გაზიარების სურვილი - როდესაც რაღაც ქრება


არ ვიცი როდის დადგა მომენტი, რომ ემოციების გაზიარების სურვილი 0-მდე დამივიდა.
პრინციპში, არც არასოდეს გამოვირჩეოდი განსაკუთრებული მჭერმეტყველებით, მიუხედავად იმისა, რომ ათასი ისტორია და ამბავი შეიძლება მოვყვე, მაგრამ განცდებზე და ემოციებზე ცოტას თუ ვამბობ. 

 ამ ბოლო დროს საერთოდ არანაირი მოთხოვნილება და სურვილი არ მაქვს მოვყვე რას ვგრძნობ, რას განვიცდი, როგორია ჩემი ემოციური მდგომარეობა.

 არ ვიცი, შეიძლება რაღაც გარდამტეხი მომენტი იყო და მივედი იქამდე, რომ ჩემს თავთანაც მშვიდად გავდივარ რაღაცეებს მარტო, ან შეიძლება სწრაფი მონელების უნებური ხერხი აღმოაჩინა ჩემმა გონებამ. 

 არის მომენტები როდესაც ძალიან კარგად ვარ, ან ძალიან ცუდად ვარ, მაგრამ ამაზე განსაკუთრებულად საუბარი მაინც არ მინდება, თუმცა შეიძლება რამე დავხატო, დავწერო და ის გავასაჯაროო, თუმცა პირდაპირ მაინც არ იქნება მინიშნება რამეზე.


 არ მგონია რომ კარგია, როდესაც ადამიანები ემოციებზე არ საუბრობენ, არც ცუდი მგონია პრინციპში, თუმცა ხომ არის გამოთქმა -

Sharing is Caring 

ჰოდა, ვფიქრობ არის ამ ფრაზაში ჭეშმარიტება, თუმცა ძალდატანებაც და ძალისხმევით ამოთქმაც მეზარება და დროის ფუჭი ხარჯვა მგონია. 

იმასაც ვიტყვი, რომ ართქმის დროს ნაკლებად არ ვგრძნობ და ნაკლებად არ განვიცდი, ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც ჩვეულებრივ, როდესაც განცდები გაზიარებულია.

შეიძლება ეს ერთგვარი დუმილის თერაპიაა და ემოციური ზრდის კონკრეტული ეტაპი. 

Post a Comment

0 Comments