ზამთრის საფრთხეები და მარტივი წესები გზაზე

®
იმდენი ხანი ვგეგმავდით ზამთრის არდადეგებს , რომ უკვე აღარც მახსოვს თავიდან რამ გვიბიძგა ამ ყველაფერზე გვეფიქრა.

ისე კი რა ჯობია როდესაც ქალაქს გაცდები, სადმე ბუხრიან სახლუკაში პლედშემოხვეული ჩაჯდები - საუკეთესო მეგობართან ერთად და ენის გაცვეთამდე ილაქლაქებ 5 დღე შეუჩერებლად. დროდადრო გლინტვეინ მოწრუპულზე თავბრუც დაგეხვევა და დასაძინებლად ღუნღულა საწოლში შეძვრები.

მოკლედ ოცნება კარგია, ჩვენ კი ეს ყველაფერი რეალურად უნდა განგვეხორციელებინა.
***

ჩემს დაქალს ახალი ნაყიდი ჰყავდა მანქანა, პატარა მსუბუქი და ძალიან მოქნილი, შესაბამისად ჩვენც ამ მანქანით ვგეგმავდით ზამთრის არდადეგებზე გადაადგილებას.

როგორც ყველას, შვებულებაზე ჭიჭყინი მოგვიწია სამსახურებში, თუმცა მალევე დანებდა ორივეს ხელმძღვანელობა და ჩვენც ზუსტად ვიცოდით, რომ შობის კვირას ბაზალეთზე გავატარებდით - თოვლიანი ხედებით დავტკბებდით და იქნებ მოყინული ტბის ზედაპირზეც გვესრიალა.

ნოემბერი და დეკემბერი ისე გავიდა ნორმალურად ვერც მოვემზადეთ, სინამდვილეში არც არაფერი გვქონდა გასაზამდებელი გარდა ორი ჩანთისა (რომელიც ტანსაცმლით გავტენეთ შემდეგ) და კარგი განწყობისა.

წასვლამდე ისე უღმერთოდ მოთოვა ყველგან, რომ ცოტა შევშინდი. ჩვენ არც საბურავზე დასამაგრებელი ჯაჭვები გვქონდა და მით უმეტეს არც ზამთრის საბურავები.

დამფრთხალმა ელეს დავურეკე ვაიბერით:
- გოგო, მისმინე მაგრად თოვს, ეს იცი როგორ დადებს თბილისს გარეთ?? უეჭველი სადმე ჩავრჩებით, ნუ ან უკეთეს ვარიანტში უკან დაბრუნება მოგვიწევს.
-კარგი რა, რომელ საუკუნეში ხარ? თავი სად გგონია? ყველგან წმენდენ გზას, მით უმეტეს ტურისტულ ზონებში - ისე დარწმუნებით მიპასუხა ცოტა შემრცხვა
-ხო მაგრამ გაყინული რომ იყოს?? საბურავები არ გივარგა, არც პროტექტორის ნახატი ეტყობა ზედ და არც შესაფერისი რეზინისგანაა დამზადებული -ისევ ვცადე შემებრუნებინა თემა.
- ოო, კარგი რაა, ასეთი საბურავებით დადის მთელი საქართველო და არაფერი. 
-მასეთი საბურავებით რომ დადის მთელი საქართველო იმიტომაა მერე ზამთრის სეზონზე მეთუნუქეები და მღებავები მილიონებს შოულობენ, სადაზღვეოები კიდევ კოტრდებიან.

ვერაფრით შევეგუე აზრს, რომ ასე გიჟურად მივდიოდით, მოუმზადებლები.
მართალია ექსტრემი მიყვარს, მაგრამ ამ ექსტრემის დროსაც უსაფრთხოების მინიმალური ნორმები უნდა იყოს დაცული.

ზამთარში რომ გადაადგილები შესაფერისი საბურავი ან/და ჯაჭვები აუცილებლად უნდა გქონდეს, მით უმეტეს საქართველოში სადაც ცენტრალურ მაგისტრალებსაც ვერ ასუფთავებენ ნორმალურად, მით უმეტეს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებისას, რომელსაც 4-ივე თვალი წამყვანი არ აქვს, არც ხიდების ბლოკირება და კიდევ ბევრი საჭირო მახასიათებელი აკლია.
***

მოკლედ ელე ვერ დავითანხმე, 5 იანვარს ცოტა დამფრთხალი, მაგრამ რა თქმა უნდა აღტკინებული მანქანაში ჩავჯექი, ჩემი ბარგიც ზერელედ შევყარე უკანა სავარძელზე და მუსიკას ავუწიე.

-აუუ არ მჯერა, რომ მთელი კვირა თოვლიან ადგილას ვიქნებით - ვეუბნები აღტკინებული, თოვლი ხომ ჩემი ერთ ერთი სიყვარულია.
-აუ არც მე, ბევრს ვიგუნდავებთ და იქნებ ტბის ზედაპირზე მანქანითაც ვიდრიფტავოთ  ეშმაკურად მიყურებს და ისე მეუბნება ამას.
- შენ სულ გაუბერე იცი? იმედია ჯერ იქამდე ჩაღწევას შევძლებთ, აქ კი სუსტად თოვს, მაგრამ ნახავ ქალაქიდან გავალთ თუ არა რაც დაგვხვდება. წესიერად ატარე და მკვეთრი მუხრუჭი არ გამოიყენო!!

ჩემი  თოვლთან ურთიერთობის  თეორიული ცოდნა + ცოტაც პრაქტიკული გამოცდილება იმ წუთასვე გავახმოვანე.


თბილისს გაცდენილები არ ვიყავით, რომ პირველად მოიქნია მანქანა, ელემ როგორღაც დაჭერა შესძლო და ფრიად შეშინებულმა გააჩერა გზის პირას.

- აქ გაჩერება არ შეიძლება, გააგრძელე სიარული 
-აუ მარ, შემეშინდა ცოტა ...
-ეცადე ამის შემდეგ მშვიდად იარო, თანაბარი გაზით და მკვეთრი მოძრაობები არ გააკეთო, ასევე მუხრუჭის გამოყენებაც ძალიან ფრთხილად უნდა, ნელა - ნელა უფრო უარესი გახდება გზა, შენ კიდევ წმენდენო მეუბნებოდი - ცოტა უხეშად მომივიდა ამ ყველაფრის თქმა, მაგრამ მართლა გაბრაზებული ვიყავი, თუმცა უკან დაბრუნება არც მომსვლია აზრად.

ბაზალეთისკენ გადავუხვიეთ თუ არა სულ რამდენიმე მეტრში მანქანა დაგვიბზრიალდა და წარმატებულად ჩავხტით უზარმაზარ კანაოში. გავხეთქეთ ისედაც უვარგისი საბურავი და კიდევ რაღაც დავაზიანეთ, რადგან მანქანამ სასწაული რაკუნი და სტვენა დაიწყო. ამასთანავე უკანა სავარძელზე დაყრილი ბარგი კეფაში მოგვხვდა და ტორპედოზე აღმოჩნდა.

ალბათ რამდენიმე წუთი დაგვჭირდა იმისათვის, რომ აზრზე მოვსულიყავით, გზაზე ჩვენს გარდა მანქანის ჭაჭანება არ იყო.

ძლივს გადმოვბობღდით ავტომობილიდან და ელემ ჩემს გაცეცხლებულ სახეს შეხედა თუ არა იმ წამსვე მიხვდა რის თქმას ვაპირებდი, ამიტომ დამასწრო:

-ჰო, ჰო მართალი იყავი. არ შეიძლებოდა ზამთრის საბურავების გარეშე წამოსვლა. მთელი ორი თვე გვქონდა მაგისთვის და არ ვიზრუნე.
მაპატიე რა, უბრალოდ მეზარებოდა სიარული, საბურავების არჩევა და თანაც ამაში ფულის დახარჯვა სისულელედ მეჩვენებოდა - თითქმის სლუკუნამდე მივიდა.

ცოტა დავმშვიდდი და ავჩუყდი ამის შემხედვარე, თუმცა მაინც მკაცრად ვუთხარი:
-ხო სისულელედ გეჩვენებოდა და ახლა ალბათ ორი იმდენი გაქვს დასახარჯი, რომ ჯერ მანქანა აქედან ამოვათრიოთ და მერე რაც გაფუჭდა ის რომ გავაკეთოთ, თანაც ალბათ ჩვენი არდადეგებიც უნდა დავივიწყოთ - მეც მზად ვიყავი მეტირა.

ხომ ვიცოდი, რომ აუცილებლად დაგვჭირდებოდა კარგი ზამთრის საბურავები, რომ ქალაქიდან შორს აუცილებელია მანქანა მომზადებული გყავდეს, რომ თოვლს არავინ გაწმენდდა ნორმალურად, რომ აუცილებლად იქნებოდა მოყინული ადგილებიც.

ჯანდაბას ყველაფერი, კიდევ კარგი გაგვიმართლა და გადავრჩით. არაფერი დაგვშავებია და მხოლოდ მანქანის დაზიანებით გამოვძვერით.

საბოლოოდ ჩვენი ისტორია არც ისე მხიარულად დასრულდა როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. მანქანა ევაკუატორით წამოვათრიეთ თბილისში, რაც საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა. 
რა თქმა უნდა არდადეგებიც ფაქტიურად ჩაგვეშალა იმიტომ, რომ ფული რომელიც ბაზალეთზე უნდა დაგვეხარჯა მანქანის გაკეთებას მოვახმარეთ - ეს სიამოვნება კი დანაზოგის თითქმის მთელი ოდენობა გამოვიდა.


დასანანია, რომ წინდაუხედავობისა და ზერელე დამოკიდებულების გამო ასე ჩაგვიფლავდა გეგმები, მაშინ როდესაც მშვენიერი შანსი გვქონდა ორი თვით ადრე თადარიგი დაგვეჭირა და მანქანა ზამთრისთვის მოგვემზადებინა. 

სამწუხაროდ ყველა ისტორია ასე ნორმალურად არ სრულდება, ზამთარში ავტოსაგზაო შემთხვევებში ბევრი ადამიანი ფიზიკურ დაზიანებებს იღებს და იღუპება კიდეც, ზუსტად ამ ზერელე და წინდაუხედავი მოქმედებების გამო.

გირჩევთ დროულად დაიჭიროთ თადარიგი ზამთრისთვის და შეიძინოთ აუცილებლად კარგი, ზამთრის საბურავი.

„ზამთრის საბურავების ყველაზე ფართო არჩევანი მხოლოდ „თეგეტა მოტორსში“.  საბურავები აუცილებლად შეიძინეთ თეგეტა მოტორსში, კომპანიაში სადაც თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.“

Post a Comment

0 Comments