მეგობრობა რა ხილია??

ხომ ამბობენ, რომ შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა თუ მიართვა - მოკლედ როგორც არის...

აი თქვენ მითხარით რა კერძია მეგობრობა??
საერთოდ საიდან მოდის და სად მიდის?

ჩემი აზრით ყველაზე რთული რამეა.

მშობლებს და ნათესავებს ვერ ირჩევ, და-ძმაც როგორიც შეგხვდება ეგაა და აი მეგობრებთან სულ სხვაგვარადაა საქმე - მათ შენ პოულობ, ან ისინი გპოულობენ შენ... 

ზუსტად აქ იწყება სირთულე.

ვერასოდეს ვხვდები - უნდა მოზომო თუ არა მეგობრებთან ყველა სიტყვა?? უნდა გაუფრთხლდე თუ როგორც თანასწორებს ისე უნდა მიუდგე?? უნდა დაუყვავო თუ მიუშვა ყველაფერი როგორც არის??


არაერთხელ ყოფილა მეგობარი გამინაწყენებია, მეც მწყენია, თუმცა მე არასოდეს მითქვამს და შემიმჩნევია - ჩემთვის კი მიუთითებიათ.

ალბათ მე აღვიქმავ მეგობრობას რაღაც აღმატებულ რამედ? თუ იქნებ უბრალოდ კომუნიკაციაში მიჭირს და ვერ ვაგებინებ მეგობრებს რა მინდა მე მათგან და რა შემიძლია გავცე მათთვის?? 

მეგობრობა უცნაური ხილია, ხილია რომელიც თავიდან ბოლომდე გსვრის და თავს ვერასოდეს გაანებებ, სანამ გულისრევამდე არ მიგიყვანს და თუ მიგიყვანს ესეიგი ეს ის არ იყო რაც გჭირდებოდა??


მოკლედ მაგრად დავიბენი, აქამდე მეგონა მეგობრობა ვიცოდი და მესმოდა, იქნებ ვცდები და ვერავინ მეუბნება რომ ყველაფერი ისე არაა როგორც მე ვხედავ და აღვიქვამ?? 

Post a Comment

6 Comments

  1. "..თავს ვერასოდეს გაანებებ, სანამ გულისრევამდე არ მიგიყვანს და თუ მიგიყვანს ესეიგი ეს ის არ იყო რაც გჭირდებოდა??" - აი, ამაზე ვფიქრობ ხოლმე. ძალიან იშვიათად ხდება, რომ გულისრევამდე არ მივდივარ :/

    ReplyDelete
  2. Anonymous1:10 AM

    " ვერასოდეს ვხვდები - უნდა მოზომო თუ არა მეგობრებთან ყველა სიტყვა?? უნდა გაუფრთხლდე თუ როგორც თანასწორებს ისე უნდა მიუდგე?? უნდა დაუყვავო თუ მიუშვა ყველაფერი როგორც არის?? "
    ჩემი მუდმივი პრობლემაა ეგ. ამ ყველაფერს ის მირთულებს რომ თინეიჯერი ვარ –_– როცა ვესაუბრენი მათ როგორც ზრდასრულ და ჩემზე უფროს ადამიანს ვერ მიგებენ, უხამსად და უტაქტოდ ვეჩევენბი, როცა ვესაუბრები როგორს 15–16 წლის ბავშვებს ბრაზდებიან და თავს დიდად მიეჩნევენ. მე კიდევ ვინ ვარ საერთოდ ვერ გავარკვიე.
    მოკლედ პოსტი ძალაინ მომეწონა და ბოდიში შენი ბლოგი საწუწუნოდ რომ გამოვიყენე :)

    ReplyDelete
  3. არის რაღაც, რასაც არასოდეს ვეტყვი მეგობარს. არასოდეს ვებილწსიტყვავები, ვაგინებ, ვცდილობ არ ვეჩხუბო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირდაპირი არ ვარ მასთან. პირიქით, ვფიქრობ პრობლემას სწორად ამ თვისების ჭარბი რაოდენობა მიქმნის.

    თუმცა, შენ თუ ამბობ მეგობრობა არ მცოდნიაო, მაშინ მე მითუმეტეს არ მცოდნია, რადგან დღემდე ერთი დაქალიც კი არ მყავს. შენ გყავს ბაკო, სვითი, ლოლა, გვანცა. ადამიანები, რომლებიც გვერდით გყავს, წლებია. მე მსგავსი არავინ მყავს და ამის გამო ძალიან ხშირად მოწყენილი ვყოფილვარ. ადამიანი არ მყავს, ვისთან ერთადაც წავალ დასასვენებლად ზღვაზე, ან ღამის კლუბში, ან კაფეში. ნუ მოკლედ.

    ეს ბავშვობიდან მოდის. სკოლაში 4 სხვადასხვა კლასში ვიყავი და სადაც კი გადავდიოდი, ყველას უკვე თავისი "სასტავი" ჰყავდა. ამასწინათ კლასის ქეიფზე რომ ვიყავით, მე შემთხვევით მოვხვდი ორ დაქალს შორის (მაკა და თეონა). ხოდა თეონამ მითხრა, არ გინდა მაკას ადგილი გაუცვალოო. და რატომ-მეთქი რომ ვკითხე, რა ვიცი, და რა პრობლემა იქნება, რომ გაუცვალოო. არ მესიამოვნა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე. მაკას ადგილი გავუცვალე. ამის დედა ვატირე, 10 წელიწადში ერთხელ რომ ხვდები მთელ კლასს და იქაც დაქალზე რომ ხარ ჩაციკლული და არა დანარჩენ კლასელებზე, მე ესეც არ მესმის. შეიძლება მე ამას ვამბობ იქიდან გამომდინარე, რომ დაქალი არ მყავს კლასში, მაგრამ მაინც, ვთვლი, რომ როდესაც კლასელებს ნახულობ და ისიც 10 წელიწადში ერთხელ, იქ მაინც უნდა გადადო დაქალი ოდნავ გვერდით და ყურადღება მიაქციო იმ კლასელს, რომელიც მოგენატრა მთელი ამდენი წელი. თორემ აბა დაქალს ხომ ისედაც ნახულობ.

    ძალიან შორს წავედი ვგონებ. უბრალოდ მეგობრობის საკითხი ჩემთვის ერთერთი ყველაზე მტკივნეულია. სულ მარტო ვარ. მთელი ეს წლები.

    ხოდა ეტყობა ჩემშია პრობლემა.
    ჩემი ოჯახის წევრები სულ იამს მეუბნებიან, სულ ინტერნეტში რომ ზიხარ, წადი სადმე, გაერთე მეგობრებთან ერთადო და ვინ ჯანდაბასთან წავიდე, არავინ მყავს. :))))))) ხოდა ვზივარ სულ ინტერნეტში.

    ReplyDelete
    Replies
    1. თუ ეს ყველაფერი ამდენი ხანია ასეა ესეიგი შენ უნდ ადაფიქრდე და შეცვალო რაღაც.
      ანალიზის უნარი ყველაზე მტავარია ასეთი სიტუაციის გადაწყვეტისას და ამასთანავე გვერდიდან უნდა შეძლო შენი თავის დანახვა : ) ყველაფერი შენზეა.

      შენ ან შეცვლი სიტუაციას ან გასირაქლემდები და შეეგუები ყველაფერს როგორც არის : )))

      რაც შეეხება სხვა ნაწილს - მესმის და ნაწილობრივ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, უდაოდ სხვანაირი ქცევა უფრო მიზანშეწონილია ხოლმე: )

      Delete
    2. ხო, მართალი ხარ. ფაქტია, რომ რაღაც უნდა შევცვალო, მაგრამ ვერ ვხვდები რა და როგორ. :D

      Delete
  4. მთელი საღამო ჩემთვის მარტო ვიჯექი და მეორე კლასელი - გუფი მეკონტაქტებოდა. ალბათ მაგიტომ იყო, რომ სანამ ცეკვები არ დავიწყეთ, დებილივით ვიჯექი :D

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!