Tuesday, February 19, 2013

ბეტონით დაცული აღმგზნები სიკვდილი

ამ ბოლო დროს (მას შემდეგ რაც ქინდლი ვიჩუქე) ძალიან შემიყვარდა სხვადასხვა მშვიდ კაფეებში ჯდომა და კითხვა.
სულ მარტო ვზივარ ხოლმე და გაბმულ, ერთგვაროვან ზუზუნში ძალიან ბედნიერი ვნთქავ უცნაურ წიგნებს.
დედაჩემმა რომ ჩემი წიგნების ჩამონათვალი ნახა, ასე მითხრა "ცოტა გაგიფრენიაო".

ზუსტად ასე, მარტო და მშვიდად ვიჯექი იმ დღესაც. ბედნიერი ვხვრეპდი (დიახ, დიახ უზნეოდ და ხმამაღლა) კენკრის ჩაის, უზარმაზარი ჭიქიდან და თვალს ვერ ვწყვეტდი ჩემს ახალ წიგნს ნეკროფილიაზე.

ძალიან მოულოდნელად ჩემს მაგიდასთან სკამი ამოძრავდა, ძალიან შევშინდი და გაფართოებული თვალებით (სავარაუდოდ) გავიხედე საპირისპირო მხარეს.
არაფერი განსაკუთრებული, ვიღაც ჩვეულებრივად ჩაცმული, საშუალო სიმაღლის ტიპი იდგა და უხერხულად მიღიმოდა.


დამნაშავე ბავშვივით იყო ატუზული მაგიდასთან, ალბათ ჩემი შეშინების შეეშინდა ან არ იცოდა რა ეთქვა.
ასე მივჩერებოდით ერთმანეთს ალბათ კარგა ხანს, სანამ ისევ მე არ გავბედე ხმის ამოღება (შოკიდან გამოსვლის შემდეგ):

- გისმენთ? და თან ვცადე მშვიდი და ნაზი ღიმილი გადამეფინა სახეზე.
ისევ შტერი სახით იდგა და საკუთარ მუხლებს, ან წინდებს ან სულაც ფეხის წვერებს უყურებდა.

Tuesday, February 12, 2013

თანამედროვე ბალეტი პუანტებს კარგავს


"ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ), სცენური ხელოვნების სახეობა, რომლის შინაარსი გამოხატულია საცეკვაო–მუსიკალური ფორმით."

ეს თავდაყირა სამყარო(c) ბაია

ძალიან მიყვარს ბალეტი, ბავშვობიდან მიყვარს. მახსოვს პირველად "მაკნატუნაზე" ვიყავი და მთელი დადგმა ჩასუნთქული ვიჯექი.

ეს თავდაყირა სამყარო(c) ბაია

მას შემდეგ ბალეტი ჩემი ერთ - ერთი სიყვარულია.

3 დღის წინ (9 თებერვალს) "გრიბოედოვის თეატრში" სამი ერთმოქმედებიანი საბალეტო დადგმა გაკეთდა, რომელზეც ბაკომ ბილეთები იყიდა და დიდის ამბით წავედით.

ეს თავდაყირა სამყარო(c) ბაია

ხალხი ბევრი არ იყო, უმეტესად ბავშვები-მშობლებით და უცხოელები იყვნენ.
(როგორც შემდეგ აღმოჩნდა სადღაც დარბაზში ნინო ანანიაშვილიც იჯდა, რომელიც მთელი საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ)