთად ამსხვრევს და ვგიჟდები მასზედ! :)

    ReplyDelete
  8. rava yvelas kai umfrosoba gyavt aba es debilebi marto me mxvdeba? :D

    ReplyDelete
  9. :D :D :D :D :D :D
    ლოოოოოოოლლლლ.

    რას გერჩის???

    ReplyDelete
  10. :| რავიც ზოგადად აფრენს

    ReplyDelete
  11. ზემოდან იყურება ხოლმე???

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!