213 - XV

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

13 ნოემბერი - დიდი გოგო

დაბადების დღეზე 8 საათზე გაგვეღვიძა. სადღაც ჩიტვანის მყრალ სასტუმროში. გვეძინა ჩაცმულ შეფუთულებს.

გასიებული სახეებით შევხედეთ ერთმანეთს და მივულოცეთ დაბადების დღე.
27-ე ელს ნეპალში შევხვდით.   დილის სწრაფი მილოცვები მივიღეთ ფეისბუქის საშუალებით და ავიბარგეთ. ბედი რომ ავტობუსების გაჩერება 2 ნაბიჯში აღმოჩნდა და ლუმბინის ავტობუსიც ადგილზე დაგვხვდა. 

ავეყარეთ და რამდენიმე წუთში დავიძარით. საოცრად პატარა ხალხისა ნეპალელები. ვერც ერთ ტრანსპორტში ფეხებს ვერ ვატევ სკამებს შორის. 
4 საათიანი მგზავრობის და 3 ავტობუსის გამოცვლის შემდეგ ლუმბინიში ჩამოგვსვეს. 

მშვენიერია - დაბადების დღის აღნიშვნა ბუდას დაბადების ადგილას. რამდენიმე გესთ ჰაუსის ნახვის შემდეგ არცევანი შევაჩერეთ, ფასი დავაკლებინეთ და ვისადილეთ. 
მესამე დღე სრულდებოდა ამ დღეს რაც არ გვგვესადილა (სხვადასხვა მიზეზების გამო).


ავბარდგით ოთახში, ვიყიდეთ დაბადების დღის "party"-სთვის საჭირო რამეები და გრილი (აქ ცხელი წტალი სათლით მოგვარტVეს, მაგრამ ჩემი აზრით ონკანშიც კარგი ტემპერატურის იყო) შხაპის მერე ტორტზე სანთელიც ჩავაქვრეთ. მანამდე აღმოვაჩინეთ რომ 2-იანი სანთელი სულ დაფშხვნილიყო, ამიტომ 7-იანისა და 2 თითის კომბინაციით ვქენით 27 და ისე ჩავაქვრეთ.

ტორტი რა თქმა უნდა ომპროვიზირებული იყო და ბანანებისა და ჩოკო პაიებისგან შეგდებოდა.  ამ ყველაფერს შამპალუდიც დავაყოლეთ და შმედეგ დავიწყეთ სიბერესა და ჟამთასვლაზე ფიქრი. რაღა დაგიმალოთ და თავი ისევ 23 წლისა მგონია და სულ ვბორძიკობ როდესაც ასაკს მეკითხებიან.


მაშ ასე ჩვენ გავ27დდით ერთად.

ბუდა იყოს ამის მოწმე.


14 ნოემბერი - ბუდა 

ცუდი ძილის მერე საოცრად ადრე გამეღვიძა და უსაქმობისგან გავშტერდი. ბაკოს გაღვიძების და დილის სწრაფი პროცედურების შემდეგ სასტუმროს კაფეს მივაშურეთ.

ყავა მივირთვით (მანამდე პეჩენიას ოთახში გეახელით) და წავედით ბუდას სამფლობელოებში. დიდი ტერიტორიაა, რომელიც ბუდას ეკუთვნოდა და სასახლე და დაბადების ადგილი და ყველაფერი იქ იყო. ახლა ამ შემოღობილ ტერიტორიას რამდენიმე შესასვლელი აქვს, შიგნით კი არის მიანმარის, ინდოეთის, ლაოსის, კამბოჯას, შრი-ლანკას, ჩინეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მონასტრების კომპლექსები.

ასევე სხვადასხდვა ბუდისტური გაერთიანებები და რა თქმა უნდა დიდი სამეფო ოჯახის კუთვნილი სხვადასხვა დანიშნულების შენობები.

ტერიტორიის ნახევარი მოვლილია, მეორე ნახევარი არა, ხოლო შემოგარენი დიდი ჭაობია.
ტურისტებზე მეტი მომლოცველები არიან ტერტორიაზე. მთლიანი ფართობი 12 კვ.კმ-ზე მეტია.



დიდი ხანი არ გვიბოდიალია პარკის შიგნით, ტურისტული ადგილებიდან უმეტესობა ვნახეთ, შემდეგ დღისთვის კი ბუდას დაბადების ადგილი და მაიადევის განბანის ადგილები შემოვიტოვეთ (იმხელა რიგი იყო შუადღით, რომ უთენია მისვლა გადავწყვიტეთ)

მას მერე ინტერნეტიანი კაფე ვიპოვნეთ და დაგროვილ მოლოცვებსაც ვუპასუხეთ.

იმდენი იყო რომ ლამის ავჩუყდი, თუმცა მედგრად გავუძელი.


პ.ს აქ რომ ბუზებია ამდენი ერთად გლდანის ნაგავსაყრელზეც არ მინახავს, ვერ შეჭამ წყნარად.

პ.პ.ს კოღოები იმდენია ფოთს შეშურდება

პ.პ.პ.ს მტვრის რაოდენობაა ბანგლადეშს არ დაესიზმრება

Post a Comment

0 Comments