შუშის მიღმა ჩაბუდებული საახალწლო სული

ახალი წელი იმიტომაა კარგი და გასახარებელი, რომ ახალია.

საერთოდაც კიდევ ერთი მიზეზია იმისათვის რომ გამოამჟღავნო სიყვარული, სითბო და კრეატიულობა.

თბილისი თითქოს საახალწლო სულით გაიჟღინთა, ქუჩები ლამაზადაა განათებული (ნუ სილამაზე ფართო და ფარდობითი ცნებაა, მაგრამ მაინც) მაღაზიის ვიტრინებიც მორთულია, თუმცა აი ზუსტად ამ ბოლო პუნქტზე მინდა მოგიყვეთ რაღაც.

საქართველოში არც თუ ისე ცოტა ბრენდ მაღაზია და მიღებული ნორმა-სტანდარტების გამტარებელი ფირმაა უკვე, თუმცა მათი უმეტესობა მგონი მაინც ვერ ხვდება იმას, რომ ახალი წელი და მისი წინა პერიოდი საუეთესო საშუალებაა გაყიდვების გაზრდისათვის. ვერც ერთი მაღაზიის მეპატრონე მგონი ვერ იაზრებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კარგად მორთული ვიტრინა დამატებით  ხალხის  მოსაზიდად და რაც უფრო თვალწარმტაცია ვიზუალურად მისი დაწესებულება უფრო მეტ ადამიანს ამახსოვრდება ან აინტერესებს იგი.

გაიხსენეთ თუნდაც ერთი კარგად მორთული მაღაზია და მისი ვიტრინა თბილისში?

ვერ იზავთ მაგას, იმიტომ რომ ეგეთი უბრალოდ არ არის.

აი ესენი გადავიღე ორი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში:

shops

არავინ მითხრას რომ ამ კომპანიებს არ აქვთ საკმარისი ფული იმისათვის რომ თავს უფლება მისცენ კრეატიული დეკორაციების გაკეთებისა.

რატომ არ შეიძლება რომ თბილისშიც იყოს აი ასეთი საახალწლო ვიტრინები მაგალითად?

5204752079_4404c66516 1204587 xmas10-hermes-1 163089_477795229774_318223834774_5964065_7510977_n52807-black-friday  164426_477795024774_318223834774_5964053_7626060_n

ან რატომ არ ტარდება საქართველოში (ისევე როგორც ნიუ იორკში) საახალწლო მორთულობიანი ვიტრინების კონკურსი?

მოკლედ მე პირადად (თუ ქალაქის ზოგიერთი უბნის მორთულობას არ ჩავთვლით) თბილისური დეკორაციები სულ არ მიქმნის დღესასწაულის შეგრძნებას რაც ძალიან გულდასაწყვეტია, არადა ასეთი მაღაზიები ხომ ღიმილს და აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს….

ეხ.

გილოცავთ დამდეგ 2011 წელს ყველას!

პ.ს ვგონებ ახალ წელს საინტერესო პოსტით შევხვდებით :)

Post a Comment

15 Comments

  1. რომ მორთონ, მაშინ დენის იმხელა გადასახადები მოუვათ, გაკოტრდებიან :დ თანაც საქართველოში მაღაზიები ვიზეა ფოკუსირებული, კაციშვილმა არ იცის :/ არც მე ვიცი, სიმართლე ვთქვა.

    შენც გილოცავ, ბლანკ, ლოვ :*** ერთადერთი საახალწლოდ განწყობილი ადამიანი გნახე, როგორც იქნა.

    ReplyDelete
  2. Sophie- ჰო ეგეც მართალია , კაცმა არ იცის ვისთვისაა : )
    ხოდა მადლობა შენც!
    მე მთელი წელი საახალწლოდ და საზამთროდ ვარ განწყობილი მაგრამ თოვლი არა და არ მახარებს რა : ) როგორ მივაწვდინო ხმა არ ვიცი :)

    ReplyDelete
  3. Anonymous7:32 PM

    ეეჰ ჩორვენ, მაღაზიაში როცა შევალ, სულ იმას წუწუნებენ, არაფერი გვეყიდება და რა გვეშველება და დაგვხურავენ და... ამისთვის მოიცლიან? :((

    მეც გილოცავ, წარმატებები და ბედნიერი კატის წელი ყოფილიყოს შენთვის! :))

    ReplyDelete
  4. Undone - მადლობა ძვირფასო : ) იმედია ჩემი წელი ცემთვისვე ძაიან კარგი იქნება.
    შენც გილოცავ კიდევ და კიდევ და წარმატებებს გისურვებ, სხვა ყველაფერს შენ თვითონაც გაუმკლავდები

    ReplyDelete
  5. Anonymous11:21 PM

    თბილისი, მგონი, ერთადერთი ქალაქია, სადაც იუნაითედ ქალარს ოფ ბენეთონის ვიტრინაში სამი მანეკენია და სამივე შავ ფერებშია შემოსილი...

    ყოველ შემთხვევაში, მე რომ ვნახე, ასე იყო.

    ReplyDelete
  6. ხომ გითხარი კომენატრეს დაგიტოვებ-მეთქი და აჰა ისიც! :P :P

    ReplyDelete
  7. :))))))))))))))))

    კრეატიული დეკორაცია საკმარის ფულზე კი არაა დამოკიდებული, არამედ საკმარის გემოვნებაზე :)

    ReplyDelete
  8. ეჰ, კარგი იქნებოდა ...

    ReplyDelete
  9. Dv0rsky - dae gamzadebuli iyidon tviton nu ifiqreben magram aba egec rom zneli mosafiqrebelia amattvis :(

    OTO - uhum

    ReplyDelete
  10. ეგ მაღიზიანებს მეც და უფრო მეტად მაგათი "სეილები", რომელიც, საუკეთესო შემთხვევაში, 3-5 ლარით ნაკლები რომ გიჯდება.
    დედამმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმმ

    ReplyDelete
  11. Welcome To Batumi :-)

    აქაც დიდი არაფერი, მარა საახალწლო განწყობის შექმნა შეიძლება, მით უმეტეს ღამით...
    მაღაზიებზე გეთანხმები, არც მაქ და არც აქ დიდი ვერაფერი :-(

    ReplyDelete
  12. Anonymous4:11 AM

    მოვალეობის მოხდის მიზნით რო რთავენ ვიტრინებს იმიტომაცაა ლამაზი

    ReplyDelete
  13. Anonymous4:11 AM

    მოვალეობის მოხდის მიზნით რო რთავენ ვიტრინებს იმიტომაცაა ლამაზი

    ReplyDelete
  14. გილოცავ დამდეგ ახალ წელს და ყოველივე კარგს გისურვებ! სიხარულს და ჯანმრთელობას და ბედნიერებას :)

    ძალიან გამიხარდებოდა საახალწლოდ მორთული თბილისის სურათებსაც თუ დადებდი :)
    შეგვიქმნიდი კარგ საახალწლო განწყობას :)

    ReplyDelete
  15. ოღჩ....

    რა კონტრასტია. :(((

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!