თავდაცვა , თავდასხმა და პრესტიჟი - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Thursday, November 12, 2009

თავდაცვა , თავდასხმა და პრესტიჟი

საერთოდ სპორტი მიყვარსთქო ვერ ვიტყვი . აზარტული ვარ და ზოგჯერ არის მომენტები როდესაც ნებისმიერ სპორტულ შეჯიბრს ვუყურებ სიამოვნებით.

თუმცა მიუხედავად ამის მაქვს ორი სპორტი რომელიც ძალიან მიყვარს ერთი რაგბია რომელზეც ეს ჩანაწრი ნამდვილად არაა….

ხოლო აი მეორე სპორტის სახეობა გახლავთ ფარიკაობა….

სპორტი რომელშიც ყველა მოძრაობა აგრესიული და ამავე დროს უაღრესად ფრთხილია….. ყველა მოძრაობაში რაღაც აღმატებული და განსაკუთრებულია….

ეს არის ის სპორტი რომელშიც შენი სიამაყე და რეპუტაცია  მოძრაობის პირდაპირ პროპორციულია.

ფარიკაობაში ყველაფერი დახვეწილი და ამბიციურია…. რა ძლიერია შეგრძნება როდესაც დაიხურავ მუზარადს, გაისწორებ ხელთათმანს და შენს რაპირას ძლიერად მოუჭერ ხელს…. მიიღებ საწყის პოზას და მოემზადები დარტყმისათვის….

შეტევა, უკანდახევა, შეტევის აცილება, ისევ შეტევა…. ჩხვლეტა ……

გაიმარჯვე!!!!!

მიყვარს და ყოველთვის აღფრთოვანებული ვიქნები ამ სპორტით!!!!

Blog Archive

Subsrcribe