Sunday, December 07, 2014

213 - XVII

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.


25,26,27 ნოემბერი - პირველი შთაბეჭდილება

ბანკოკში დავფუძნდით 4დღით.გეგმაში კი 3 გვქონდა, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო ერთი ღამეც დავამატეთ. მეორე და მესამე დღეს რა თქმა უნდა რუკაზე დატანილი ღირსესანიშნაობები უნდა გვენახა, ისე როგორ.

პირველი რასაც მივაგენით ბუდას 5 ტონიანი ოქროს ძეგლი აღმოჩნდა. ძალიან შთამბეჭდავი კი იყო. უამრავი მომლოცველები მოდიოდნენ და ზოგი ფულს სწირავდა, ზოგიც ყვავილებსა და სხვა რამეებს. შემდეგ მზის ჩასვლის ტაძრისკენ გავემართეთ. ამისთვის არხზე ბორანის ბილეთისყიდვა და 15 წუთიანი გასეირნება დაგვჭირდა. დიდად არ მეპიტნავებოდა ეს ამბავი, მაგრამ ალტერნატივები ძვირი ჯდებოდა. ძალიან ცუდი არ აღმოჩნდა და მშვიდად გადავიტანე. 
მზის ჩასვლის ტაძარი მართლაცგასაოცარი ადგილია. ფაიფურით მოპირკეთებული უზარმაზარი დონეებიანი სვეტები დაგვხვდა, თანაც არაერთი. აღვფრთოვანდი.პირველი ორი დღე ქუჩის საკვებ ობიექტებში ჭამას ვერიდებოდით, თუმცა სულ ტყუილად. როდესაც ჩინურ ტაილანდური დასადილოს მენიუს გავეცანით ძალიან იაფად და გემრიელადაც ვისადილეთ. 

საერთოდ როგორც მივხვდი ტაილანდი ჭამისა და შოპინგისთვისაა ზედგამოჭრილი. ყოველ კუთხეში კვების ობიექტები და დახლებია და რას აღარ ამზადებენ ღია ცის ქვეშ.  ნახევარზე მეტი ვერც მივხვდით საერთოდ რეები იყო. ჯერ თითქმის არაფერი დაგვიტესტავს მაგრამ ვგეგმავთ.

ღირშესანიშნაობები ბანკოკში არის, თუმცა განსაკუთრებული სულ რამდენიმეა. ერთ-ერთი მათგანია გრანდ პალასი, რომელსაც ვერ მივუსწარით და კუნძულიდან დაბრუნების მერე ვგეგმავთ ნახვას. 

აა,ტურისტებს ასევე ფრიად ეაფერისტებიან უბრალო გამვლელებიც კი. ჯერ ერთი ამათი კი შეიძლება მტკიცე კი არც იყოს და არ ვიცისაც ნიშნავდეს. მოკლედ ადგილობრივს როცა რამეს ჰკითხავ სამჯერ მასთან უნდა გადაამოწმო და სამ სხვას ჰკითხო კიდევ იგივე. ერთმა გაგვიშვა რაღაც ტურისტულ ცენტრში, რომელიც იდეაში სახელმწიფოა. იქისეთი სასწაული ფასები გვითხრეს კუნძულზე წასვლაზე თმები ყალყზე დაგვიდგა. საბოლოოდ კი იმის მესამედ ფასად დავგეგმეთ ჩვენ თვითონ. თანაც შემოთავაზებაზე უარს რომ ეუბნები ეგრევე "როჟას" კერავენ და ზურგს გაქცევენ. მაგ ამბავში ნეპალელები ჯობიან. 

ტაილანდი საკმაოზე მეტად განვითარებულია და მამენტ კარგი ადგილია საცხოვრებლად. მე და ბაკომ აქ ცოტახნით გადმოცხოვრება გადავწყვიტეთ მომავლისთვის.
ტაილანდის ნახვა ძალიან კარგი გეგმაა ზოგადად იმჰო.

1 comment:

  1. ფილმი "პლაჟი"და კიდევ ერთი მსგავსი ფილმი რომ ვნახე ტაილანდზე, მაგის მერე გახედვა არ მინდა ტაილანდისკენ , ისე შემეშინდა :(

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!