Friday, June 21, 2013

საქანელაზე მოსული აღმაფრენა

მეგობრების შეხვედრის მერე ღრიანცელს ძლივს მოვცილდით.

არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ გვიან იყო და სახლში მანქანით მიყვანა შემომთავაზა.
ჩვეულებრივი ტიპი იყო, ოდნავ ეშმაკური გამოხედვით და სასიამოვნო ღიმილით.

გზაში ჩუმად ვიჯექი, არც მას უთქვამს რამე - ან ძალიან გვიანი იყო ან უბრალოდ საღამომ დაგვღალა.


ისე, მე მგონი იმის ბრალი იყო, რომ მთელი საღამო გაუჩერებლად ვლაქლაქებდით, თანაც პუფებმაც გვერდიგვერდ მოგვიწია და სასმელიც ერთი ავირჩიეთ.

ახლა, სახლის არც ისე მოკლე გზაზე ჩუმად ვისხედით, გზაში ორი ღერი მოვწიე, ნერვიულობისას რომ იცის ხოლმე ღერის ღერზე მიბმამ ისე - თუმცა ნამდვილად არც სანერვიულო მქონდა რამე და თითქოს არც ვნერვიულობდი.

უცებ გამახსენდა, ჩემი სახლიდან 1.5 კილომეტრში ახალი სკვერი გააკეთეს, სადაც ბავშვებისთვის მშვენიერი გასართობი მოედანიც მოაწყეს,
ამ მოედანზე კი ჩემი სიყვარული, ყველაზე გენიალური რამ - საქანელებიც გააკეთეს (ისე ამ საქანელებზე მშვენივრად ვეტეოდი და წონაც გათვალისწინებული იყო)

სანამ ჩემი სახლისკენ გადახვევას დააპირებდა ვთხოვე, რომ სკვერში დავეტოვებინე.

-რა დაგრჩენია ამ შუა ღამეს იქ? - ცერად გამომხედა და ისევ სარკეებში ყურება განაგრძო
-ისა, რავი საქანელებზე ქანაობა მინდა - ღიმილით ვპასუხობ, თითქოს ვხუმრობდე
მე მგონი მართლა ხუმრობა ეგონა, ისე ხმამაღმა გაიცინა.
-კაი, ეგ რა პასუხი იყო - არ სჯერა
-მართლა გეუბნები, უზომოდ მიყვარს საქანელა და შემიძლია ზედ დაუსრულებლად ვიქანავო, თუ გინდა შენც გეპატიჟები, ძალიან მაგარია, თანაც ღამე როცა ბავშვების ყაყანი არაა და სიმშვიდეა გარშემო.

იმ მომენტში ალბათ თვლიდა, რომ ცოტა დებილი ვარ, ან ზედმეტი დავლიე და ჩემი სახლისკენ წასვლაზე დაყოლიება დაიწყო.

-იქნებ ახლა არ გვინდა და მერე, მზიან დღეს ერთად ვიქანავოთ საქანელებზე - თან ეშმაკურად მიღიმის
-არა, დღისით ბავშვები და ძიძები არიან, ან დედები შვილებით და ერთხელ უკვე გამლანძღეს, როცა ბავშვები ჩანოვყარე საქანელიდან.
-რა ქენი?? - ყბა დაუგრძელდა და საჭეც გადაეკრა გაოგნებისგან.
-რა ვქენი და ბავშვები ჩამოვსვი საქანელიდან იმიტომ, რომ ერთი საათი ისხდნენ და განძრევა არ უნდოდათ, მე კიდევ მომვარდნენ მათი ძიძები და დედები და გამლანძღეს, ვერაფრით გავიგე რა დავაშავე, მეც მინდოდა....

ისტერიულად იცინოდა უკვე ამბის შუაში, ასე რომ ბოლო გაიგო თუ არა ვერ მივხვდი.

კიდევ კარგი შუქნიშანზე წითელმა მოგვიწია - უეჭველი დავილეწებოდით ისე იცინოდა.

-შენა, ფხიზელი იყავი მაგ დროს?
-როგორ თუ ფხიზელი ვიყავი? აბა შუადღეს სკვერში მთვრალს რა ჯანდაბა მინდოდა?
-რავიცი მე, ახლა მთვრალი ხარ, ღამეა და მეჩალიჩები, რომ სკევრში წამოგყვე და ამაზე უცნაური მაინც არ იქნებდა ის შემთხვევა.
-სულ არ ვაპირებდი შენთვის თქმას,ეგეც ზრდილობის ამბავში, თორემ სულ არ მჭირდება იქ არავინ, შენ პროსტა იქ დამტოვე - უკვე საკმაოდ გავბრაზდი და აგრესიული ტონი მაქვს.

-კაი, კაი დამშვიდდი წამო ცოტა ხანი ვიქანავოთ საქანელებზე - უცებ უკან დაიხია, დასერიოზულდა და ჩემი მითითებით გადაუხვია სკვერისკენ.

მანქანა გაჩერებული არ იყო უკვე გადმომხტარი ვიყავი.
-მარუსი, მოიცა ნუ გარბიხარ - საკმაოდ შორიდან მიყვიროდა და ჩქარი ტემპით კეტავდა მანქანას.
-მოდიი, ჩქარა, ჩქარაა რააა - გავკიოდი უღმერთოდ, ალბათ ნახევარი უბანი ფეხზე დავაყენე.

საქანელაზე ჩამოვჯექი თუ არა ისტერიულად დავიწყე ინერციის აღება, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ძლიერად ვაწვებოდი ფეხებით მიწას.

ალბათ საქანელაზე ჯდომის შეგრძნებას მხოლოდ ორგაზმს თუ შეადარებს ადამიანი, მეტი არ ვიცი რა შეიძლება იყოს ასეთი ამაღელვებელი და მსუბუქი.
შეგრძნება, რომელიც მთელს სხეულში გჭრის და გგონია შიგნიდან აფეთქდები.

გვერდით საქანელაზე მშვიდად ჩამოჯდა და ჩემს არანორმალურ ქცევას უხმოდ აკვირდებოდა.
ბედნიერი და ყურებამდე გაღიმებული წამში რამდენჯრმე თვალწინ ხან ერთ, ხანაც მეორე მხარეს ვუქროდი.

-კარგად ხარ?-მკითხა ისე, სიტყვის მასალად, ჩემს ბედნიერ წიოკზე და გაღიმებულ სახეზე ყველაფერი ისედაც მშვენივრად ჩანდა.
-ძალიან მაგრად - ისე ჩუმად ვთქვი, ჩემი ნათქვამის გაგება მე თვითონ გამიჭირდა.
-მე მგონი ხმა გამექცა - დავამატე ისევე ჩუმად, თუმცა როგორღაც მაინც გაიგო და ხმამაღლა გაიცინა.

ცოტა ხანში საქანელაზე ისიც აყანყალდა, ჯერ ნელა ადგილზე ქანაობდა, ცოტა ხანში კი უმატა და უმატა ტემპს. სულ მალე ორივე არანორმალურებივით ვქროდით წინ და უკან, თან სასწაულ ხმებს გამოვცემდით.


არადა სულ არ არის ეგეთი ტიპი, რომელიც შეიძლება უცებ გაგიჟდეს, ან რაღაც გადაუტრიალდეს თავში უნებლიედ - თუ გადატრიალებული აქვს რამე, თავიდანვე მასეა, მერე არაფერი იცვლება, ძირითადად.

კარგა ხანი კონწიალის შემდეგ გავჩერდით და ამოვისუნთქეთ, ორივემ სიგარეტს მოვუკიდეთ და ძალიან ხარბად დავიწყეთ მოწევა, თითქოს ვინმე გვიკრძალავდა.

-უცნაურად გაასწორა - მისთვისაც საოცრად გაოცებულმა აღიარა.
-ვიცი, ყოველთვის ასწორებს - ისე დარწმუნებით ვუთხარი, თითქოს დღე და ღამე საქანელებზე კონწიალის მეტს არაფერს ვაკეთებდე, არადა როგორ მენატრება ხოლმე.

ერთ მომენტში საქანელიდან ჩამოვედი, მის საქანელასთან მივედი, მისი ფეხები ჩემებს შორის მოვიქციე და ჩავეხუტე.
-მადლობა,  მარტო ასეთი სახალისო ალბათ არ იქნებოდა.
-არაფრის, თუმცა იცი რაა.... - სიგარეტი სანაგვისკენ ისროლა, თუმცა ააცილა და გვერდით დააგდო.
- აი ასეთი სისულელე არ გექნება გაკეთებული....- ვერაფრის თქმა ან კითხვა ვერ მოვასწარი. 
ხელები წელზე ძალიან მაგრად შემომაჭდო და ფეხები ძალიან ძლიერად დაარტყა მიწას - მე კი ფეხქვეშ მიწა გამომეცალა.

ზუსტად არ ვიცი როგორ მოვასწარი, რომ ფეხები თეძოებზე შემომელაგებინდა და ხელიც მომეკიდა ჯაჭვისთვის, თუმცა ეს მოვასწარი - აფექტი სასწაული რამეა.

როცა თავი მეტნაკლებად უსაფრთხოდ ვიგრძენი, ცოტა ხნით მაინც, სასწაული ხავილი მოვრთე.
ფრიად უხამსი სიყვებით გავლანძღე და ზუსტად ამ პროცესში რომ ვიყავი, მივხვდი ძალიან მაგარი იყო.

ორჯერ უფრო მაგარი შეგრძნებები მქონდა...
დავხედე სახეზე, ისიც გაბადრული იჯდა და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ძლიერ ბიძს აკეთებდა მიწიდან.

-დებილი ხარ, ეს რა მოგაფიქრა? - ისევ გაქცეული ხმით ვუთხარი
-რავიც საქანელების ბრალია, მუზა მომივიდა უცებ... ცუდია? - უბრალოდ მკითხა, პასუხი ზუსტად იცოდა რაც იქნებოდა 
-ჩემთან წავიდეთ - ისე დაუფიქრებლად ვუთხარი, რომ პასუხის გაცემამდე ვერც გავიაზრე რა ვთქვი.
-კარგი, დიდი სიამოვნებით უბრალოდ ცოტა ხანიც ვიქანავოთ, ასე დიდი ხანი აღარ მომიწევს კიდევ.


დილის 5 საათზე კანის სურნელისგან, ადრენილისა თუ სხვასხვა ემოციებისგან გათიშულები მშვიდად ვკონწიალობდით სკევრში აშენებულ საბავშვო მოედანზე დადგმულ საქანელებზე.

2 comments:

  1. მე ის დედა ვარ, რომელიც შენ გამოგესარჩლებოდა და იტყოდა, თავი დაანებეთ უსინდისოებო, მაროსაც უნდა ქანაობა–მეთქი. ხომ იცი, რომ ასე ვიზამდი.

    აუ, ისე ძალიან მაგარი მოთხრობა/მემუარი/პამფლეტი/პოსტი იყო, დაღლილ და big fat mama–ს რომ საღამო გაუხალისა :დ

    ReplyDelete
  2. ეხლა ვნახე, რომ ბლოგროლში (მგონი ეგრე ჰქვია გვერდზე მარჯვნივ ბლოგების ჩამონათვალს) გყოლივარ ჩამატებული. გამეხარდა ძალიან! <3

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!