213- XXXIV - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Saturday, March 28, 2015

213- XXXIV

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში

26 იანვარი - Savannaket, Srsly?

პაქსან-ში ისევ უამრავი ბოდიალი დაგვჭირდა სანამ მთავარ მაგისტრალზე გამოვედით და დავიწყეთ ავტობუსის ლოდინი (პაქსანის სადგურიდან ავტობუსები მხოლოდ ვიენტიენში და ახლომდებარე ყრუ სოფლებში დადიოდა)



 1 ავტობუსი მოვიდა გატენილი და 75 000 კიპი გვითხრა სავანაკეტამდე, თანაც ფეხზე უნდა ვმდგარიყავით 5 საათი, ან რიგებს შორის ტაბურეტზე გვეყანყალა.
ასეთი 3 ავტობუსი გავუშვით და ბოლოს მივხვდით, რომ პაქსანიდან გაღწევის სხვა შანსი არ გვქონდა.

შუადღეგადაცილებულზე როგორც იქნა ერთ ავტობუსში ავედით და რიგებს შორის ჩადგმულ ტაბურეტებზე მოვთავსდით, უფრო სწორად ჩამოვეკონწიალეთ ტრაკებით.

5 საათი არც ისე კარგ გზაზე, არამყარ ტაბურეტზე ჯომა - მოკლედ ასეთია ლაოსური მოგზაურობა.


სადღაც 2.5 საათში ადგილები გათავისუფლდა და ცოტა უკეთ მოვკალათდით.

საკმაოდ გვიან საღამოს სავანაკეტში ჩამოგვსვა ავტობუსმა. ამჯრად კარგი რუკით შეიარაღებულებმა ტუკ-ტუკზე უარი ვთქვით და ფეხით შევუყევით ქუჩებს. მთელი ქალაქი სავსეა ავი, დამპალი ძაღლებით, რომლებიც მოგსდევენ, გიყეფენ, გიღრენენ და მოკლედ კბენაზეც არ იხევენ უკან.

დაახლოებით 1.5 საათი ვიბოდიალეთ (ქალაქი რატომ ქვია არ ვიცი) სავანაკეტში და ძლივს ვიპოვნეთ პატარა სორო, სადაც დავცხოვრდით.
2 დღე დარჩენა გადავწყვიტეთ. აქ სანახავი არ არის საერთოდ არაფერი, საერთოდ.


27 იანვარი - ხვრელი

გორაობა და ძლივს გაღვიძება იყო დილის მადლი.

ავდექით, ჩავედით მეკონგის პირას. საოარ სიცხეში მოვძებნეთ ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, რომელიც რაღაც შეხვედრის გამო დაკეტილი დაგვხვდა. გზად ვნახეთ კათოლიკური ეკლესია და დავბრუნდით ჩვენს სოროში.


არაფერი აქ არ ხდება. ჩანჩქერიც კი, რომელიც სანახავია, ქალაქიდან მაგრად შორს არის. მოკლედ გადაწყვეტილია - მივდივართ პაქსეში და ვაჯვამთ ლაოსიდან კამბოჯაში.
ამ ქვეყანაში ყოფნით ვერ ვიკაიფეთ.

ლაოსი არ ასწორებს.

Blog Archive

Subsrcribe