Tuesday, January 20, 2015

213 - XXIII

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

7 დეკემბერი - ჩქარა, ჩქარა

ბედი არ გინდა რომ ორი მაღვიძარადან არც ერთმა არ დარეკა! 8:00 დილა. ბაკო პანიკით მაღვიძებს: " ჩაგვეძინა მარუს, ჩაგვეძინა!!"
საწოლიდან ეგრევე ფეხზე ვდგები და ფაქტიურად ჩაცმულიც ვარ იმ წამსვე. ზუსტად 3 წუთში ყველაფერი მზად გვაქვს და სირბილით გავდივართ ქუჩაში. პირველივე გზაჯვარედინზე მივრბივართ და ტუკ-ტუკს ვეძებთ. ავტობუსი სუხოტაისკენ 8:30ზე გადის. უკვე 9ის ათი წუთია ამასობაში. ერთმა ტუკ-ტუკმა საოცარი ფასი გვითხრა, იმედი თითქმის გადაგვეწურა, მაგრამ ბაკოს ვარწმუნებ რომ მივასწრებთ. მეორე ტუკ-ტუკმა $10 გვითხრა და შევხტით გიჟებივით, თან ვთხოვეთ ძალიან იჩქარეთქო - დაგვთანხმდა.
გიჟივით იარა, ყველა გზაჯვარედინზე ქარივით გავიქროლეთ. მოძრაობა თითქმის თავისუფალი იყო, თუ შეიძლება ბანკოკის გზებზე ასე ითქვას.

ტუკტუკი მიქრის, ჩვენ კი საათს ვუყურებთ გამალებით. რატომღაც არ მტოვებდა ოპტიმისტური განწყობა რომ მივასწრებდით.
ვიჯექი და ვფიქრობდი - თუ გაგვასწრო რა უნდა ვქნატ მეთქი. ზუსტად 8:30ზე ტუკტუკიდან ჩამოვხტით და სადგურის მეორე სართულიდან პირველზე აირბილით დავეშვით.

გეტყვით რომ ზურგზე 17 კილოგრამით სირბილი მაგარი რთულია (საღოლ სამხედროებს). ქშენით მივვარდით #2 სადგომთან და ავტობუსი დაგვხვდა! 
ასეთი სიხარული ბევრი არ გვქონია ამ მოგზაურობაში. მძღოლმა წარბშეკრულმა შემოგვხედა და ბარგი ჩვენ თვითონ შევალაგეთ საბარგულში.
იდეაში 7 წუთი დავაგვიანეთ მაგრამ მაინც გაგვიწყრა მძღოლი, თუმცა აქ ავტობუსი ყოველთვის 10-15 წუთი ელოდება დაგვიანებულ მგზავრებს (რადგანაც მეტროშიც კი საცობებია ზოგჯერ) 

7საათი ვიჩაქჩაქეთ. 2 გაჩერება ერთი სწრაფი მოფსმის, მეორე სწრაფი ჭამისთვის და დანარჩენი სულ გვეძინა.
სუხოტაის ავტოსადგურზე რა თქმა უნდა დაგხვდნენ გულისგამაწვრილებელი ტიპები და ხან გესტჰაუსი შემოგვთავაზეს ხან ჭამა, ხანაც სმა.

მოკლედ ტუკ ტუკში ჩავსხედით და ქალაქამდე ისევ საოცარი ფასი გადავიხადეთ. ვნახეთ ერთი დუჟინი სასტუმროებისა და  ოლოს Somprasong guest house-ში გავჩერდით. ასეთი კარგი პირობები ამ ფასად ჯერ არსად გვქონია.
საღამოს მისავათებულები ღამის ჭამა-სმის ქუჩაზე გავედით.

გესტჰაუსის მეპატრონეები რუსი ტიპი და მისი ტაილანდელი ცოლი აღმოჩნდნენ- კარგები არიან. 
კარგა ხანს ვერანდაზე ვის ედით სანამ კოღოებმა მთელი სისხლი არ გამოგვწოვეს

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!