Wednesday, August 21, 2013

ააფრინე ალალიო და საქართველოს მაინც არაფერი ეშველება ჰა?

ზოგჯერ დედას თანდასწრებით რომ ვიძახი რაღაცეებს ვგრძნობ - არანორმალური ვგონივარ, თუმცა ზოგიერთ რამეში მეთანხმება კიდეც.

ამასწინად ვთქვი - მინდა კაცთა მოდგმა გაწყდეს საერთოდ მეთქი, ეშმაკურად გამიღიმა და "მე და შენც"-ო? - მე და შენც მეთქი დაუყოვნებლივ რომ ვუპასუხე მაშინ კი შეშფოთდა.

მართლა ვთვლი, რომ დედამიწა არის სამოთხის პროტოტიპი (თუ ვაკეთებთ დაშვებას რომ ეგეთი ადგილი სადღაც მაინც არსებობს) ოღონდ მას ჯოჯოხეთად (თუ ვაკეთებთ დაშვებას რომ ასეთი ადგილი სადმე მაინც არსებობს) ადამიანი აქცევს.

მაგალითად, საქართველოში (არ ვიცი და მაგრად მახატია სინამდვილეში რა ხდება სხვაგან) ყველას ფეხზე კიდია ის მნიშვნელოვანი ისტორიული და ბუნების ძეგლები რომელიც შესაძლოა ძალიან ბევრ კითხვას სცემდეს პასუხს, რომ ქვეყნის შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენძრეული ტურისტები ყველგანაა და მოუნდებათ დინოზავრის მოჯმულის ან დევის ფეხნაბანი გუბის ან კიდევ უკეთესი 45 საუკუნის წინანდელი ოქროს მაღაროს ნახვა.


დიახ, საუბარი საყდრისის ოქროს საბადოზეა. გუშინ ვუყურე გამოშვებას რომელიღაც არხზე და ოქროს მომპოვებელი კომპანია ამბობს, რომ 
"თუ იქ რამე ღირებულია (თუო, 45 საუკუნის წინანდელ ქვით ნაჩიჩქნ ადგილას ფაქტიურად) გადავიტანოთო სხვაგანო და ჩვენ გავაგრძელებთ ოქროს მოპოვებას რა პრობლემააო".

აი რა უნდა იყოს 45 საუკუნის მაღაროში ღირებული გარდა თვით მაღაროსი??? ოქრო ისედაც ოქროა და ყველა საუკუნეში ექნებოდა ფასი. 
ყველაზე მთავარი ხომ ის არის, რომ ამდენი ხნის წინად ადამიანებმა შეძლეს უუდიდესი გვირაბების გაყვანა, არხების გათხრა და მშვიდად და ბედნიერად იღებდნენ ისეთ ძვირფას წაიღისეულს როგორიც ოქროა.


დებილები არიან საქართველოს ხელისუფლებასა და სხვადასხვა სამინისტროებში.
[სულ ვფიქრობ - ახლა რომ იქ ჩამაგდო ფულზე არ გავიყიდებოდი და ძალიან მინდა რომ იქ მოვხვდე და ბევრი ბევრი რაღაც გავაკეთო, მაგრამ იქნებ მეც ისევე დამემართოს და ბრძოლა შევწყვიტო და დავნებდე სისტემას?]

ამ მაღაროს მოუხსნეს კულტურის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ არქეოლოგიური რაღაც დაუტოვეს რაც სინამდვილეში მხოლოდ 300 მეტრის რადიუსს და ოქტომბრის ბოლომდე ვადას გულისხმობს.


ამის მერე თუ რამე ახალი არ მოხდა დავემშვიდობებით ამ იშვიათ რამეს საერთოდ და საქართველო ისევ დარჩება გაზულუქებული მთავრობის, ჯიპიანი უვიცი მღვდელმთავრების, დაკომპლექსებული ჰომოფობი მასწავლებლების, უთავმოყვარო ქალების და აბსოლუტურად უზნეო ბაბულიკების საჯიჯგნ ადგილად, რომელსაც ფასი როგორც მიწის ნაგლეჯსაც კი აღარ ექნება მალე!!!


Thursday, August 15, 2013

ფლირტი ურთიერთობის უმაღლესი Level-ია

იცით რა არის ფლირტი??
ფლირტი ხელოვნების დარგია!

ფლირტი არის განწყობისა და შემოქმედებითობის უდიდესი ნაკადი.


დაკვირვებული ვარ. რომ კარგად ფლირტაობს ის ვისაც თავში რაღაც უყრია, ისინი კი ვინც არც ნაკითხია, არც ერუდირებული ფაქტიურად ვერ ფლობენ ხელოვნების ამ მიმართულებას.
რა თქმა უნდა არსებობენ გამონაკლისებიც. რომლებსაც ეს ნიჭი დაბადებიდან მოსდევთ და ფაქტიურად ვერავინ შეედრებათ.


ფლირტში იმდენი ხერხი არსებობს. რომ ზოგჯერ შეიძლება გაოცებულიც კი დარჩე ისეთ მომენტში აღმოაჩინო, თურმე კონკრეტული ქმედება რაღაცის მანიშნებელი ყოფილა.

სინამდვილეში, როდესაც ამბობენ რომ მუცელში პეპლებს გრძნობენ ზუსტადაც რომ კარგი ფლირტის დამსახურებაა და არა სხვა რაიმე შეგრძნებების.

მუხტის გაზიარება და ემოციების მთელი კასკადი ზუსტად ამ საქმიანობიდან მოდის და არა სხვა რამე ფიზიკური აქტივობიდან, სხვა ყველაფერი ფლირტის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც შეგრძნებების პიკამდე მიდის.

მაგრად ვკაიფობ ყოველ სიტყვაზე, მზერაზე და შეხებაზე, როდესაც ზუსტად იცი რომ იმანაც იცის, რომ შენ იცი, რომ იმან იცის.....

ფლირტი იმ შემთხვევაში კი ძალიან მაგარია როდესაც მას არანაირი გაგრძელება არ ექნება. 


მოხიბვლვის ხელოვნება არაფერია მეტი თუ არა სწორად გაცემული "ნამიოკი"/მინიშნება და ზუსტად გაგებული პასუხი.

Monday, August 05, 2013

გაგრა მე მოვდივარ - ჯერ არ ვიცი როგორ

ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად ამეკვიატა აზრი, რომ აფხაზეთში უნდა მოვხვდე.
დასანანია რომ ამაზე ფიქრი და იდეების ძებნა მიწევს - უბრალოდ ვერ ავდგები და ვერ წავალ.

აფხაზეთი უნდა ნახო!

სოხუმის ცენტრალურ მოედანზე

 ჩემი მშობლების ახალგაზრდობის იმდენი ფოტო მაქვს ნანახი, რომ ფაქტიურად ნათლად მაქვს წარმოდგენილი როგორი იყო მაშინ აფხაზეთი - გაგრა , პიცუნდა და სოხუმი.

თუმცა სინამდვილეში სულ ახლახანს ვნახე რუსი ბლოგერის ჩანაწერები, სადაც ძალიან ბევრი ფოტოებია აფხაზეთიდან. ჩემი წარმოდგენები თავზე ჩამომემხო, თუმცა ბუნება მაინც ულამაზესი დარჩა, როგორც ჩანს იქ.


ამ ყველაფერთან ერთად დღეს სამარშრუტო ტაქსით ვმზავრობდი ვინმე  ფაქიზო შერვაშიძესთან - ქალი, რომელიც გაგრაში ზღვის პირას საკუთარ სახლში ცხოვრობდა. მუშაობდა გაგრის ყველაზე დიდი რესტორნის შეფ-მზარეულად. 
სახლში 14 ოთახი იყო, სიძეებისთვის მანქანებს ყიდულობდა და დალხენილი ცხოვრება ჰქონდა.
"არასდეს მიგრძვნია ის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის გაუცხოვება იყოო, ყველაფერი მთავრობის ბრალიაო"- ამბობდა. 
შემდეგ ყვებოდა, რომ მისი და და მამა არ წამოსულან აფხაზეთიდან, დარჩნენ ერთ - ერთ სოფელში და და დღესაც იქ ცხოვრობს.

ტყვარჩელი
იხსენებდა იმ დროს როდესაც ბედნიერი იყო, მას შემდეგ კი აგერ ამდენი წელია უნივერსიტეტის ქუჩაზე, ყოფილ სასტუმრო ამირანში ცხოვრობს, დიდი ოჯახი როგორღაც ეტევა ორ ოთახში.

მთელი გზა რაც ეს ქალი საუბრობდა გაშტერებული ვუყურებდი სახეში, თუმცა ამას დიდად არ შეუწუხებია ქალბატონო ფაქიზო. ისევ ისე მშვიდად იჯდა და ფიქრებში წასული ყვებოდა წარსულს.


შემდეგ ისიც თქვა "ოღონდ იქ დამაბრუნდა და ხის ძირშიც ვიცხოვრებო" - თუმცა პასპორტი მე აღარ შემრჩა და რაიმე დოკუმენტი, რომელიც ჩემი სახლის მფლობელობას დაადასტურებსო.

გაგრის სანაპირო

თურმე მის სახლში ახლა ვიღაც მეგრელი ექიმის ოჯახი შესახლებულა და ცხოვრობს ბედნიერად. ამასთანავე ისიც დასძინა მაშინ ომის დრო სანაპირო ზოლში არსებულ სახლებს არ წვავდნენო.

გული დამეწვა ამ ქალს რომ ვუსმენდი. წარმოიდგინეთ იცის რომ მისი სახლი დგას, შიგნით ვიღაც ცხოვრობს - რა უფლებით კაცმა არ იცის, თუმცა სადღაა უფლებები და კაი ცხოვრება. 
ქალბატონი ფაქიზო კი ვალდებულია ამდენი წლის განმავლობაში შეყუჟული იჯდეს თავის ორ პატარა დანგრეულ ოთახში და მხოლოდ იოცნებოს იმაზე, რომ იქნებ სიკვდილამდე როგორმე დაბრუნდეს თავის მიწა-წყალზე.


სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსული სამსახურში მისვლამდე კიდევ უფრო აქტიურად ვფიქრობდი როგორ მოვხვდე აფხაზეთში. 
აუცილებლად უნდა ვნახო რა ხდება იქ, აუცილებლად უნდა გავეცნო იმ ადგილს რომელიც რუკაზე სხვა ქვეყნის ნაწილად უფრო და უფრო ხშირად ინიშნება. 

აუცილებლად უნდა ვნახო ადგილი სადაც ერთი ქვეყნის მაცხოვრებლებმა ერთმანეთი გამუსრეს და ისიც არ იციან რატომ. 

სადღაც გაგრასთან

დასანანია რომ საქართველოს ისტორია მოდასავითაა და პერიოდულად აბსოლუტური სიზუსტით მეორდება.