Friday, February 19, 2010

დააფასეთ და შეირგეთ, მეტი შანსი შეიძლება აღარ იყოს

სისულელეა ადამიანებზე ზრუნვა!

ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც აფასებს ამას და უკანაც სათანადოდ თუ არ გიბრუნებს ცუდად მაინც არ იგებს და იღებს.

მესმის ზოგჯერ არ გინდა და თავსმოხვეული გგონია , მაგრამ ყველაფერს რომ თავი დაანებო ეს შეგიძლია თქვა და არ აკეთო რაღაც საზიზღრობები იმისთვის, რომ მეორე ადამიანმა გაიგოს  - შენ ეს არ გინდა, არ გინდა  ის რასაც ის ცდილობს.

post-36-1171660151

ისე სულ მაინტერესებდა – რატომ უჭირთ ადამიანებს მიიღონ  რაღაც თანაც მაშინ როდესაც სანაცვლოდ არაფერს, სულ არაფერს ითხოვ??

მაშინ როდესაც მათ ეს სჭირდებათ, იქვე ხარ ახლოს და მაინც არაფერს ითხოვ სანაცვლოდ?

მაშინ როდესაც ეს სიამოვნებას ანიჭებს ორივე მხარეს? და არაფერი მეტი არაა საჭირო სანაცვლოდ?

ასეთი რთულია იგრძნო და დააფასო?

კარგი ჩავთვალოთ არ უნდა და ზედმეტი თავისტკივილია, რატომ არის ”არა”ს თქმა ასეთი რთული? რატომ იგონებს ყველა რაღაც უცნაურ გზებს ”არა”ს სათქმელად [ან გამოსახატავად, ერთი ნაგავია]?

როგორ შეიძება უარი თქვა ემოციაზე რომელიც გულწრფელია?Love-Is-All-Around

არაფრით მესმის და ალბათ ვერასოდეს გავიგებ…

ან გავიგებ მაგრამ ძალიან გვიან….

15 comments:

  1. მგონია შენ ჩვეულებრივ ადამიანებზე გაქვს ლაპარაკი, მათ შემთვევაში არ ვიცი მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან დავწერ.

    ამ წელს საავადმყოფოში რომ გვქონდა პრაქტიკა, იქ ვნახე ძალიან ბევრი ადმაიანი რომელისაც სჭირდებოდა დახმარება მაგრამ არ ღებულობდა მას სხვისაგან (რეაბილიტაციის კურსი ახალი დაწყებული ვისაც ქონდათ იმათ). მიზეზი ყველა შემთვევაში იყო ერთი- დახმარების საჭიროების აღიარების უუნარობა. მე თუ ვაღიარებ რომ დახმარება მჭირდება, ნიშნავს იმას რომ მე ვარ უსუსური, და უუნარო. სამაგიროს იქაც არავინ ითხოვდა, რადგან უბრალოდ ყველა თავის სამსახურს ასრულებდა.

    ReplyDelete
  2. Tom - ho mgoni martali xar da martla egrea. :((
    da ra xdeba mashin tu ubralod adamianur urtiertobebzea saubari? aranairi daxmareba ubbralod abshenia tanac zalian standartuli chveulebrivi ubralod gaxsnili rom xar shen

    ReplyDelete
  3. Anonymous2:14 AM

    mariam adamiani unda iyos mzad... mag yvelapris misagebad.... bevri ubralod idzaxis rom mas es unda da schirdeba... xshirad es mxolod --sityvebia!!!!!!!!!!
    M.G.

    ReplyDelete
  4. imitom rom human race suck bigtime :yes:

    ReplyDelete
  5. M.G - ho rogorc chans egrec xdeba. mxolod minda magram na zele ne tak.

    Sal elfebi rulamen :*

    ReplyDelete
  6. შეიძლება, ეგეც შიშის ერთგვარი გამოვლინებაა, დაო.

    ReplyDelete
  7. ზურრიუსს ჰო შიშის გამოვლინება არის დანადვილებით და ვერსიებიც აღმოვაჩინეთ თითქოს ... მაგრამ რავიც

    ReplyDelete
  8. ჰო, რთულია ეგრე მართლა... მიუჩვევლობის ამბავია მგონი:)

    ReplyDelete
  9. ჩორვენ, მე დღეს შენს სახლში ვიყავი :D

    როგორც იცი :D

    ReplyDelete
  10. Secrets vici vici :)) kai iyo?? : ))))
    shtero shen :*

    ReplyDelete
  11. კიი, ძველი შეკრება გამახსენდა <3

    ReplyDelete
  12. ერთხელ მითხრეს, დახმარება შეურაცხმყოფელიაო. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ავეთანხმე. იმიტომ რომ ადამიანებს დახმარება კი არა, კონკრეტული რაღAც სჭრდებათ, ვთქვათ ფული, ტანსაცმელი, განათლება, გამოხატვის თავისუფლება და ა.შ. როცა მიდიხარ და ეუბნები რომ "უნდა დაეხმარო"... შეიძლება მის სიამაყეს მტკივნეულად შეეხო. მეც არ შემიძლია მივიღო ვინმესგან ის, რასაც "დახმარებას" უწოდებს....... მაგრამ თუ საუბარი შეეხება იმ კონკრეტულ ნივთს, მომსახურებას, ან რაღაც ისეთს, რაც მჭრირდება, მაშინ დავფიქრდები. :)

    რამდენიმე წლის წინ ერთ შემთხვევას შევესწარი დელისის მეტროსთან. საწყალი ღარიბი ბებო მწვანილებს ყიდიდა. ერთმა თმაშეღებილმა დეიდამ იქვე საცხობში ღვეზელი უყიდა და აძლევდა, მაგრამ ბებომ არ აიღო. ესე უთხრა, შენ წეღან იმდენი გეხვეწე და არ იყიდე ჩემი მწვანილი, ეგ ღვეზელი არ მინდაო. დეიდამ თავი გადაიკლა მაგრამ არაფერი გამოუვიდა. იცით როგორი სახე ჰქონდა: "როგორ, მე შენ გეხმარები და შენ უარს მიბედავ?" აშკარად ეწერა შუბლზე. რა თქმა უნდა, ის ვერ მიხვდა, რომ თუ ადამიანისთვის სიკეთის გაკეთება გინდა, ეს მისი ღირსებისა და პატივმოყვარეობის შეულახავად უნდა მოახერხო. სხვაგვარად (როგორც მორწმუნეები იტყვიან) მადლი არ აქვს.

    ამიტომაა, რომ როცა ვინმეს რამე სჭირდება, დიდხანს მიწევს ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეიძლება მივაწოდო ეს დელიკატურა. და უკვე ისიც მესმის "დახმარება" რატომ შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი.



    ამ საკითხის მეორე მხარე - უმადური ადამიანები. რომლებსაც რაღაც გაუკეთე და არ დააფასეს, ანუ "ვირო მადლის" სიტუაცია :)) მე მარტივად ვშორდები მათ და მომავლისთვის ჩემი "ქველმოქმედების მსხვერპლს" მეტი სიფრთხილით ვარჩევ. ამბობენ რომ სიკეთე ისე უნდა აკეთო, რომ სამაგიეროს არ ელოდეო. იმასაც ამბობენ, რასაც დასთესავ იმას მოიმკიო. მაგრამ როდესაც გასავალი შემოსავალს ბევრად ჩამოუვარდება, უნდა დაფიქრდე. :) ღმერთიც კი რაღAცას ითხოვს შენგან და შენ რატომ არ უნდა მოითხოვო სხვებისგან? მოკლედ, ურთიერთობები აღებმიცემობაა. თუ სამაგიეროს არ იღებ, მალე დაცარილედები.

    ReplyDelete
  13. Gijmaj rtulia ar dagetanxmo :* madloba rom mestumre

    ReplyDelete
  14. გმადლობ რომ ჩემი გრძელი კომენტარი წაიკითხე :)

    ReplyDelete
  15. Gijmaj arafris kaco! me zalian didi yuradgebit vecmnobi yvela komentars romelsac mkitxveli tovebs chemtan! xshirfad isini chemi shtagonebis cyarocaa <3

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!