შავი სხივის თეთრი ანარეკლი

დამთხვევების არ მჯერა, არც ის მჯერა, რომ უცხოპლანეტელები მოდიან და ადამიანები სადღაც მიჰყავთ, შემდეგ კი უცნაურად აბრუნებენ. არც განზომილებებში გადაადგილების და მსგავსი რამეების მჯერა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ნამდვილად გრძნობ და განიცდი  რაღაცას, რომელიც შენი ცნობიერის და ცოდნის მიღმაა, არ იცი როგორ ახსნა და რა დაარქვა.



ჩვეულებრივ ყველა ძილისწინა პროცედურის ჩატარების შემდეგ დავენარცხე საწოლზე და ბალიშიც ისე ამოვიიღლიავე როგორც სულ.

ალბათ დიდი ხანი ვცდილობდი ჩაძინებას, შემდეგ კი შუალედური ეტაპი (როცა გათიშვას გრძნობ) გამოვტოვე და სადღაც წავედი.

****
გოგა ჩემი თანამშრომელია, ჩვეულებრივი ძალიან სათნო და საყვარელი. ამდენი ხნის ერთად მუშაობის შემდეგ დავბეგობრდით კიდეც. 
რა თქმა უნდა აქამდეც ყოფილა რომ  ჩამყოლია ძილში და დამსიზმრებია თანამშრომლები, მაგრამ ეს რაღაც სულ სხვა იყო.


მთელი ღამის თავგადასავალი ზუსტად როგორც მახსოვს ისე მოგიყვებით.

***

ფეხისწამოკვრის შეგრძნების შემდეგ თვალები გავახილე და დიდი სიშავე დავინახე. დავინახე რა - ბნელოდა, სულ ყველაფერი შავი და ბნელი იყო გარშემო. სანამ მე რამის გაკეთება მოვახერხე მხარზე მსუბუქი სიგრილე ვიგრძენი და სიბნელეში გოგა გამოჩნდა. ისიც შავი იყო იმ სიბნელეში, მაგრამ ძალიან კარგად და მკვეთრად ვხედავდი. 

აბსოოლუტურად მშვიდი სახით მიმითითა სადღაც სიბნელისკენ, წინ.

პირველივე ნაბიჯის შემდეგ ჩემს წინ სხვადასხვა სიმკვეთრის სინათლის სხივები ჩნდებოდნენ ჰორიზონტალურად. 

ამ სხივებში გავდიოდით მე და გოგა. გოგას ჩემი ხელი საკმაოდ ძლიერად ეჭირა. ყოველი სინათლის სხივში სხვადასხვა რამე ხდებოდა. ზოგგან ნაცნობი მოვლენები, ზოგგან უცნობი მოვლენები და ნაცნობი მოქმედი პირები, ზოგგან კიდევ ყველაფერი უცნობი და რაღაცნაირად საშიში იყო.

ამ განათებულ ადგილებში საკმაოდ ნელა და ძნელად გავდიოდით, სიბნელეში მოძრაობა ბევრად ადვილი იყო.
ყოველი ნათელი ადგილის გავლის შემდეგ უფრო და უფრო ძლიერ დაღლას ვგრძნობდი.

ერთ მომენტში გოგას ხელი გაეშვა და ხელი რაღაცას დავარტყი, საკმაოდ ძლიერად. 
სანამ სადღაც ჩავიკარგებოდი ისევ ვიგრძენი, რომ გოგამ ხელი მომკიდა და გავაგრძელეთ მოძრაობა.

მთელი "სიზმრის" განმავლობაში მქონდა ფრენის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ იქ გადაადგილება ძნელი იყო.


გაღვიძება გამიჭირდა, დილით მაღვიძარა დიდი ხანი რეკავდა მე კი განძრევაც ვერ მოვახერხე რომ გამეთიშა. 
ხელი იმ ადგილას (რომელიც დავარტყი) ძალიან მტკივა და ზუსტად იმ პოზაში გავიღვიძე დილით რომელიც ბოლოს მქონდა, სანამ გავითიშებოდი.

დაღლილმა გავიღვიძე და ახლაც ძალიან მოდუნებული ვარ. არ მიყვარს ასეთი ცნობიერსმიღმა ღამეები.

Post a Comment

3 Comments

  1. აუ რა ისეთი მომენტია.
    ქართულად არ ვიცი როგორ ვთქვა და "ჟუტკი".
    გამაჟრიალა.

    მე ასეთები მქონია, მაგრამ იშვიათად.
    ეგ კიარადა, იმდენად შევუშინებივარ, კივილი დამიწყია და მეორე ოთახიდან დედაჩემს დაუძახია, გამოსაფხიზლებლად.

    ReplyDelete
  2. Anonymous2:14 PM

    ჰო კარგადაა გოგა? :)))

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!