Thursday, July 13, 2017

ორი! სამყარო! კვეთა! ერთად!

სულ...
ყველაფერი....
არ არსებობს საზღვარი იმისა სადამდე შეიძლება, სადამდე შევძლებთ, სადამდე გასტანს, სადამდე გამოვა....
იქამდე, იქამდე სადამდეც მოვიდომებთ. 
შეუძლებელი მხოლოდ მკვდრეთით აღდგომაა (თუმცა გვაჯრებენ რომ არა, მაგრამ ფაქტი არ გვინახავს) დანარჩენი კი მხოლოდ ენერგიაზეა, ჩვენზეა, აქ არის, პოვნადია, დანახვადია, შესაძლებელია.

ენის წვერზე მომდგარი მარილიანი გემო, რომელიც ხანდახან თვალებიდან  იწყება სხვა არაფერია თუ არა იმედის გამოძახილი, რომელიც არ იძლევა დანებების საშუალებას.
ამღვრეული და მუქი უპეები არაფერია თუ არა იმის ნიშანი რომ არ დავნებდებით.

იმ სამყაროში სადაც არსებობს ჩვენ არაფერი მგონია შეუძლებელი. სუპერ გმირების არსებობაც კი დავიჯერე.

ახლა თუ არა ცოტა მერე, ან კიდევ ცოტა მერე მაგრამ საბოლოოდ აუცილებლად ზუსტად ისე როგორც გვინდა, როგორც გინდა, როგორც მინდა, მხოლოდ ისე არა როგორც გამოვა, როგორც გამოვიყვანთ.

გრძნობების მორევში ნაფოტების გარდა - ყვავილის მტვერი, ფოთლები და მზიანი დღის ცისარტყელაც არის.

წარსული იზრდება აწმყოში და ბერდება მომავალში სადაც წყვეტს არსებობას იმ დონეზე, რომ აწმყოს მისცეს წარსულად ქცევის საშუალება და ისევ გააგრძელოს რაღაც ახალმა ზრდა.



მე აქ ვარ, სულ ვარ და ვიქნები! დამინახე! მიმიღე! აიღე! სულ! სანამ და როდემდეც! რამდენიც და როგორც!


No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!