Sunday, December 27, 2009

სექსი და მრავალი სხვა ”გარყვნილება”

დღეს გადავხედე ჩემი ბლოგის სტატისტიკას და სერჩ თერმებს, ხოდა გადავწყვიტე რომ დავწერო პოსტი რომელშიც ბევრი რამე იქნება ერთდროულად :)

ცოტა ხუმრობა, ცოტა რჩევები , გაოცება და შეშფოთებაც … მოკლედ განაგრძეთ კითხვა , იმედია არ მოიწყენთ : ) მხოლოდ საუკეთესოები ამოვარჩიე.

დავიწყებ ყველაზე უცნაურით:

  1. ღიპზე ლექსები
    ცოტა უცნაურად მომეჩვენა ეს სიტყვათა შეთანხმება, ასე თუ ისე ვინცნობ ქართულ პოეზიას და რატომღაც არც ერთხელ არ შემხვედრია ლექსი რომელიც არათუ ღიპს, სიტყვა მუცელს მაინც ეხებოდა ან მოიცავდა :) დიდი ხანი ვიფიქრე მაგრამ ვერაფრით მივხვდი რად უნდოდა ამის მაძებარს ლექსი ასეთ თემაზე,მაგრამ გადავწყვიტე დავხმარებოდი და ლექსი დავუწერე:
    რადგანაც ბევრის დალევა გიწევს
    გამოცდილებამ შენ მოგჭრა ჭიპი
    თუმც გავიწყდება ზომიერება 
    მიტომ გეზრდება ნელ-ნელა ღიპი”
    (ძალიან არ გამაკრიტიკოთ უნიჭო პოეტი ვარ, მაგრამ კეთილი და გულისხმიერი)

    შემდეგი სიტყვა გახლავთ
  2. ლევან17
    ლევანი ჩემი მეგობარია და სიმართლე თუ გინდათ წარმოდგენა არ მაქვს რატომ ეძებდა ვიღაცა მას ან როგორ მოხვდა ჩემს ბლოგზე, როდესაც არც ერთხელ მასზე არაფერი არ დამიწერია.(ამ მომენტამდე) ნუ რადგან ვიღაცას აინტერესებს ლევანი დავახასიათებ და ფოტოსაც დაგიდებთ. ლევანი გახლავთ უაღრესად მოწესრიგებული, კეთილი, მეგობრული, შრომისმოყვარე და უცნაური იუმორის პატრონი - ლოთი. მას ყოველთვის აქვს გაჭირვების ჟამისთვის შენახული სიგარეტი და ანაკომის სუპები სახლში :) თავისუფლად შეუძლია ეძინოს უკდიეგანო ღრიანცელში და ერთი წუთით არ შეწუხდეს.
    IMG00757-20091205-0156 IMG00713-20091204-2248


    - შემდეგი პუნქტი არის ძალიან ქართული, ტრადიციული და სულში ჩამწვდომი:
  3. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა
    ჩემო ძვირფასებო, მინდა გითხრათ რომ დიდი ხანი ვარკვევდი არსებობს თუ არა ქართულ ტრადიციებში რაიმე მსგავსი და მინდა 42911pUwt_wგითხრათ, რომ პასუხი ცალსახაა – რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენივენაირი სუფრის წაყვანის ვარიანტი და სადღეგრძელოების თანმიმდევრობა არისო. ასე რომ მოუხმეთ ფანტაზიას (თუ ის  გაქვთ) და ცოტა დაძაბეთ გონება, გაიხსენეთ რა სადღეგრძელოებს ამბობდნენ თქვენი მამები, ბაბუები, ბიძები, ძმაკაცის ძმაკაცები, ძმაკაცის ბიძები და ა.შ. ყველაფერი კარგად იქნება მთავარია ფანტაზია არ დაგიჩლუნგდეთ, თორემ სადღეგრძელოს თუ ვერ მოიფიქრებთ ნამდვილად არ გიშველით თანმიმდევრობის ცოდნა : )

  4. ეს როცა მოხდა მე იქ ვიყავი!
    მე მაპატიოს ამის დამსერჩავმა, მაგრამ რა უნდა? აი რას ეძებს? post-12-1151305021დიდი ხანი ვიფიქრე , დაჟე მეც დავსერჩე ეს ფრაზა და არაფერი …
    ნუ ვერაფრით მოვიფიქრე რა მოხდა, სად იყო, რას ეძებდა, რა უნდოდა… ისიც კი ვიფიქრე რამე ფილმი ხომ არაათქო, ვთარგმნე ვატრიალე , ვაცალკევე ეს ფრაზა, მაგრამ ვერაფერი სრულებით ვერაფერი ვიპოვნე ,ხოდა – ემოებს და დეპრესიულებს გთხოვთ ნუ ეძებთ მარაზმებს ან ეცადეთ ჩემს ბლოგს გვერდი აუაროთ :)
     

    დანარჩენი საძიებო სიტყვები ან სექსთანაა კავშირში ან პირდაპირ მოიცავს მას ასე რომ მოემზადეთ …
    შემდეგ პუნქტში ორ საძიებო ფრაზას გავაერთიანებ, ბარემ უხდება თემატურადაც და აზრობრივადაც და მოკლედ კაია რა.
  5. თამაშები გახდაზე + ალკოჰოლი და სექსი
    როგორც ჩემს წინა პოსტში მაქვს ნახსნებები საღამოს გატარების საუკეთესო ხერხებში თამაში გახდაზე , გეტყვით რომ მართლაც საინერესოა. თუმცა აქ რჩევის სახით დავამატებ კიდევ რამდენიმე ვერსიას.
    ა) სამი თლილი ჭიქა სასმელის (გემოვნებით, რომელიც თქვენ გინდათ) ზედიზედ, მიყოლებით დალევა, თამაში ტარდება წყვილში, ანუ შეჯობრებაა. ვინც დამარცხდება და მეორეზე სწარაფად ვერ დალევს, გამარჯვებულის მითითებით იხდის რამეს.
    ბ) წეროები მიფრინდავდნენ ხომ ყველამ იცით? ხოდა გენიალური თამაშია რომელიც ძალიან კარგად ერგება გახდის პრინციპს :)
    გ) კიდევ ერთი თამაშია ასეთი-იდგმება სამი არყის ჭიქა, ვიღებთ ორ ადამიანს და ისინი ცდილობენ უხელებოდ მხოლოდ პირის საშუალებით რაც შეიძლება სუფთად და სწრაფად დალიონ ჭიქაში მოთავსებული სასმელი :) გამარჯვებული ხდის დამარცხებულს :) ორივე მთვრალია და ყველა ბედნიერი :)
  6. სექსის პოზები
    ნუ რა შემიძლია ვთქვა ამ თემაზე, ჩემს გამოცდილებას ვერ ben_and_lisa_kissing_by_scottchurchვენდობი, აქედან გამომდინარე მიგითითებთ მხოლოდ ვებ გვერდებს სადაც შეძლებთ გაეცნოთ მსგავს ინფორმაციას და ყველა დეტალს.
    ლინკი ნომერი #1
    ლინკი ნომერი #2 (ინგლისური კოსმოს რჩევები)
    ლინკი ნომერი #3 (menshealth – ის რჩევები)

  7. პირველი ღამე
    ნუ ფრიად ინტიმური თემაა და ასევე არ მაქვს გამოცდილება ამ Neck_kiss_on_beach smallთემასთან დაკავშირებით, მაგრამ მაქვს ვარაუდები. ჩემი დასკვნებით ეს ის ღამე უნდა იყოს, როდესაც ქალი პირველად ნებდება კაცს (ტრადიციების მიხედვბით) , რაც შეეხება რეალობას ეს ის ღამეა, როდესაც ერთმანეთკარგადშესწავლილი პარტნიორები მიეცემიან სასიამოვნო და ღრმა ძილს, მთელი საღამოს განმავლობაში  დებილი სტუმრების ყურების შემდეგ. 
  8. kedeltan sex
    ნუ აი ეს სერიოზული გარყვნილებაა :))) რატომ უნდა მოგინდეს ნახვრეტიან აგურში , ან ბლოკში შეყოფა … ან ძველ ხის სახლში ხიჭვების აკიდება იმის გამო, რომ კედელთან სექსი გინდოდა : ))))
    მეგობრებო სექსში მთავარია იგი უსაფრთხო იყოს!!
  9. ქალებს უნდებათ თუ არა სექსი
    არა !! არა !! არა და არა!!
    როგორ შეიძება პატიოსან მანდილოსანს ასეთი სურვილები და აზრები გაუჩნდეს? თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ უბიწო არსებაstringს უნდოდეს სექსი? მერე მანდილი, მერე ტრადიცია , მეზობლები, ნათესავები და ა.შ? 
    ეს იქით იყოს და დიახ : ) უნდებათ , ისევე როგორც მამრებს : ) ისევე იღგზნებიან და განიცდიან ორგაზმს… მოკლედ ქალიც ადამიანია და მასაც აქვს ჩვეულებრივი მოთხოვნა- სურვილი მოთხოვნილებები და საჭიროებები : )

    და ბოლოს
  10. ინტიმის და სექსის გაცნობის კლუბი
    დიახ ჩემო მეგობრებო ასეთი კლუბი ინტერნეტ სივრცეში არსებობს :)თანაც არა ერთი … რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს …
    მიყევით ლინკებს : )
    ყველაზე მასშტაბური კლუბი დღესდღეობით
    გარყვნილების ბუდე ინტერნეტ სივრცეში
    ვუაიერისტები


    მაშ ასე დღეისთვის სულ ეს იყო :) იმედია ცოტათი მაინც დაგეხმარეთ და გაგახალისეთ!

 

 

     

26 comments:

  1. heh forum.ge magari iyo :D


    ise ertia (bolosze vambob) http://pixkik.ge/


    :D:D

    ReplyDelete
  2. aaa daglije mar - ))
    mara rogor xvdebi vin ras edzebs? :S

    ReplyDelete
  3. ise mexutes davamatebdi fotlobanas :D

    ReplyDelete
  4. GIo - http://pixkik.ge/ marazmia :D ase rom chems listShi ver moxvda :D
    taka daayene google analytics

    ReplyDelete
  5. ჰაჰაჰაააა, ძაან მაგარი იყო.
    განსაკუთრებით ვიცინე "ეს როცა მოხდა მე იქ ვიყავი! "–ზე. ძალიან ღადაობაა. :D :D :D

    ReplyDelete
  6. eee rogor maswavleeeet :(
    :lenchi qatamis smile:

    ReplyDelete
  7. taka sweet.ge-ze devs tutorialebi ketili inebe da moizie !

    ReplyDelete
  8. ჩემთან კიდევ
    sad day for a boys friendship
    და
    gldaneli maniaki - ია
    : D

    ReplyDelete
  9. ყველა გიჟი და გადარეული ხო შენთან უნდა მოხვდეს რა : ))

    ReplyDelete
  10. ისა...
    ჩმი გარყვნილი ტვინით (:user:) მივხვდი, რომ kedeltan sex-ში მაძებარი მგონი Gloryhole-ს გულისხმობდა :D

    ReplyDelete
  11. კაი პოსტი იყო ძალიან :)

    ReplyDelete
  12. :D :D
    sheni blogis serch temebi yoveltvis icvevda chemshi agfrtovanebas :D

    ReplyDelete
  13. Otory mec egre mgonia magram kedeltan seqsi kaco :D

    Tomushka :*


    OTO uahahahah

    ReplyDelete
  14. rogorc dzia frenki ityoda, I've got you under my skin :))

    ReplyDelete
  15. სიცილისგან ცხოვრების წლები მომემატა მგონი)) პუნქტი # 5 პრაქტიკიდან გამომდინარე მართლა სახალისო რამეა (უბრალოდ უნდა იცოდე ვისთან და რატომ თამაშობ,შეძლებისდაგვარად ცენზურაც თუ დაცულია-სუპერ) და პუნქტი # 9 რაც ვლოცე და ვადიდე,ერთი მაინც თუ მოხვდება ავტორს-აშენდება და გაიხარებს უეჭველი!! ქართველ "ტრადიციების მიმდევარ" მანდილოსნებთან მაგ თემაზე საუბარი ერთი დიიიდი ტრაგი-კომედიაა,სატირალი რომ არ იყოს,სიცილით განისვენებდა ალბათ კაცი..))

    ReplyDelete
  16. ძალიან ვიხალისე :))))))

    ReplyDelete
  17. ramdenad misagebia tqventvis qalis dominireba seqshi?

    ReplyDelete
    Replies
    1. გვკიდია ჩვენ : )

      Delete
  18. Replies
    1. რა თქმა უნდა : )

      გიპასუხეთ ჩვენ : )

      Delete
    2. ჩვენ ყველას ვინც აქ ვართ, თავში :3

      ჩვენ ყოველთვის ბევრნი ვართ : )

      Delete
    3. shen memgoni cudat xar

      Delete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!