ნუ მოექცევი გავლენის ქვეშ - გააკეთე გააზრებული არჩევანი! - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Monday, May 06, 2019

ნუ მოექცევი გავლენის ქვეშ - გააკეთე გააზრებული არჩევანი!

მოდის, კვების და ჰიგიენის/თავის მოვლის ინდუსტრიები არასოდეს არ არის და არც ყოფილა ადამიანების კეთილდღეობაზე მორგებული.

ადამიანები კი ხშირად მიმბაძველობით ათას სისულელეს მოიხმარენ, კადრულობენ და თანაც ამაზე არც ფიქრობენ. 

გვინდა თუ არა ვქცევით საზოგადოების გავლენის ქვეშ, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიების და კორპორაციების რეკლამის მსხვერპლია.

თუნდაც ის რომ:
  • სხეულზე თმა უნდა მოიშორონ.
  • იღლიაში ოფლის ლაქა არ უნდა გვეტყობოდეს.
  • ჭაღარები უნდა დავფაროთ.
  • სიმელოტისკენ მიდრეკილებმა თმა უნდა გადაინერგონ.
  • მსუქნები გახდნენ.
  • გამხდრები გასუქდნენ.
  • 90/60/90
  • მკერდი კონკრეტული ფორმის უნდა იყოს.
  • მაკიაჟის რაოდენობა განსაზღვრულია.
  • წარბის ფორმა.
  • წამწამის ფორმა.
  • სიარულის მანერა.
  • ჩაცმის სტილი.
  • ვარცხნილობა.


ეს სია არ სრულდება და განსხვავდება ქვეყნიდან ქვეყნამდე, ქალაქიდან ქალაქამდე და სოციალური ფენიდან ფენამდე! 
და რაღა თქმა უნდა ამ ყველაფერის მსხვერპლები დიდწილად ქალები არიან! 

მოკლედ, ნებისმიერი რაღაც, რაც საზოგადოებაში მიღებული ან მიუღებელია ჩვენზე საოცარ გავლენას ახდენს.

ჩვენც დავბრივართ გიჟებივით სალონიდან სალონში, სპეციალისტიდან სპეციალისტამდე და ხან ვიპუტავთ, ხან ვიპარსავთ, ხან ვიხატავთ, ხან ვიწიწკნით.
განვიცდით ტკივილის და დისკომფორტს, თანაც ხშირად მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა მიღებული. 

კარგად თუ დავფიქრდებით, ბევრი რაღაც ამ ჩამონათვალიდან ჩვენც გულწრფელად მოგვწონს, რაღაც არც ისე და რაღაცას კიდევ თავს ვავადლებულებთ რადგან - "რავიც სხვებიც ასე აკეთებენ და უკვე მიღებულია". 

თავის მოვლა, ჯანმრთელობაზე და სხეულზე ზრუნვა დიდებული საქმეა. ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება დიდხანს და ხარისხიანად ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ნაკარნახევი შიგნიდან, ჩვენი ტვინიდან და სურვილებით, არამც და არამც პირიქით.

ბრიტვის კომპანია არ უნდა გვეუბნებოდეს, რომ აუცილებლად მისი პროდუქტით უნდა მოვიშოროთ თმა და ზოგადად თმის მოშრებისკენ ან დამუნათებისკენ არ უნდა იყოს მიმართული.
არც რომელიღაც დიზაინერის ახალი კოლექციის შესაბამისად არ უნდა გამოგვყავდეს ჩვენი სხეულის ფორმები და ზომები.


ჩემი აზრით სულ რამდენიმე ოქროს წესი არსებობს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ჯანსაღ და ბედნიერ ცხოვრებას:
1. ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე ექიმების და ზოგადად სამედიცინო რჩევების შესაბამისად.
2. მოგვწონდეს საკუთარი თავი. 
3. ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან.
4. საკუთარი აზრი და პოზიცია დავაყენოთ პირველ ადგილზე.


ამის შემდეგ უკვე ადვილია იმის განსაზღვრა რა მოგვწონს და რა არა, რისი კეთება გვინდა ჩვენ და რას გვაიძულებს გარემო.

ამბოხი შეიძლება იყოს ჩუმი და ერთკაციანი, მაგრამ მთავარია რომ მას მეამბოხისთვის შვება და შედეგი მოჰქონდეს!


No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!