Monday, August 05, 2013

გაგრა მე მოვდივარ - ჯერ არ ვიცი როგორ

ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურად ამეკვიატა აზრი, რომ აფხაზეთში უნდა მოვხვდე.
დასანანია რომ ამაზე ფიქრი და იდეების ძებნა მიწევს - უბრალოდ ვერ ავდგები და ვერ წავალ.

აფხაზეთი უნდა ნახო!

სოხუმის ცენტრალურ მოედანზე

 ჩემი მშობლების ახალგაზრდობის იმდენი ფოტო მაქვს ნანახი, რომ ფაქტიურად ნათლად მაქვს წარმოდგენილი როგორი იყო მაშინ აფხაზეთი - გაგრა , პიცუნდა და სოხუმი.

თუმცა სინამდვილეში სულ ახლახანს ვნახე რუსი ბლოგერის ჩანაწერები, სადაც ძალიან ბევრი ფოტოებია აფხაზეთიდან. ჩემი წარმოდგენები თავზე ჩამომემხო, თუმცა ბუნება მაინც ულამაზესი დარჩა, როგორც ჩანს იქ.


ამ ყველაფერთან ერთად დღეს სამარშრუტო ტაქსით ვმზავრობდი ვინმე  ფაქიზო შერვაშიძესთან - ქალი, რომელიც გაგრაში ზღვის პირას საკუთარ სახლში ცხოვრობდა. მუშაობდა გაგრის ყველაზე დიდი რესტორნის შეფ-მზარეულად. 
სახლში 14 ოთახი იყო, სიძეებისთვის მანქანებს ყიდულობდა და დალხენილი ცხოვრება ჰქონდა.
"არასდეს მიგრძვნია ის, რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის გაუცხოვება იყოო, ყველაფერი მთავრობის ბრალიაო"- ამბობდა. 
შემდეგ ყვებოდა, რომ მისი და და მამა არ წამოსულან აფხაზეთიდან, დარჩნენ ერთ - ერთ სოფელში და და დღესაც იქ ცხოვრობს.

ტყვარჩელი
იხსენებდა იმ დროს როდესაც ბედნიერი იყო, მას შემდეგ კი აგერ ამდენი წელია უნივერსიტეტის ქუჩაზე, ყოფილ სასტუმრო ამირანში ცხოვრობს, დიდი ოჯახი როგორღაც ეტევა ორ ოთახში.

მთელი გზა რაც ეს ქალი საუბრობდა გაშტერებული ვუყურებდი სახეში, თუმცა ამას დიდად არ შეუწუხებია ქალბატონო ფაქიზო. ისევ ისე მშვიდად იჯდა და ფიქრებში წასული ყვებოდა წარსულს.


შემდეგ ისიც თქვა "ოღონდ იქ დამაბრუნდა და ხის ძირშიც ვიცხოვრებო" - თუმცა პასპორტი მე აღარ შემრჩა და რაიმე დოკუმენტი, რომელიც ჩემი სახლის მფლობელობას დაადასტურებსო.

გაგრის სანაპირო

თურმე მის სახლში ახლა ვიღაც მეგრელი ექიმის ოჯახი შესახლებულა და ცხოვრობს ბედნიერად. ამასთანავე ისიც დასძინა მაშინ ომის დრო სანაპირო ზოლში არსებულ სახლებს არ წვავდნენო.

გული დამეწვა ამ ქალს რომ ვუსმენდი. წარმოიდგინეთ იცის რომ მისი სახლი დგას, შიგნით ვიღაც ცხოვრობს - რა უფლებით კაცმა არ იცის, თუმცა სადღაა უფლებები და კაი ცხოვრება. 
ქალბატონი ფაქიზო კი ვალდებულია ამდენი წლის განმავლობაში შეყუჟული იჯდეს თავის ორ პატარა დანგრეულ ოთახში და მხოლოდ იოცნებოს იმაზე, რომ იქნებ სიკვდილამდე როგორმე დაბრუნდეს თავის მიწა-წყალზე.


სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსული სამსახურში მისვლამდე კიდევ უფრო აქტიურად ვფიქრობდი როგორ მოვხვდე აფხაზეთში. 
აუცილებლად უნდა ვნახო რა ხდება იქ, აუცილებლად უნდა გავეცნო იმ ადგილს რომელიც რუკაზე სხვა ქვეყნის ნაწილად უფრო და უფრო ხშირად ინიშნება. 

აუცილებლად უნდა ვნახო ადგილი სადაც ერთი ქვეყნის მაცხოვრებლებმა ერთმანეთი გამუსრეს და ისიც არ იციან რატომ. 

სადღაც გაგრასთან

დასანანია რომ საქართველოს ისტორია მოდასავითაა და პერიოდულად აბსოლუტური სიზუსტით მეორდება.

9 comments:

  1. სჯობს დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდეს, მაგრამ რუსები მაგას ადვილად არ შეელევიან. თან ეხა იმდენი ფული ჩადეს.
    მართლა არნახული ბუნებაა...

    ReplyDelete
    Replies
    1. Kai ra Rode, damoukideblobas vin miscems Afxazets, adre xo misces vitom da mgoni, marto Paragvaim agiara :-D Rusettan saqmes mxolod sulelebi ipucheben :/

      Delete
    2. ჰოდა ეგაა რომ თავიდანვე შესცოდეს. თორე აფხაზებს თუ ცალკე უნდოდათ, არავის დახმარება იყო საჭირო...

      Delete
  2. რა დამთხვევაა მეც ამეკვიატა რახანია და კიდევ რამდენიმე ვიცი ასეთი :D ვმსჯელობთ როგორ შეიძლება წავიდეთ

    ReplyDelete
  3. ჰმ, თქვენ გაგრაში წასვლაზე მსჯელობთ და მე არაფერს მეუბნებით? :))
    მანდ ვარ დაბადებული და, შენი არ იყოს, მეც უკეთესი წარმომედგინა იქაურობა. მამენტ, ომამდე იყო კიდეც და 20 წელზე მეტია, არსად არაფერი გაკეთებულა. რა გასაკვირია, იქ ისევ ბნელი 90-იანებია.
    მოკლედ, თუ რამეს გადაწყვეტთ, აი ემ ვიზ იუ :)

    ReplyDelete
  4. რამდენიმე წლის წინ სვანეთიდან ვბრუნდებოდი და მეგრელმა მძღოლმა ენგურზე ისე გადავდივართ პრობლემა არ გვექმნებაო და შემოგვთავაზა მე და ჩემს თანამგზავრებს, თუ ოდესმე სურვილი გაგიჩნდეთ სოხუმამდე ჩაგიყვანთო. აი აქედან მოყოლებული სიზმარში მესიზმრება რამის ყოველდღე რომ სოხუმში მივდივარ. ასე რომ იდეა გვაერთიანებს მგონი:))))

    ReplyDelete
  5. თუ კიდევ გამოჩნდებით აფხაზეთში მოგზაურობის მსურველები აქ მოგვიკაკუნეთ

    https://www.facebook.com/groups/Gagramemovdivar/

    ReplyDelete
  6. კარგი იდეა კი არის, მაგრამ სარისკოა.
    ფრთხილად იყავით.
    მეც კი მინდა, მაგრამ შიში უფრო ძლიერია სურვილზე.

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!