Thursday, November 20, 2014

213 - XIV

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.

12 ნოემბერი - ბონდო

დილის 8 საათზე დავტოვეთ ჩანგუ, ჩავსხედით ადგილობრივ ავტობუსში და კატმანდუმდე დაპრესილებმა ვიმგზავრეთ. კატმანდუში გამოვიცვალეთ ავტოსადგური, სადაც სვავებივით დასეული ტიპებისა ვერაფერი გავიგეთ და ჩიტვენის "მარშუტკაში" ჩავსხედით.



4 საათი ვიჯანჯღარეთ. გვერდით საოცარი ქალი მეჯდა ბავშვით, რაც ჭამა ნარჩენები იქვე დაყარა, ხელები შუშას და წინა სკამს შეახოცეს, მოკლედ კინაღამ გული შემიღონდა, თუმცა ვცდილობ საკუთარი მოთმინების უნარი ვავარჯიშო და ასეთი რამეები ჩქარ-ჩქარა დავიკიდო. 
როგორც იქნა ჩამოვედით ქალაქში სადაც მძღოლმა ბოლო გაჩერებააო და მე მეტი არსად არ წავალ და თუ ჩიტვანის ნაკრძალი გინდათ აგერ მოშორებით მდგომ ავტობუსში უნდა გადასხდეთო. რა თქმა უნდა გვეწყნა და გავბრაზდით კიდეც, თუმცა უკვე კარგა გვიანი იყო და აქ ჩიტვენის ოლქის რაღაც ქალაქში დარჩენა ვარჩიეთ. 

მოვიარეთ 10-ოდე სასტუმრო და გესთ გაუსი, სადაც ცხელი წყალი არ იყო იაფი ღირდა, მაგრამ დარჩენა არ მოგინდებოდა, სადაც ცხელი წყალი იყო ცეცხლის ფასი ჰქონდა ოთახს (ასეთი პოჰარაშიც კი არ ყოფილა)

სამწუხაროდ, აქ მკაცრად გავფრთხილდით, რომ თვითნებურად კარვის დადგმა არსად არ შეიძლება და დავეხეტებით ამიტომ ჰოსელიდან ჰოსტელში და უკან.



ბოლოს როგორც იყო ერთ-ერთი ავირჩიეთ და გავჩერდით. დიდი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეგრეთწოდებული ბორდელი იყო თუმცა უკვე გვიან იყო სინანული. 
აივანზე ბევრი ძმაბიჭები დაგხვდა ხვლიკუნების სახით, მეც ვსდიე და სახელები დავარქვი ყველას. 
ერთი + ისაა რომ 5 დღის მერე, ინტერნეტი პირველად იყო ოთახში და ოჯახ-მეგობრებს გამოვეხმაურეთ.

კალოჩე, დაბადების დღის წინა  ღამე მცირე ფიასკო განვიცადეთ.

ეგ არაფერი, რაც არ გვკლავს ხომ გვაძლიერებს, ოდა ეგრე.

ხაჩიკ ყველაფერი შენი ბრალია!!

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!