213 - XXVI - Mariam Blanc

ყველაფერი რასაც ვქმნი

მოიძიეთ ბლოგზე სასურველი თემა

Monday, January 26, 2015

213 - XXVI


13 იანვარი - Freedom

ერთი თვე მართლაც მუხლჩაუხრელი მუშაობის შემდეგ (pizza house-ში, სადაც დღე დილის 7 საათზე იწყებოდა და 10-11 საღამომდე გრძელდებოდა) ისევ განვაგრძეთ გზა, ამჯერადაც გადავუხვიეთ გეგმას და სოფელ ლი-ში აღმოვჩნდით 6 საათი მგზავრობის შემდეგ.

ამ სოფელში ტურისტები თითქმის არ ხვდებიან და ჩვენც, რომ არა Caroline (ადამიანი, რომელიც მუშაობისას გავიცანით და საოცარი ვინმე აღმოჩნდა) ჩვენც არ მოვხვდებოდით.

ავტოსადგურზე კაფეში შევედით და ვაიბერით დავურეკეთ, 30 წუთში ჩვენთან გაჩნდა და მთელი წივილ - კივილიანი შეხვედრის და ცოტა ჭორაობის შემდეგ სახლისაკენ გზას დავადექით.

ძალიან საყვარელ კერძო სახლში ცხოვრობს 2 უზარმაზარ კატასთან ერთად, რომლებსაც ერთს Jesus ქვია და დედალია, ხოლო მეორეს Michael და 9 კგ-ს იწონის.


ცოტა დავისვენეთ და თვალში გამოვიხედეთ, შემდეგ კი Gnocci-ს კეთებას შევუდექით.

ჩვენ რა, ქეროლაინი აკეთებდა და ჩვენ გზადაგზა ხელს ვაშველებდით. ძალიან ბევრი ვიჭორავეთ და ვიცინეთ.

ფილიპინელი, რომელიც ნიუ იორკ სითიში გაიზარდა - ეს არის ქარიზმატული ქეროლაინის მოკლე დახასიათება, მაგარი ხალისიანი ადამიანია მშვენიერი იუმორის გრძნობით და უამრავი ისტორიებით.
ლი-ში მასწავლებლად მუშაობს სკოლასა და ბაღში.

საღამოს კარგად გავიყეყეთ ნიოკებით და ჩვენთვის გამოყოფილ პაწაწუნა ოთახში შევძვერით დასაძინებლად.
გზა გრძელდება, გრძელდება თავგადასავლებიც!

Blog Archive

Subsrcribe