Thursday, July 25, 2013

შავი სხივის თეთრი ანარეკლი

დამთხვევების არ მჯერა, არც ის მჯერა, რომ უცხოპლანეტელები მოდიან და ადამიანები სადღაც მიჰყავთ, შემდეგ კი უცნაურად აბრუნებენ. არც განზომილებებში გადაადგილების და მსგავსი რამეების მჯერა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ნამდვილად გრძნობ და განიცდი  რაღაცას, რომელიც შენი ცნობიერის და ცოდნის მიღმაა, არ იცი როგორ ახსნა და რა დაარქვა.

ჩვეულებრივ ყველა ძილისწინა პროცედურის ჩატარების შემდეგ დავენარცხე საწოლზე და ბალიშიც ისე ამოვიიღლიავე როგორც სულ.

ალბათ დიდი ხანი ვცდილობდი ჩაძინებას, შემდეგ კი შუალედური ეტაპი (როცა გათიშვას გრძნობ) გამოვტოვე და სადღაც წავედი.

****
გოგა ჩემი თანამშრომელია, ჩვეულებრივი ძალიან სათნო და საყვარელი. ამდენი ხნის ერთად მუშაობის შემდეგ დავბეგობრდით კიდეც. 
რა თქმა უნდა აქამდეც ყოფილა რომ  ჩამყოლია ძილში და დამსიზმრებია თანამშრომლები, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვა იყო.


მთელი ღამის თავგადასავალი ზუსტად როგორც მახსოვს ისე მოგიყვებით.

***

ფეხისწამოკვრის შეგრძნების შემდეგ თვალები გავახილე და დიდი სიშავე დავინახე. დავინახე რა - ბნელოდა, სულ ყველაფერი შავი და ბნელი იყო გარშემო. სანამ მე რამის გაკეთება მოვახერხე მხარზე მსუბუქი სიგრილე ვიგრძენი და სიბნელეში გოგა გამოჩნდა. ისიც შავი იყო იმ სიბნელეში, მაგრამ ძალიან კარგად და მკვეთრად ვხედავდი. 

აბსოოლუტურად მშვიდი სახით მიმითითა სადღაც სიბნელისკენ, წინ.

პირველივე ნაბიჯის შემდეგ ჩემს წინ სხვადასხვა სიმკვეთრის სინათლის სხივები ჩნდებოდნენ ჰორიზონტალურად. 

ამ სხივებში გავდიოდით მე და გოგა. გოგას ჩემი ხელი საკმაოდ ძლიერად ეჭირა. ყოველი სინათლის სხივში სხვადასხვა რამე ხდებოდა. ზოგგან ნაცნობი მოვლენები, ზოგგან უცნობი მოვლენები და ნაცნობი მოქმედი პირები, ზოგგან კიდევ ყველაფერი უცნობი და რაღაცნაირად საშიში იყო.

ამ განათებულ ადგილებში საკმაოდ ნელა და ძნელად გავდიოდით, სიბნელეში მოძრაობა ბევრად ადვილი იყო.
ყოველი ნათელი ადგილის გავლის შემდეგ უფრო და უფრო ძლიერ დაღლას ვგრძნობდი.

ერთ მომენტში გოგას ხელი გაეშვა და ხელი რაღაცას დავარტყი, საკმაოდ ძლიერად. 
სანამ სადღაც ჩავიკარგებოდი ისევ ვიგრძენი, რომ გოგამ ხელი მომკიდა და გავაგრძელეთ მოძრაობა.

მთელი "სიზმრის" განმავლობაში მქონდა ფრენის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ იქ გადაადგილება ძნელი იყო.


გაღვიძება გამიჭირდა, დილით მაღვიძარა დიდი ხანი რეკავდა მე კი განძრევაც ვერ მოვახერხე რომ გამეთიშა. 
ხელი იმ ადგილას (რომელიც დავარტყი) ძალიან მტკივა და ზუსტად იმ პოზაში გავიღვიძე დილით რომელიც ბოლოს მქონდა, სანამ გავითიშებოდი.

დაღლილმა გავიღვიძე და ახლაც ძალიან მოდუნებული ვარ. არ მიყვარს ასეთი ცნობიერსმიღმა ღამეები.

Monday, July 01, 2013

მეგობრობა რა ხილია??

ხომ ამბობენ, რომ შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა თუ მიართვა - მოკლედ როგორც არის...

აი თქვენ მითხარით რა კერძია მეგობრობა??
საერთოდ საიდან მოდის და სად მიდის?

ჩემი აზრით ყველაზე რთული რამეა.

მშობლებს და ნათესავებს ვერ ირჩევ, და-ძმაც როგორიც შეგხვდება ეგაა და აი მეგობრებთან სულ სხვაგვარადაა საქმე - მათ შენ პოულობ, ან ისინი გპოულობენ შენ... 

ზუსტად აქ იწყება სირთულე.

ვერასოდეს ვხვდები - უნდა მოზომო თუ არა მეგობრებთან ყველა სიტყვა?? უნდა გაუფრთხლდე თუ როგორც თანასწორებს ისე უნდა მიუდგე?? უნდა დაუყვავო თუ მიუშვა ყველაფერი როგორც არის??


არაერთხელ ყოფილა მეგობარი გამინაწყენებია, მეც მწყენია, თუმცა მე არასოდეს მითქვამს და შემიმჩნევია - ჩემთვის კი მიუთითებიათ.

ალბათ მე აღვიქმავ მეგობრობას რაღაც აღმატებულ რამედ? თუ იქნებ უბრალოდ კომუნიკაციაში მიჭირს და ვერ ვაგებინებ მეგობრებს რა მინდა მე მათგან და რა შემიძლია გავცე მათთვის?? 

მეგობრობა უცნაური ხილია, ხილია რომელიც თავიდან ბოლომდე გსვრის და თავს ვერასოდეს გაანებებ, სანამ გულისრევამდე არ მიგიყვანს და თუ მიგიყვანს ესეიგი ეს ის არ იყო რაც გჭირდებოდა??


მოკლედ მაგრად დავიბენი, აქამდე მეგონა მეგობრობა ვიცოდი და მესმოდა, იქნებ ვცდები და ვერავინ მეუბნება რომ ყველაფერი ისე არაა როგორც მე ვხედავ და აღვიქვამ??