Friday, April 25, 2014

ერთ სულზე ერთი ქვა მოდის

ჩვენს ქალაქში ახალი კაფე გაიხსნა.

პოპულარობა გახსნამდე მოიპოვა, აბრის ჩამოკიდებისთანავე. მთელი ქალაქი "ბოროტების სავანეზე" ალაპარაკდა.
-დიახ, ზუსტად ასე ერქვა იმ უცნაურ ადგილს, რომელშიც შემდეგი სამი თვე განუწყვეტლივ დავდიოდით მთელი სამეგობრო და რომელმაც... მოკლედ, მაგაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებ.


ლიე - ასე ერქვა კაფეს მეპატრონე უცნაურ გოგოს, ერთი შეხედვით ძალიან მშვიდი რომ ჩანდა, მაგრამ წარბებსქვეშიდან ამოგხედავდათ თუ არა ეს შთაბეჭდილება იმ წამსვე ქრებოდა.
თავის სახელს ასე ხსნიდა:
"დედაჩემს ჟიულ ვერნი უყვარდა, თან ცოტა ახირებული ქალი იყო და ეს სახელიც მაგის დასტურიაო"- ამდენი ხანი გავიდა და ვერავინ გაბედა ეკითხა რა შუაში იყო ჟიულ ვერნი ამ ყველაფერთან.

ბოროტების სავანე ქალაქის ცენტრალურ უბანში ერთ მიყრუებულ ჩიხში იყო შეჭუჭყნული, ჩაბნელებული შესასვლელი და დაცერავებული აბრა ჰქონდა, ისე არც ვიცი ეს აბრა სპეციალურად დაკიდეს ასე თუ მუშები იყვნენ უმაქნისები.

მოკლედ, მშვიდი გახსნის დღის შემდეგ (მშვიდი რა მთელი ქალაქი გახსნამდე და მას შემდეგაც კარგა ხანი საუბრობდა ამ ადგილის შესახებ) ყოველ საღამოს თუ არა, ყოველ მეორე დღეს აუცილებლად კაფეში ვისხედით.

გარემო დიდი ვერაფერი, კედელზე უცნაურად შეზელილი საღებავი და ხელის ანაბეჭდები იყო, იატაკზე უცნაური ყავისფერი პარკეტი დაეგოთ და ავეჯიც ისე შეერჩიათ გეგონებოდა ყველაფერი სადღაც ფრონტის ხაზზე მდებარე სახლებიდან გამოუზიდავთო.

ლიეს სავანეს დიზაინზე თუ დაუსვამდი კითხვას აუცილებლად გიპასუხებდა, რომ ეს ყველაფერი სიზმრში ნანახმა დედამისმა დაუბარა და უთხრა "იცოდე თუ არ შეასრულებ კუზი ამოგივაო". საინტერესოა როგორი ურთიერთობა ჰქონდა ამ ორს სანამ დედა ცოცხალი იყო.

ბოროტების სავანეში ძალიან გემრიელი პაშტეტი აქვთ, მოაქვთ ბოსტნეულთან და მშვენიერ პურთან ერთად სერვირებული. ერთხელ დავინტერესდი რატომაა ასეთი მეწამული და ღვთაებრივად გემრიელი მეთქი, მაინტერესებდა რაში იყო საიდუმლო. 
ლიე მშვიდად დაიხარა ჩემს მაგიდასთან და ჩუმად მითხრა: "მაგას ახლადდაჩეკილი ბატის სხისხლით ვკმაზავთ - ფერიც და გემოც მაგის მაჩვნებელიაო".


მიუხედავად იმისა, რომ პაშტეტი გონების დაკარგვამდე გემრიელი იყო, მას შემდეგ აღარ შემიკვეთავს.
ახლა ხახვის რგოლები მაქვს ამოჩემებული, უცნაური სოუსით. ძალიან მაინტერესებს რატომ არის ეს ხახხვის რგოლები ყველა აქამდე ნაჭამზე უფრო გემრიელი, მაგრამ რეცეპტის კითხვა მეშინია, ამიტომ ისევ ყოველდღე მდუმარედ შევექცევი არჩეულ კერძს და საკუთარ ცნობისმოყვარეობას ვებრძვი.

ამ ბოლო დროს ლიეს ვიღაც უცნაური ადამიანები სტუმრობენ, ზოგიერთი ცირკის მსახიობს ჰგავს, ზოგი დაქირავებულ მკვლელს. ყოველი ასეთი ადამიანის გამოჩენაზე ლიე შეთქმულივით ჩაიცინებს ხოლმე და სტუმარს თავისი "კაბინეტისკენ" უძღვება.
კაბინეტი რაღაა და ერთი პატარა ოთახია სადაც ოთხივე კედელი ცერად დგას, განათება კედელში ორგანაა ამოჩრილი და მხოლოდ მის გარშემო რამდენიმე სანტიმეტრს ანათებს. ოთახში არ დგას მაგიდა და არ არის კარადები.
მხოლოდ 6 თარო კიდია და ორი სკამი დგას, ძალიან არაკომფორტული ხის სკამი. თაროებზე ქვები აწყვია, სხვადასხვა ზომის და ფორმის რიყის ქვები. ყოველი ახალი სტუმრის მოსვლის შემდეგ ეს ქვები მატულობს და ლიეც რამდენიმე ხანში ერთხელ მუშას იძახებს, რომ ახალი თარო დაუკიდოს კაბინეტში.

რამდენიმე დღის წინად ერთ-ერთი გზააბნეული სტუმრის მიღების შემდეგ, გამარჯვებული სახით გამოვიდა მასპინძელი და ყველას გასაგონად განაცხადა "დღეიდან ენიუში ახალი კერძები "მიტევების კბენა" და "მხუთავი ამბავი"" დაემატებაო. რა თქმა უნდა ისევ ვერავინ გაბედა კითხვა რა ჯანდაბა იქნებოდა ეს ორი კერძი.

სულ დამავიწყდა ის მეხსენებინა რომ მენიუში, ჩვეულებრივ რამეებთან ერთად არსებობს ისეთი დასახელების კერძები როგორიცაა:
გაგულისებული ყურადღება
შევერცხლილი ენა
გუდასტვირის ფსკერი და კიდევ რამდენიმე.
რა თქმა უნდა კაფეს არსებობის მანძლზე ეს კერძები ჯერ არავის მოუთხოვია.

ასე ერთი კვირის წინ გამბედაობა მოვიკრიბე და ლიეს ვკითხე ეს შენი სტუმრები რომ მოდიან ქვები რატომ მატულობს კაბინეტში მეთქი.
იცით რა მიპასუხა?
როცა შენც დაგჭირდება იმ ოთახში შესვლა მაშინ გაიგებო. რა თქმა უნდა არ დავნებდი და ვუპასუხე იქ რა დამრჩენია, არაფერი მესამებათქო.



ძალიან სასტიკად გაიცინა და დასძინა "ადრე თუ გვიან იქ ყველა მესტუმრებით, მაგრამ მე არაფერს დაგაძალებთ"-ო

ამ დღის შემდეგ ლიე სალმის შემდეგ მხარზე ხელს მარტყამს და ცოტაცო ამბობს.
არ ვიცი შემეშინდეს თუ არა, მაგრამ კაფეში სიარულს მაინც ვაგრძელებ. წარმოდგენა არ მაქვს რას უნდა ველოდო, ან არის თუ არა ეს მისი ბოროტი ხუმრობა, მაგრამ გადავწყვიტე სანამ დრო მაქვს ყველა უცნაურსახელიანი კერძი გავსინჯო რაც კი ბოროტების სავანეში აქვთ, არასოდეს ისი როდის მოგიწევს ადამიანს რიყის ქვის ძებნა გაურკევეველი მიზნებისთვის.

ხვალ ჩვენი მასპინძელის და ყველაზე უცნაური ადამიანის დაბადების დღეა და მთელი ქალაქში შეთქმულივით დადის, ჩვენ ხომ ყველაზე უცნაური საჩუქარი მოვუმზადეთ ლიეს, შეიძლება მან იცის კიდეც და არ იმჩნევს მაგრამ დიდი იმედი გვაქვს რომ მის გაოცებას შევძლებთ.


5 comments:

  1. რაღაცნაირად გაოცებული ვარ )))

    ReplyDelete
    Replies
    1. რამ გაგაოცა? : )

      Delete
    2. არ ვიცი .

      Delete
  2. :-D
    Ra giji xar, Maro ♥
    Boris Vian-s magoneb, tumca sheni fantazia imas milionjer uxazavs lol

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!