მოგზაურობა მიზნებისკენ თავის გავლით

ნებისმიერი მიზანი რომელიც არ უნდა დაისახოს ადამიანმა მისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების რაღაც ეტაპზე, შემდეგ ამის სურვილი იკლებს ან საერთოდ ქრება.

ყველაზე რთული და უსიამოვნოა, როდესაც მიზნის "მუღამმა" ჯერ არ გაგიარა, მაგრამ ხელიდან გეცლება ამ მიზანთან მიახლოვების და მისი მიღწევის საშუალება.

ყველაზე დიდი გულისტიკივილი და უსიამოვნება მთელი ცხოვრება იმედგაცრუების შეგრძნება მეგონა, მაგრამ მიზნამდე მისვლის შანსის ხელიდან გამოცლაც არ ყოფილა ამაზე მარტივი ასატანი ემოციურად.

ამაზე ფიქრში დავიწყე "ვიკენდი", შემდეგ კი სულ სხვა განწყობა დამეუფლა

****

შეთეთრებულ და აწ უკვე ოდნავ შელახულ ჭერზე სხვადასხვა უცნაურ გამოსახულებას ვხედავ.

გულაღმა ვწევარ და ვაკვირდები როგორ განვითარდება მოვლენები აბსოლუტურად სუფთა და თეთრ ზედაპირზე. ვუყურებ როგორ ირევა ერთმანეთში თვალები, ცხვირები და პირები, შემდეგ კი კონკრეტული სახეები ლაგდება.

აბსოლუტურად გააზრებული მაქვს, რომ ეს ყველაფერი ჩემი კარგი წარმოსახვის ნაყოფია და იმასაც ვიაზრებ, რომ შემიძლია გავთიშო ეს ვიზუალური მაიმუნობები, მაგრამ ამას არ ვაკეთებ.



უფრო სწორად არ ვაკეთებ კი არა ვერ ვაკეთებ, არაფრით არ ძალმიძს, რომ ახლა ამ ზმანებებს გამოვემშვიდობო. მათზე დაკვირვება ენით აუწერელ სიამოვნებას მანიჭებს.

ალბათ ასე 200 ნაცნობი სახე უკვე ავაწყვე და ვერაფრით ვჩერდები, ჩემი პირველი კლასის დამრიგებელიც კი მომელანდა უკვე. 
ყოველ ჯერზე, როდესაც ასე ვწევარ და ილუზიების დინებას მივყვები ვაცნობიერებ თუ რამდენი უსარგებლო ინფორმაცია მაქვს თავში და როგორი შეუძლებელია მათი იქიდან ამოშლა.

ამაზე ვფიქრობდი, რომ უცებ მთელი ოთახი ჩემი მოგონებების სტოპ-კადრებით დაიფარა. საწოლზე წამოვჯექი და გაოცებულმა დავიწყე აქეთ იქით ყურება. თურმე იმდენი რამე მაქვს თავს გადახდენილი, რომ თითეული კადრი ასანთის კოლოფზე დიდი არ გამოვიდა.

ასეთი სიამოვნება არც ერთი ფილმის ყურებისას არ განმიცდია. საწოლიდან ავდექი და ოთახში კედლიდან კედლამდე სიარული დავიწყე. ყოველი სანტიმეტრი კედელზე სხვადასხვა თავგადასავალს ასახავდა და ისეთი შეგრძნებით ავივსე, რომ აღწერისათვის არ მემეტება.

- მარ, ხო კარგად ხარ? - ძალიან მოულოდნელად კარი იხსნება და ჩემი ძმა ჰყოფს ოთახში თავს.

მთელი კოლაჟი ხმაურით ჩამომიცვივდა იატაკზე და კედლები ისევ მოსაწყენად მწვანე გახდა.



- რა იყო ლუკა? - ისე საწყალობლად ვკითხე ადამიანი აჩუყდებოდა, ხომ ვერ ავუხსნიდი ახლა რამხელა ნამუშევარი ჩამიყარა წყალში.
- არაფერი, ისე შემოვიხედე რა, გარეთ გასვლას ვაპირებ და შენც ხომ არ გინდა?
მზად ვიყავი ადგილზე დამეხრჩო, მაგრამ მაგის მაგივრად უბრალოდ ამოვიკნავლე, რომ არაფერი არ მიჭრდებოდა და სახით დავეცი საწოლზე.

აი, ეგ კი თურმე არ უნდა მექნა. ლეიბის მოძრაობა ნელა - ნელა იმხელა ქარიშხალში გადაიზარდა, რომ სულ ცოტა ხანში თავი როგორც მინიმუმ მხიარული როჯერის კაპიტანი მეგონა, ხოლო ოთახში რუხი ღრუბლები დაცურავდნენ და შტორმს მოასწავებდნენ.

ამის შემდეგ დაახლოებით 20 წუთი  მშვიდად ვიწექი და იმის შეგრძნებას ვცდილობდი როგორ მოძრაობდნენ ჩართული მუსიკის ნოტები სისხლთან ერთად მთელს სხეულში.
ყველაზე სასიამოვნო მათი მოძრაობა თავში როცა იყვნენ მაშინ მეჩვენებოდა.

ამ თავგადასავლებში ვიყავი, რომ ისევ გამახსენდა - სულ თავიდან ხომ ყველაფერი მიზნებზე საუბრით და მათთან მიახლოების გზებით დაიწყო.

ამაზე ფიქრი დავიწყე თუ არა მივხვდი რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება თავისთავად მიზანია და თუ იმ მომენტში არ დაიწყე მოქმედება, ნებისმიერი დაგეგმვა ფუჭი აღმოჩნდება.

არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანი მოვუნდი ამის მიხვედრას და რამდენი ხანი ვფიქრობდი საერთოდ ამ თემაზე მაგრამ ზუსტად მახსოვს ძალიან დავიღალე.

***

ჩემი მიზნისკენ მოძრაობა გადავიფიქრე, იმიტომ არა რომ გადამინდა, ნურას უკაცრავად "მუღამი" გამიმძაფრდა კიდეც, მაგრამ მივხვდი რომ ახლა ამისთვის არ მცალია.

დრო საკმაოდ ცოტაა (ზოგადად) და ამიტომ ყველაფრის პრიორიტეტებად დალაგება ჯობია, შემდეგ კი უცებ ნათელი ხდება რომელი მიზანია სასწრაფოდ შესასრულებელი და რომელი უბრალო ახირება, რომელსაც შემდეგ "ვიკენდზე" განვიხილავ ჩემს "კაბინტში"

Post a Comment

2 Comments

  1. :-D
    :-)

    Mec minda fiqris dro, torem rogorc ki vwvebi, ukve mzinavs.

    ReplyDelete
    Replies
    1. სოფი შენს ადგილას მე დაწოლამდე დამეძინებოდა : ) ორი პატარა ენერგიის წყაროს მოვლა ჩემთვის სასწაულის ტოლფასია : )

      Delete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!