Thursday, April 04, 2013

ყურადღებით! გარშემო ბედნიერება სუფევს

სულ ცოტა ხნის წინ დოდკამ დაიწყო სერიის გაკეთება იმის შესახებ, თუ რატომ ან რის გამო ღირს ( და არის) ის ბედნიერი ყოველდღიურად.

თავიდან ფოტოებს ფეისბუქზე დებდა, შემდეგ ბლოგზეც გადმოიტანა.
ძალიან მომეწონა იდეა და გადავწყვიტე მეც ავყოლოდი.

მართალია, ძირითადად ფოტოებს ფეისბუქზე ვდებ და მათი დიდი ნაწილი იქვე დარჩება, მაგრამ მინდა გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები იმის შესახებ, თუ მართლაც რამდენი რაღაც არის გარშემო, რის გამოც ღირს დღეში ერთხელ გაღიმება.

ყოველდღიურად ისე ვართ ჩაბმული საყოფაცხოვრებო ორომტრიალში, რომ ვერც ვამჩნევთ იმ წვრილმან სიკეთეებს და ბედნიერებებს, რომელიც ჩვენს გარშემო ნამდვილად ხდება.



მაგალითად, როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ და მეგობარი სამსახურში შემოგირბენს, ნაწყინს და ენძელებს მოგიტანს, რამე სასაცილო ამბავს გაგახსენებს და წავა - რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი მიზეზი იმისათვის, რომ თავი იგრძნო ბედნიერად. 
მერე რა თუ სამსახურში დაძაბული სიტუაციაა, ყველაფერი იისე არ გამოდის როგორც გინდა.

რა ჯობია იმას როდესაც სამსახურიდან სახლში მოსულს გემრიელი წითელი ღვინო დაგხვდება? ნუთუ ეს პატარა დეტალი არ იმსახურებს იმას, რომ ბედნიერების მომტანად ჩაითვალოს??



ბევრი რამ არის ასეთი, რასაც ყოველდღიური უხასიათობის გამო უბრალოდ ვერ/არ ვიმჩნევთ და ვამჩნევთ, შემდეგ კი საწუწუნო არ გველევა იმის შესახებ თუ რა უბედურები და სევდიანები ვართ.

მინდა გითხრათ, რომ ეს "პროექტი" საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის სულ სხვა ტალღაზე გადასაყვანად, ძალიან დაგეხმარებათ ყოველი დღის ბოლო იმის გახსენება თუ  რატომ იყო ეს დღე კარგი და ლამაზი, რის გამო ღირს მისით აღფრთოვანება.



ძილის წინ კარგზე ფიქრი გარანტირებულად მშვიდ და სასიამოვნო ღამეს ნიშნავს.

4 comments:

  1. პატარ-პატარა სიკეთეები <3

    ReplyDelete
  2. kai ideaa.
    adre mec mqonda proeqti romlesac igive shinaarsi qonda
    erqva me vxedav mzes :) droa amovqacho mec eg proeti torem davigruze.

    ReplyDelete
  3. <3
    წითელი ღვინო მართლა მშვენიერია.


    მაგრამ იმ კალიასი რა გითხრა :/

    ReplyDelete

დასტოვეთ თქვენი მოსაზრება...ნუ მოგერიდებათ გამოხატოთ თქვენი ჰაზრები თავისუფლად!