Friday, May 19, 2017

შავი, მწარე ყავა

მიყვარს.

მიყვარს ისიც რაც მასში მიყვარს და ისიც რაც ჩემში მიყვარს, როცა მასში მიყვარს.

მე მგონი საერთოდ სიყვარულის სიყვარულიდან იწყება ყველა სიყვარული.

ძალიან მძაფრი და ცუნამისებრი განცდაა, ოღონდაც ძალების მოკრება რომ არ სჭირდება ისეთი. სულ მოქცევა აქვს, სულ აზვირთებულია, დასვენება არ სჭირდება.


ხანდახან ქვიშასაც მაყრის, უფრო სწორად ქვიშის ზვინებს სულ ნამცეცებად ისვრის გიჟური აჩქარებით, მაგრამ შემდეგ თვითონვე რეცხავს და აქრობს, თუმცა ალბათ ინახავს და უკან დააბრუნებს.

ყველაჯერ სრულია, თანაც ფერებს იცვლის, ყველაფერს იცვლის, ერთნაირი არასოდესაა, ან როგორ იქნება.

ჭიანჭველასავითაა, რომელსაც არასოდეს სძინავს, თევზივით რომელიც სულ თვალგახელილია, ფრთხილი ვირივით დანაღმულ გზებს რომ იკვლევს უსაფრთხოდ.

ყავის არომატი.
მწარე, შავი ყავის.
დილა.
განთიადისმერე დილა.
ბოლი.


მზიან დღეს ცისარტყელები წვიმის გარეშეც ჩდნება. მთავარია დაინახო.
მხოლოდ ერთი მოქმედება, ერთი სხივიც კმარა, რომ სამყაროსეული სითბო, მყუდროება, სიმშვიდე და სისრულე სულში ჩამეღვაროს.

დასანანია მხოლოდ რომ ყოველთვის არ ჩანს.

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!