Saturday, November 15, 2014

213 - IX

მე არ ვიცი როგორ წყვეტენ მოგზაურობას სხვები, მაგრამ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.

შარშანდელი დაბადების დღე, რომელიც ბაკოსთან ერთად უკრაინაში გავატარე ძალიან მშვენიერი აღმოჩნდა, იმდენად რომ გადავწყვიტეთ ამ წელსაც იგივე გვექნა, თუმცა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო დაბადებისდღის აღნიშვნა რამდენიმეთვიანი დავგეგმეთ. ჰო ზოგჯერ ეს იდეა მეც ცოტა გიჟური მეჩვენება მაგრამ მაგ აზრს სწრაფად უკუვაგდებ ხოლმე.
რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ასე ადგები და წახვალო ძალიან დავცინებდი, მაგრამ ახლა რაღაც შეიცვალა და ეს რაღაც არც ვიცი რა არის. 
უბრალოდ გადავწყვიტეთ, ცოტათი დავგეგმეთ და ავიბარგეთ.

213 დღიანი მოგზაურობა აზიაში.


3 ნოემბერი - stairway to hell or heaven?

დილით დროულად ადგომის და ჩალაგების მერე საუზმეც მოვასწარით და ავტოსადგურშიც ზუსტად მივედით. მისვლიდან 10 წუთში ავტობუსიც ჩამოდგა და ჩავბარგდით. მართალია რა, ადგილობრივ ავტობუსში ნახულობ რეალურად როგორი ხალხია ქვეყანაში.

მთელი გზა გვერდით მჯდომი ბიჭი ხან რას გვთავაზობდა და ხან რას, შიგადაშიგ იმასაც გვეუბნებოდა ინდოეთში სანამ იქნებოდა რაღაცეები ჩვენს კულტურაში იყო და იმათ გადაიღესო. 
გზაში ავტობუსის ტელევიზორსა და დინამიკებში გაშვებულ მუსიკალურ ვიდეოკლიპებს ვუყურებდი. 
სულ ყველა (გარდა ერთისა, თუმცა იქაც ნაწილობრივ) სიყვარულზე, მიპუწვაზე, ჯარში წასვლისას გოგოს დატოვებაზე და შორით კვდომაზე იყო. ვიდეოები საოცარი აღმოჩნდა - მაქსიმუმ კაცის შეხება ქალის მხარზე და წელზე ისიც წამიერად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთში modern სიტუაცია და კლუბები იყო ასახული. 
გზაში ვნახეთ დღესასწაული პურიმა, ბევრი ყვავილებით და ფერადი ხალხით. 


Kandeში ჩამოგვსვეს ავტობუსიდან და ბედად გერმანელი ტურისტები შემოგვხვდნენ, რომლებსაც გზის დასაწყისში ცოტათი ავედევნეთ.გეზი ავსტრალიური ბანაკისკენ გვეჭირა(2226მ) 

აქაური ტრეკინგის გზები ჭკუიდან მწევს. სულ სიპი და უსწორმასწორო ქვებისგან დაგებული ოღროჩოღრო კიბეებია (დაკიდებული და ციცაბო). ჩემი მუხლებისთვის ეს იყო საოცარი ტკივილი და გამოცდა. 5კმ-ის გასავლელად დაგვჭირდა 2 საათზე მეტი.

მე საპალნე ვირივით წინაც ჩანთა მეკიდა და უკანაც (კიდევ კარგი ერთი 15 ლიტრიანი მხოლოდ). ნელ-ნელა მივლაყუნობდი ამ კიბეზე, თუმცა წინა ჩანთის გამო გზას ვერ ვხედავდი და რამდენჯერმე მაგრად წამოვედე ქვას, მაგრამ უკანა ჩანთის სიმძიმემ ვერტიკალური მდგომრეობაშემანარჩუნებინა. მე და ბაკომ რამდენიმე 10 წუთიანი "პრივალი" გავაკეთეთ და ჩვენი თანამოლაშქრე ალმა კი ისე გარბოდა წინ, რომ ღმერთმა (ბუდამ) უწყის როგორ იარა.


 როგორც კი ავედით ბანაკში, ბედად დასარჩენიც დაგვხვდა, ეგ რომ არა არ ვიცი რას ვიზამდით, ჩემი კარავი ხომ კატმანდუში იდო ჰოსტელში. ბანაკიდან მშვენიერი ხედებია, თუმცა ნისლი ხშირად ფარავს ყველაფერს და სარფიანადაც გრილა. ხალხი ბევრია, უსაქმურობისგან ხან პილატეს ვარჯიშობენ, ხანაც კარტს თამაშობენ. უცნაურად ვისადილეთ ძალიან, არც ისე გემრიელი სუფებით.

ძალიან სასაცილოა როდესაც ადგილობრივები ან მოსაზღვრე ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენთან მოდიან და ფოტოებს იღებენ, თუმცა ძალიან სამართლიანია, როგორც ჩვენ ვუღებთ მათ ისევე ვართ ჩვენ მათვის - რაღაც სხვა და უცხო.


ამ ჩანაწერის გაკეთებისას კოტეჯის წინ ხმაურიან მდელოზე ვიჯექი და ცხვირი სიცივისგან მეყინებოდა, მაგრამ არაფრით ვნებდებოდი.

 პ.ს ამ ბანაკში ნეპალელი ბაბულიკები ვნახეთ.

No comments:

Post a Comment

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!