Wednesday, September 30, 2009

როგორც შენ გინდა, თუ როგორც არის?

ცოტა ხნის წინ ვუყურებდი ფილმს Interstate 60, ხოდა ამ პოსტის დაწერის იდეაც მაქედან წამოვიდა.
არის თუ არა სინამდვილეში ყველაფერი გარდაუვალი, თუ ნებისმიერი მოვლენა შემთხვევითობაა? არსებობს თუ არა დამთხვევები?
შესაძლებელია თუ არა რომ ადამიანმა იპოვოს გზა რომელიც არ არსებობს ,
ან უფრო სწორია ჯერ არავინ იცის მისი არსებობის შესახებ რამოდენიმე ”ვიზუნჩიკის” გარდა? დაინახოს ის რასაც მანამდე არ აქცევდა ყურადღებას?
Neal Oliver: Black hearts? Red spades? 

Come on, thats like cheating.
interstate60-1
Ray: 

Ah, experiEnce has conditioned you into thinking
that all hearts  are red and all spades are black
because their shapes are similar.
Its easier for your mind to interpret them based
on that past  experiEnce instead of being opEn to
the idea they could be differEnt. We see what we expect
to see, not necessarily whats  really there. Makes
you wonder how many other things are right in front of
you - sights, sounds, smells that you cant experiEnce
because youve beEn conditioned not to.

როგორია რეალობა რეალურად??
მართალია ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ რაც ნაკლებ ტკივილს მოგვაყენებს,
რაც უფრო გვაწყობს, რაც ადვილი გადასატანია,
 მაგრამ რა ვიცით რამდენ რამეს ”ვმაზავთ”
ამ დროს. შეიძლება ყველაზე საინტერესო ადამიანი ვერ შენიშნო,
ყველაზე საინტერესო ადგილის მონახულებაზე უარი თქვა,
ყველაზე დიდი თავგადასავალი შენს გარეშე განვითარდეს.

რატომ არ ვართ იმდენად თავისუფლები,
რომ ყველაფერი ზუსტად და ადექვატურად მივიღოთ?
არ ვეძებოთ საზღვრები და შეზღუდვები?

რატომ გვჭირდება ის რომ თავი მოვიტყუოთ?
სხვები მოვატყუოთ?


”Say what you mean, mean what you say”.
You know that if everybody follow that rule,  
there'd be a lot less trouble.

უფრო საინტერესო იქნებოდა (ნუ კიდევ უფრო) ადამიანებთან
ურთიერთობა მაშინ როდესაც არავინ ეცდებოდა ყველაფრის გამარტივებას
და სირთულის საერთოდ გაქრობას
(არა თუ თავიდან აცილებას ან გვერდის ავლას)
 

ეგ კი არა, ამ ფილმში ძალიან კარგად არის
გაშარჟებული ადამიანები და მათი სურვილები, უმეტესობა ჩვენგანმა
არც კი იცის რა უნდა და უნდა თუ არა ის რაზეც ოცნებობს,
ნამდვილად მიანიჭებს თუ არა სიამოვნებას მას ესა თუ ის
კონკრეტული რამის მოხდენა.
ძალიან ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო სურვილების ჩაფიქრებისას
(თუმცა აუცილებლად საჭიროა ჩაფიქრება,
აბა ისე ყველაფერს აზრი და აზარტი დაეკარგება)
რომ რაიმე სისულელე სულელურად არ აგიხდეს და სანანებელი არ გქონდეს მერე.


”one young couple wished to be married and live
happily ever after. So I blew up their car at the
church on the way to the honeymoon.”

ამ ფილმში იდეალურადაა განხილული და გაშარჟებული ყველა
ადამიანური სისუსტე და სურვილები, მაგრამ ყოველ ნახვაზე გამორიცხულია
რაიმე ახალი არ აღმოვაჩინო და კიდევ ერთხელ არ ვიხალისო!!
 
გირჩევთ თქვენც ნახოთ!
Interstate 60

3 comments:

  1. აუ, ეს ფილმი ადრე მაქვს ნანახი და აღარც მახსოვს სიუჟეტი, არ მეგონა, თუ ასეთ პოსტს დააწერინებდა ვინმეს.

    ReplyDelete
  2. Sophie genialuri filmia super dialogebit da iumorit!!

    ReplyDelete
  3. აუ ეს კინო ვიციიი : )) ძაან მაგარია.. ადრე მაქვს ოღონდ ნანახი და არ მახსოვს კარგათ.. რუსთავი 2ზე იყო მგონი... ვუყურებ აუცილებლად : )

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!