Friday, March 07, 2014

იმედი არის, მოსალოდნელია ცვლილებები

რა თავი მახსოვს და მგონია რომ ვაზროვნებ ადამიანებისადმი ძალიან შერეულ გრძნობებს განვიცდი.
ერთის მხრივ შემიძლია ძალიან სწრაფად გავხდე დამოკიდებული ვიღაცაზე ემოციურად, მეორეს მხრივ კი მაქვს შეგრძნება რომ წარბშეუხრელად შემიძლია დავხოცო რამდენიმე ათეული (ასეული) ადამიანი და სინდისმაც არ შემაწუხოს.


საქართველოში ვცხოვრობ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი (რამდენიმეწლიან არ ყოფნას თუ არ ჩავთვლით) და ფაქტიურად დარწმუნებული ვარ რომ მოსახლეობის 80% უვარგისი/უმაქნისი და აბსოლუტურად უსარგებლოა.
ამასთანავე ზოგადად ადამიანების სიკეთისა და საღი აზროვნების არ მჯერა, უფრო სწორად არ მჯეროდა.


დარწმუნებული ვიყავი კიდეც რომ დედამიწაზე მცხოვრები ორფეხა მტაცებლების უმეტესობა უგულო, უინტერესო, უაზრო ეგოისტები არიან და სულ არ იმსახურებენ კარგ რამეებსთქო. 


ბოლო 3 თვეა ჩემი ეს რწმენები ისე საფუძვლიანად შიერყა რომ ჯერ ვერ დავლაგდი.

თქვენ არ იცით რა სასიამოვნო როდესაც შენს ქვეყანაში, შენს ქალაქში ხარ და უყურებ რა მშვიდად, შეთამაშებულად და ორგანიზებულად იქცვიან ადამიანები, უფრო სწორად მათი მცირე, მაგრამ კარგი ნაწილი.
რამდენად კარგად შეუძლია 50 განსხვავებული აზრის, მსოფლმხედველობის, ასაკის, რწმენის, წარმომავლობის მქონდე ადამიანს გააკეთოს საერთო საქმე და თანაც უბრალოდ გააკეთოს კი არა, ძაალიან კარგად გააკეთოს.


არ ვიცი რამდენად მძაფრად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ შეგრძნება როდესაც უყურებ ამდენ განსხვავებულ ადამიანს - რა უცებ აღწევენ კონსენსუს ათას განსხვავებულ თემაზე, რამდენად კარგად იაზრებენ საერთო მიზანს და როგორ გულმოდგინედ მიდიან ამ მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით.


პარტიზანული მებაღეობა ის მოძრაობაა რომელმაც გამიჩინა აბოსლუტური იმედი, რომ საზოგადოებას რამე მაინც ეშველება. 
გამიჩნდა იმედი რომ ის ადამიანები რომლებიც ახლა არიან 18-20 წლის შეიძლება ნორმალურ ტიპებად გაიზარდონ და შემდეგი თაობები, რომლებზეც მათ ექნებათ გავლენა, ადეკვატურები და კარგები იქნებიან.

არ ვიცი როგორ შეიძლება გამოვხატო ის აღტაცება და კმაყოფილება რაც მე ამ ყველაფერში ჩახედვის და ამ ყველაფერთან შეხების შემდეგ გამიჩნდა.


არ მაქვს იმის ილუზია რომ ეს 50 თუ 100 ადამიანი ძალიან სწრაფად მოახდენს ბევრი რამის გლობალურად შეცვლას, მაგრამ მათი არსებობა ჩემი აზრით არის საკმაოდ ძლიერი გარანტია, რომ ცვლილებები მოხდება და შესაძლებელია რომ კარგი რამეებიც გაკეთდეს საქართველოში.

მინდა დავიჯერო რომ დღეიდან დიდ წყვდიადში ნელა ნელა სინათლის სხივები შეიჭრება და საზოგადოებისთვის ზიანის მომტანი საქმიანობა დროთა განმავლობაში ისეთივე სამარცხვინო საქმე და ცუდი პონტი იქნება როგორც მაგალითად ქურდობა (რაც სინამდვილეში არის ახლოს ქურდობასთან და კიდევ უფრო დიდ ზიანსაც გულისხმობს)

3 comments:

  1. იმედი, იმედი, დიდი იმედი <3

    ReplyDelete
  2. Ra kargi wamowyebaa.
    Xo, adamianebi kidev kargebi arian anu umetesoba kargia da amitom gvindobs Gm-erti da saertod ar gvspobs.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!