Wednesday, November 05, 2014

213 - V

ე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში
.

30 ოქტომბერი - ნეპალური XL

იდეაში დილით ბევრი რამე უნდა მოგვესწრო და ადრე ავდექით, მაგრამ გავარკვიეთ რომ მორიგ დღეს ვეღარ დავრჩებოდით ჰოსტელში. სასწრაფოდ გადავგეგმეთ დღე და წავედით ტურისტულ სააგენტოში ტაილანდის ბილეთების საყიდლად. ალმაც ( შვედი რუმმეითი გოგო) ჩვენთან ერთად წამოვიდა. გზად ვისაუზმეთ კიდეც. თუ მკითხავთ რას ვჭამთ ხოლმე გეტყვით რომ ყველაფერს. ვცდილობთ სხვადასხვა ადგილას ვიკვებოთ და ბევრი რამე გავსინჯოთ. ვჭამთ მომოებს, აქაურ მაკარონს ( ლაპშა ), ბრინჯებს, ვსვამთ ნეპალურ ჩაის ან ცხელ ლიმონწყალს თაფლით და კოჭათი - მოკლედ პირს არ ვაკლებთ სიამოვნებას. 

ტურისტულში დავტოვეთ  დეპოზიტი ბილეთებისთვის და მოგვიწევს რამდენიმე დღე დასტურის ლოდინი. ასევე იქვე ვიყიდეთ პოხარას ავტობუსის ბილეთები - ორივე გზა. 31ში ვიძვრებით პოხარასკენ. 
გვირჩიეს ტურისტული ავტობუსით მგზავრობა და არა ადგილობრივით. გზა 8 საათია და ადგილობრივ ტრანსპორტში შეიძლება სასწაულები შეგემთხვეთო. 

ამ ყველაფრის მერე ქალაქში ვიბოდიალეთ და Garden of Dreams ვიპოვნეთ. საოცარი ადგილია, ქალაქის ერთ-ერთ მტვრიან ნაწილში. ოაზისია ფაქტიურად. სამი პავილიონი, 2 ლამაზი კაფე და შუაში დიდი აუზი. გარშემო მშვიდად დაკუსკუსებენ ციყვები და ისრ ახლოს მოდიან რომ შეგიძლია გემრიელობაც შესთავაზო. 
კატმანდუსთვის ასეთი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია - ნეპალი ჰაერის დაბინძურების მხრივ მეორე ადგილზეა მსოფლიოში. მართლაც ჩვენც ხშირ შემთხვევაში ცხვირ-პირზე თავსაფრის აფარება 
 ხოლო ადგილობრივები სპეციალური პირბადეებით ( ნიღბებით) დადიან. 
მშვენიერი ბაღებიდან ისევ თამელში დავბრუნდით.

ბაკომ სულ ცოტა (10$) იშოპინგა და 2 ლამაზი შარვალი აქვს ახლა მე კი ნეპალური xl  მკლავის ნაწილზეც კი არ ჩამეტია, უფრო დიდებს უბრალოდ არ კერავენ.

ვფიქრობ ამ მოგზაურობის შემდეგ ნეპალი ერთ- ერთი ისეთი ადგილი იქნება სადაც კიდევ დავბრუნდები მიუხედავად ქაოსისა, ტროტუარის არარსებობისა, სიბინძურისა და მტვრისა. აქ არის სიკეთე და სიმშვიდე . თავს კარგად ვგრძნობ.

პოხარაში წასვლისთვის ჩანთა ძლივს ჩავალაგე, ხოლო კარავი ერთ გოგოს ვათხოვე 3 დღით - ნათქვამია "what goes around, comes around-ო (ჩვენებურად " რასაცა გასცემ შენიაო...")

მაპატიეთ ფოტოები ისევ არ ექნება პოსტს, მათ სანახავად ეწვოეთ ჩემს ფეისბუქს.


No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!